საქართველოს ქალთა 79-ე ჩემპიონატი (06.06.2022)

 

  6 - 15 ივნისს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში იმართება საქართველოს ქალთა 79-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა. ჩემპიონატი იმართება წრიული სისტემით და საპრიზო ფონდი შეადგენს 25 000 ლარს. ტურნირში მონაწილეობს 10 მოჭადრაკე: ლელა ჯავახიშვილი (IM, 2477), ნინო ბაციაშვილი (GM, 2453), მერი არაბიძე (IM, 2448), სალომე მელია (IM, 2368), სოფიო გვეტაძე (IM, 2306), მაკა ფურცელაძე (IM, 2287), ალექსანდრა ვახანია (WIM, 2135), თამარ ესაძე (1982), ელენე წოწონავა (WFM, 1915), დიანა ლომაია (WFM, 1846).

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.   პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია

გიორგი წულაია საქართველოს ჩემპიონია (04.06.2022)

 

 4 ივნისს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 12 და 8 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი გაიმართა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. 8 წლამდე ჭაბუკთა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა და 8 ქულით საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა გიორგი წულაიამ. ჩემპიონატზე მონაწილეობდა საქართველოს ყველა რეგიონის 140 მოჭადრაკე, მათ შორის ჩვენი კლუბის 9 მოჭადრაკე. გაგა გვასალია, იზოლდა ლიპარტია, ნინო ლიპარტია, მარიამ კვირკვაია, ანასტასია კვირკვაია, გიორგი წულაია, გიორგი ლიპარტია, ლუკა ხარაიშვილი, თომა რაზმაძე. ჩემპიონატზე I-II ადგილებზე გასული მოჭადრაკეებმა მოიპოვეს მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების საგზურები.

იხილეთ: ტექნიკური შედეგებიპარტიების ონლაინ ტრანსლიაცია

საკვალიფიკაციო ტურნირები (21.05.2022)

 

  21 - 22 მაისს ფოთის საჭადრაკო კლუბში იმართება საკვალიფიკაციო ტურნირები V და IV თანრიგებზე. ტურნირში მონაწილეობენ ოზურგეთის, აბაშის, სენაკის და ფოთის 80-მდე მოჭადრაკე. ტურნირები ტარდება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად შემდეგი დროის კონტროლით: თითოეულ მონაწილეს 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით. I-III ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და მედლებით, I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ასევე გადაეცემათ თასი.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

საქართველოს ჩემპიონატი 16 და 10 წლამდე (06.05.2022)

 

 6 - 14 მაისს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში იმართება საქართველოს ჩემპიონატი 16 და 10 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. ჩემპიონატზე მონაწილეობს საქართველოს ყველა რეგიონის 150 მოჭადრაკე, მათ შორის ჩვენი კლუბის 8 მოჭადრაკე. ალექსანდრე თარგამაძე, გიორგი წულაია, თამაზ ხიზანეიშვილი, ნინო ლიპარტია, ელენე ჯობავა, თეიმურაზ კვიკვინია, ანა სანიკიძე, ლიზი ფოჩხუა. ჩემპიონატზე I-II ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების საგზურებს.

იხილეთ: ტექნიკური შედეგებიპარტიების ონლაინ ტრანსლიაცია

ფოთის გრან-პრის II ეტაპი (05.05.2022)

 

  5 - 8 მაისს იმართება ფოთის გრან-პრის გათამაშების მეორე ეტაპის პირველი ლიგის ტურნირები  14, 10 და 8 წლამდე მოჭადრაკეთა შორის. პირველი ლიგის ტურნირები ტარდება შვეიცარიული სისტემით და მონაწილებს 56 ფოთელი მოჭადრაკე.  საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან დიპლომებით. 14 და 10 წლამდე მოზარდთა ტურნირებში I-II ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ გრან-პრის მე-3 ეტაპის უმაღლესი ლიგის საგზურებს, ხოლო 8 წლამდე მოჭადრაკეთა ტურნირში კი I-III ადგილებზე გასულები გადაინაცვლებენ უმაღლეს ლიგაში. ფოთის გრან-პრის გათამაშების მიზანია მოჭადრაკეების კვალიფიკაციის ამაღლება და 2022 წლის ფოთის საუკეთესო მოჭადრაკეების გამოვლენა 14, 10 და 8 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი (27.04.2022)

 

  27 - 30 აპრილს ზუგდიდის საჭადრაკო სკოლაში იმართება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი 10 და 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, ხობის, მესტიის 45 მოჭადრაკე. ტურნირები ტარდება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად შემდეგი დროის კონტროლით: თითოეულ მონაწილეს 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. I-III ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და მედლებით, I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ასევე გადაეცემათ თასი.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

ევროპის სასკოლო ჩემპიონატი (20.04.2022)

 

 20 - 30 აპრილს საბერძნეთის კუნძულ როდოსზე იმართება ევროპის სასკოლო ჩემპიონატი 7 - 17 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატზე მონაწილეობს 23 ქვეყნის 200-მდე მოჭადრაკე. საქართველოს ჩემპიონატზე ასპარეზობს 12 მოჭადრაკე, მათ შორის ფოთის საჭადრაკო კლუბის მოსწავლე გაგა გვასალია. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.

იხილეთ: ტექნიკური შედეგებიპარტიების ონლაინ ტრანსლიაცია

საკვალიფიკაციო ტურნირები (16.04.2022)

 

  16 - 17 აპრილს ფოთის საჭადრაკო კლუბში იმართება საკვალიფიკაციო ტურნირები V და IV თანრიგებზე. ტურნირში მონაწილეობენ ოზურგეთის, აბაშის, სენაკის და ფოთის 75-მდე მოჭადრაკე. ტურნირები ტარდება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად შემდეგი დროის კონტროლით: თითოეულ მონაწილეს 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით. I-III ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და მედლებით, I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ასევე გადაეცემათ თასი.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

საქართველოს ჩემპიონატი 18 და 14 წლამდე (09.04.2022)

 

 10 - 18 აპრილს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში იმართება საქართველოს ჩემპიონატი 18 და 14 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად და დაითვლება ფიდეს რეიტინგი. ჩემპიონატზე მონაწილეობს საქართველოს ყველა რეგიონის 90-მდე მოჭადრაკე, მათ შორის ჩვენი კლუბის 4 მოჭადრაკე. აკაკი ყალიჩავა, ელენე წოწონავა, დიანა ლომაია და კახაბერ კიზირია. ჩემპიონატზე I-II ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების საგზურებს.

იხილეთ: ტექნიკური შედეგებიპარტიების ონლაინ ტრანსლიაცია

ფოთის გრან-პრის II ეტაპი (08.04.2022)

 

  8 - 12 აპრილს იმართება ფოთის გრან-პრის გათამაშების მეორე ეტაპის უმაღლესი ლიგის ტურნირები  14, 10 და 8 წლამდე მოჭადრაკეთა შორის. უმაღლესი ლიგის ტურნირები ტარდება წრიული სისტემით და მონაწილებს პირველი ეტაპის ტურნირებიდან შერჩეული 22 მოჭადრაკე.  ფოთის გრან-პრის გათამაშების მიზანია მოჭადრაკეების კვალიფიკაციის ამაღლება და 2022 წლის ფოთის საუკეთესო მოჭადრაკეების გამოვლენა 14, 10 და 8 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის. გრან-პრის მეორე ეტაპის პირველი ლიგის ტურნირები გაიმართება აპრილის ბოლოს.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

საქართველოს ჩემპიონატი რეიტინგ კატეგორიებში (25.03.2022)

 

  24 - 31 მარტს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში იმართება საქართველოს ჩემპიონატი 2200, 1800 და 1400 რეიტინგ კატეგორიებში. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად და დაითვლება ფიდეს რეიტინგი. ჩემპიონატის საპრიზო ფონდია 3000 ლარი. ჩემპიონატში მონაწილეობს 140-ზე მეტი მოჭადრაკე, მათ შორის 3 ფოთელი მოჭადრაკე. აკაკი ყალიჩავა, ელენე წოწონავა და დიანა ლომაია.

იხილეთ: ტექნიკური შედეგებიპარტიების ონლაინ ტრანსლიაცია

ოთარ ხომერიკის XIX მემორიალი (25.03.2021)

 

   25 - 30 მარტს ფოთის საჭადრაკო კლუბში იმართება  ფოთის სპორტკომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მწვრთნელის ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი XIX ტურნირი ჭადრაკში 9 და 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, ასევე ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში. მემორიალში მონაწილეობას მიიღებს 100-მდე მოჭადრაკე. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით. პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ასევე გადაეცემათ თასები. 

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

საკვალიფიკაციო ტურნირები (18.03.2022)

 

  19 - 20 მარტს ფოთის საჭადრაკო კლუბში იმართება საკვალიფიკაციო ტურნირები V და IV თანრიგებზე. ტურნირში მონაწილეობენ ოზურგეთის, ლანჩხუთის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს და ფოთის 70-მდე მოჭადრაკე. ტურნირები ტარდება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად შემდეგი დროის კონტროლით: თითოეულ მონაწილეს 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით. I-III ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და მედლებით, I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ასევე გადაეცემათ თასი.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

საქართველოს გრან-პრი (10.03.2022)

 

15 - 17 მარტს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საქართველოს კადეტთა სასკოლო ჩემპიონატის სუპერფინალი, რომლის საპრიზო ფონდი შეადგენდა 8100 ლარს. 9 წლამდე ჭაბუკთა შორის წარმატებით იასპარეზა და III საპრიზო ადგილი დაიკავა გიორგი წულაიამ. ვულოცავთ მას ამ მნიშვნელოვან წარმატებას!

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.   პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია.

ფოთის გრანპრის 1-ლი ეტაპი (10.03.2022)

 

  10 მარტს განახლდა ფოთის გრანპრის გათამაშების პირველი ეტაპის ტურნირები 14, 10 და 8 წლამდე მოჭადრაკეთა შორის (ტურნირი შეწყდა იანვარში პანდემიის გამო), რომელშიც მონაწილეობდა 73 ფოთელი მოჭადრაკე. ფოთის გრანპრის გათამაშების მიზანია მოჭადრაკეების კვალიფიკაციის ამაღლება და 2022 წლის ფოთის საუკეთესო მოჭადრაკეების გამოვლენა 14, 10 და 8 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის. ტურნირი დასრულდა 12 მარტს.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

საქართველოს გრან-პრი (10.03.2022)

 

  5 - 8 მარტს გაიმართა საქართველოს კადეტთა სასკოლო ჩემპიონატის მეორე ეტაპის ტურნირი, საქართველოს გრან-პრი 9, 11 და 13 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. თითოეულ კატეგორიაში მონაწილეობდა 8 მოჭადრაკე და ტურნირი ტარდებოდა წრიული სისტემით 7 ტურად. საქართველოს გრან-პრის ტურნირზე მონაწილეობდა 3 ფოთელი მოჭადრაკე: გაგა გვასალია, გიორგი წულაია და გიორგი ლიპარტია. წარმატებით იასპარეზეს გაგა გვასალიამ და გიორგი წულაიამ, ორივე მათგანმა მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა და სუპერფინალის საგზური მოიპოვა. საქართველოს კადეტთა სასკოლო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენს 8100 ლარს.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.   პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია.

საქართველოს კადეტთა სასკოლო ჩემპიონატი (21.01.2022)

 

  21-25 თებერვალს იმართება საქართველოს კადეტთა სასკოლო ჩემპიონატმა 9, 11 და 13 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი იმართება 3 ეტაპად: საქართველოს ონლაინ თასი, საქართველოს ონლაინ გრან-პრი და საქართველოს სუპერფინალი. საქართველოს ონლაინ თასზე მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 180-მდე მოჭადრაკე. მათ შორის ფოთის საჭადრაკო კლუბის 24 მოსწავლე. 11 წლამდე ჭაბუკთა შორის მე-2 ადგილი დაიკავა გაგა გვასალიამ, ხოლო 9 წლამდე ჭაბუკთა შორის I-II ადგილები გაიყო გიორგი წულაიამ.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

ნანა იოსელიანის თასი (11.02.2022)

 

  10 - 11 თებერვალს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა ცნობილი ქართველი მოჭადრაკის ნანა იოსელიანის საიუბილეო თასი 9, 11 და 13 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირში მონაწილეობდნენ საქართველოს საუკეთესო მოჭადრაკეები. 11 წლამდე ჭაბუკთა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა და I ადგილი დაიკავა გაგა გვასალიამ, მან 7 შესაძლებლობიდან 6 ქულა აიღო. 9 წლამდე ჭაბუკთა შორის კი II - III ადგილები გაიყო და დამატებითი მაჩვენებლით III ადგილი ერგო გიორგი წულაიას.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

ფოთის გრანპრის 1-ლი ეტაპი (26.01.2022)

 

  26-30 იანვარს იმართება ფოთის გრანპრის გათამაშების პირველი ეტაპის ტურნირები 14, 10 და 8 წლამდე მოჭადრაკეთა შორის, რომელშიც მონაწილეობს 73 ფოთელი მოჭადრაკე. ფოთის გრანპრის გათამაშების მიზანია მოჭადრაკეების კვალიფიკაციის ამაღლება და 2022 წლის ფოთის საუკეთესო მოჭადრაკეების გამოვლენა 14, 10 და 8 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

სპორტული შეკრება ბორჯომში (12.01.2022)

 

  ფოთის საჭადრაკო სკოლის მოჭადრაკეები აკაკი ყალიჩავა, დიანა ლომაია და ელენე წოწონავა 10 დღიან საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებიან ქალაქ ბორჯომში. მიმდინარე წელს მათ უმნიშვნელოვანესი ტურნირები ელოდებათ წინ. მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატები. ჩვენი გოგონები ასევე მოსინჯავენ ძალებს საქართველოს ქალთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგაში, ევროპის ქალთა ჩემპიონატზე. შეეცდებიან საერთაშორისო ტიტულებისა და რეიტინგის გაუმჯობესებას. მსგავსი შეკრებები დიდად უწყობს ხელს სპორტული ოსტატობის ამაღლებას და შედეგების ზრდას.

საახალწლო ბლიც ტურნირი  (03.01.2022)

 

  3 იანვარს ფოთის საჭადრაკო კლუბში გაიმართა საახალწლო ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში. ტურნირში მონაწილეობდა ფიდეს რეიტინგის მქონე 12 ფოთელი მოჭადრაკე. ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენდა 150 ლარს. ღონისძიება ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 11 ტურად. თითოეულ მოჭადრაკეს პარტიის ბოლომდე ქონდა გამოყოფილი 3 წუთი, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.

 

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

საახალწლო საქალაქო ფესტივალი (30.12.2021)

 

  24-30 დეკემბერს ფოთში გაიმართა საქალაქო საახალწლო საჭადრაკო ფესტივალი. ტურნირში მონაწილეობდა 72 სხვადასხვა ასაკის მოჭადრაკე. ღია ტურნირში ქულათა მაქსიმუმით გაიმარჯვა კახაბერ კიზირიამ. მეორე ადგილს დაეუფლა გაგა გვასალია, ხოლო მე-3 ადგილს კი ალექსანდრე გარუჩავა. ღია ტურნირში გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ 8 წლამდე ასაკის ჭაბუკები და გოგონები. ჭაბუკთა შორის საუკეთესო შედეგები აჩვენეს გიორგი ლიპარტიამ, გიორგი წულაიამ და საბა ხეცურიანმა. ხოლო გოგონათა შორის კი ნია ქოიავამ, მართა ბასილაიამ და ანა კუპრეიშვილმა. 7 წლამდე დამწყებ მოჭადრაკეთა შორის პირველ ადგილს დაეუფლა ნინი ცხადაია, მეორე ადგილზე ბარბარე კალაძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ერგო გაბრიელ საჯაიას.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

საქართველოს ქალთა 79-ე ჩემპიონატი 1-ლი ლიგა  (22.12.2021)

 

  14-22 დეკემბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატების პირველი ლიგის ტურნირი. ქალთა შორის რწყინვალე შედეგი აჩვენა ელენე წოწონავამ. მან მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა და 60 პუნქტით გაიუმჯობესა ფიდეს რეიტინგი. ელენემ 9 შესაძლებლობიდან 6 ქულის აღება შეძლო და უკან ჩამოიტოვა გამოცდილი საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები. 16 წლის ელენე წოწონავა 2022 წლის საქართველოს ქალთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგაზე მონაწილეობის პირველი კანდიდატია.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

ვახტანგ ქარსელაძის მემორიალი (20.12.2021)

 

  14-20 დეკემბერს ბრწყინვალედ იასპარეზეს ფოთელმა მოჭადრაკეებმა ვახტანგ ქარსელაძის მემორიალზე - საქართველოს ონლაინ პირველობაზე მწვრთნელთა გუნდებს შორის. 14 წლამდე მოჭადრაკეთა შორის ფოთის საჭადრაკო კლუბის გუნდმა “ნანა” მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა 12 შესაძლებლობიდან 10 ქულით. 12 წლამდე მოჭადრაკეთა შორის ასევე მეორე საპრიზო ადგილს დაეუფლა ფოთის გუნდი “ბოჩიკა”. ასევე მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა ფოთის “ფაზისმა”10 წლამდე მოჭადრაკეთა შორის.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

ფიდეს ონლაინ სუპერფინალი  (24.12.2021)

 

  18 - 24 დეკემბერს აკაკი ყალიჩავა მონაწილეობას იღებდა ფიდეს ონლაინ სუპერ ფინალში 18 წლის ჭაბუკთა შორის. ტურნირი გაიმართა წრიული სისტემით და 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენდა 30 000 ევროს. 18 წლამდე ჭაბუკთა შორის მონაწილეობდა მსოფლიოს უძლიერესი 6 მოჭადრაკე. აკაკი საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა და ფულადი პრიზი, 200 ევრო ერგო.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

ევროპის სასკოლო ონლაინ ჩემპიონატი (12.12.2021)

 

  3-5 დეკემბერს გაიმართა ევროპის სასკოლო ონლაინ ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 10, 11, 13, 15 და 17 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობდა 18 ქვეყნის 300-ზე მეტი მოჭადრაკე. 17 წლამდე ჭაბუკთა შორის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა აკაკი ყალიჩავამ და მოიპოვა ფინალური ეტაპის საგზური, სადაც მასთან ერთად ასპარეზობდნენ დიანა ლომაია და ელენე წოწონავა. ფინალური ეტაპი გაიმართა 10-12 დეკემბერს, სადაც ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა აკაკი ყალიჩავამ, ხოლო ბრინჯაოს მედალს დაეუფლა დიანა ლომაია.

იხილეთ: ტექნიკური შედეგებიპარტიების ონლაინ ტრანსლიაცია:   ჭაბუკები,   გოგონები.

მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი  (10.12.2021)

 

  2 დეკემბერს დუბაიში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი მაგნუს კარლსენსა (2855, ნორვეგია) და იან ნეპომნიაშჩის (2782, რუსეთი) შორის. მატჩი შედგება 14 პარტიისგან თუმცა 11 პარტია საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებულის გამოსავლენად. კარლსენმა გაიმარჯვა 7,5 : 3,5 და შეინარჩუნა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. მატჩის საპრიზო ფონდი შეადგენდა 2 000 000 ევროს. საიდანაც გამარჯვებული მიიღებს 1 200 000 ევროს, ხოლო დამარცხებული კი 800 000 ევროს.

 

იხილეთ: ოფიციალური ვებ-გვერდი.   LIVE

ჯემალ თოფურიას XI მემორიალი (02.12.2021)

 

  25 - 30 ნოემბერს ფოთის საჭადრაკო კლუბში გაიმართა ჯემალ თოფურიას XI მემორიალი, რომელშიც მონაწილეობდა 70-მდე ფოთელი მოჭადრაკე. ღია ტურნირთან ერთად ჩატარდა ტურნირები 9 და 7 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, ასევე ბლიც ტურნირი. ყველა ტურნირი გაიმართა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მედლებითა და დიპლომებით, პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ასევე გადაეცათ თასები.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

საქართველოს ჩემპიონატი U20  (02.12.2021)

დიანა ლომაიას გამარჯვებით დასრულდა 2 დეკემბერს ქ. თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 60-მდე მოჭადრაკე. ტურნირში ასპარეზობდნენ და მიუხედავათ ასაკისა (16 წლის) ფიდეს რეიტინგით ჩემპიონატის ფავორიტები იყვნენ აკაკი ყალიჩავა, დიანა ლომაია და ელენე წოწონავა. ჩემპიონატი გაიმართა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. პირველ ადგილზე გასული ჭაბუკმა და გოგონამ მოიპოვეს 2022 წლის საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატების საგზური.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.                   LIVE

ბუხუტი გურგენიძის მემორიალი (04.11.2021)

 

  თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში 4 - 10 ნოემბერს გაიმართა ბუხუტი გურგენიძის მემორიალმა 12, 10 და 8 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 80-მდე მოჭადრაკე. 10 წლამდე ჭაბუკთა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა გაგა გვასალიამ და 7 შესაძლებლობიდან 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები,             პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია:   ჭაბუკები,   გოგონები.

ფიდეს ონლაინ გრანპრი  (01.11.2021)

1 - 8 ნოემბერს იმართება ფიდეს ონლაინ გრანპრის სერიის პირველი ეტაპის ტურნირი 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირში ასპარეზობენ ონლაინ მსოფლიოს თასისა და სხვა ტურნირებიდან შერჩეული მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეები. გრანპრის პირველი ეტაპი იმართება წრიული სისტემით. საქართველოდან გრანპრიზე ითამაშებს 6 მოჭადრაკე, მათ შორის ჩვენი კლუბის მოჭადრაკეები დიანა ლომაია და აკაკი ყალიჩავა. 

იხილეთ: ტექნიკური შედეგები. LIVE:     ჭაბუკები        გოგონები

ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი (13.10.2021)

 

  15 - 21 ოქტომბერს იმართება ევროპის ჩემპიონატი 8, 10, 12, 14, 16, 18 და 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს 32 ქვეყნის 1000-მდე მოჭადრაკე. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო წარმოდგენილი იქნება 42 მოჭადრაკით. მათ შორისაა ფოთის საჭადრაკო კლუბის 4 მოჭადრაკე: დიანა ლომაია, ელენე წოწონავა, აკაკი ყალიჩავა და კახაბერ კიზირია. ჩემპიონატი ტარდება ჰიბრიდული სისტემით, მოჭადრაკეები ითამაშებენ თბილისის ჭადრაკის სასახლიდან და ქუთაისის საჭადრაკო სკოლიდან. პარტიები გათამაშდება ონლაინ პლატფორმა tornelo.com - ზე. ტურნირი ტარდება შვეიცარიული სისტემით და დაითვლება ფიდეს რეიტინგი

იხილეთ: ტექნიკური შედეგები,             პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია:   ჭაბუკები,   გოგონები.

ფიდეს ონლაინ მსოფლიო თასი  (31.07.2021)

 

  1-30 აგვისტოს იმართება ფიდეს ონლაინ მსოფლიო თასის გათამაშება სწრაფ ჭადრაკში 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. მსოფლიო თასზე იასპარეზებს ფოთის საჭადრაკო კლუბის 7 მოჭადრაკე: დიანა ლომაია, ელენე წოწონავა, აკაკი ყალიჩავა, კახაბერ კიზირია, გაგა გვასალია, ნია ჭითანავა და სალომე ლემონჯავა. მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 10 ტურად, ხოლო ფინალური ეტაპი კი ნოკაუტ სისტემით.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები. LIVE: U10B & U18G, U12B & U16G, U14B & U14G, U16B & U12G, U18B & U10G.

ფიდეს ონლაინ მსოფლიო თასის შესარჩევი (07.07.2021)

 

  2-3 და 5-6 ივლისს ფოთის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა რაპიდში ფიდეს ონლაინ თასის შესარჩევი ტურნირი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირში მონაწილეობდა ფოთის, ზუგდიდის, ხობის და სენაკის 50-მდე მოჭადრაკე. ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. პირველ ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა მოიპოვეს რაპიდში ფიდეს ონლაინ თასის საგზურები. I-III ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცათ დიპლომები და მედლები.

იხილეთ ტექნიკური შედეგები: 10 წლამდე 12 წლამდე.

საქალაქო საჭადრაკო ფესტივალი  (19.06.2021)

 

  19-25 ივნისს ფოთის საჭადრაკო კლუბში იმართება საქალაქო საჭადრაკო ფესტივალი "ზაფხული-2021". ფესტივალის პროგრამით ტარდება 3 სხვადასხვა ტურნირი: ღია ტურნირი, 10 და 8 წლამდე მოჭადრაკეთა შორის. ფესტივალში მონაწილეობს 65-მდე ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლე. ტურნირები იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. I-III ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და მედლებით, I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ასევე გადაეცემათ თასები.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატი (13.06.2021)

 

  13-22 ივნისს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში იმართება საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ტურნირი. ჩემპიონატი ტარდება წრიული სისტემით და საპრიზო ფონდი შეადგენს 25 000 ლარს. ჩემპიონატის მონაწილეთა სია: ნინო ბაციაშვილი (ს/დ 2491), ლელა ჯავახიშვილი (ს/დ 2473), ბელა ხოტენაშვილი (ს/დ 2463), მერი არაბიძე (ს/დ 2432), სოფიო გვეტაძე (ს/დ 2309), ინგა ხურცილავა (ს/დ 2231), ალექსანდრა ვახანია (ს/ო 2161), დიანა ლომაია (ფ/ო 2068), ნია დონღვანი (1902), ელენე წოწონავა (ფ/ო 1885).

იხილეთ: ტექნიკური შედეგებიLIVE

საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი 10 და 16 წლამდე  (12.06.2021)

 

  3 -11 ივნისს გაიმართა საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი 10 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 180-მდე მოჭადრაკე. მათ შორის ფოთის საჭადრაკო კლუბის 19 მოსწავლე. 16 წლამდე ჭაბუკთა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 13 წლის კახაბერ კიზირიამ. ჩემპიონატი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა tornelo.com -ზე. ჩემპიონატში I ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა მოიპოვეს რაპიდში ფიდეს ონლაინ თასის გათამაშებაში მონაწილეობის უფლებას, ხოლო II ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა კი ევროპის ონლაინ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება.  I-III ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცემათ ელექტრონული დიპლომები და ფასიანი ვაუჩერები.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.    LIVE.

აკაკი ყალიჩავა 18 წლამდე საქართველოს ჩემპიონია! (17.05.2021)

 

  7-15 მაისს გაიმართა საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი 14 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა tornelo.com -ზე. ჩემპიონატში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 106-მდე მოჭადრაკე, მათ შორის ფოთის საჭადრაკო კლუბის 9 მოსწავლე: აკაკი ყალიჩავა, დიანა ლომაია, ელენე წოწონავა, თეიმურაზ კვიკვინია, კახაბერ კიზირია, ანა სანიკიძე, ლუკა წურწუმია, გაგა გვასალია, დემეტრე კაკულია. 18 წლამდე ჭაბუკთა შორის 8 ქულით საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა აკაკი ყალიჩავამ. ხოლო 18 წლამდე გოგონათა შორის კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა დიანა ლომაია. ჩემპიონატში I ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვეს რაპიდში ფიდეს ონლაინ თასის გათამაშებაში მონაწილეობის უფლებას, ხოლო II ადგილზე გასული მოჭადრაკეებმა კი ევროპის ონლაინ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება.  I-III ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცათ ელექტრონული დიპლომები და ფასიანი ვაუჩერები.

იხილეთ: ტექნიკური შედეგებიLIVE

საქართველოს ვაჟთა მე-80 ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა (20.03.2021)

 

  20-29 აპრილს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმარეთება საქართველოს ვაჟთა მე-80 ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა. ჩემპიონატი ტარდება წრიული სისტემით და მონაწილეობს 10 მოჭადრაკე: მერაბ გაგუნაშვილი (ს/დ 2584), ლუკა პაიჭაძე (ს/დ 2564), ლევან ფანცულაია (ს/დ  2553), კონსტანტინე შანავა (ს/დ  2504), გიგა ყუფარაძე (ს/დ  2463), ნიკოლოზ კაჭარავა (ს/ო  2443), შოთა აზალაძე (ს/ო  2439), მერი არაბიძე (ს/ო  2437), ნიკოლოზ პეტრიაშვილი (ს/ო  2425), ნოდარ ლორთქიფანიძე (ს/ო  2416). ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენს 25000 ლარს.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.    LIVE.

საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი 8 და 12 წლამდე (19.04.2021)

 

  20 - 28 აპრილს გაიმართება საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი 8 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი ტარდება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა tornelo.com -ზე. ჩემპიონატში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 180-მდე მოჭადრაკე, მათ შორის ფოთის საჭადრაკო კლუბის 17 მოსწავლე. ჩემპიონატში I ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ რაპიდში ფიდეს ონლაინ თასის გათამაშებაში მონაწილეობის უფლებას, ხოლო II ადგილზე გასული მოჭადრაკეები კი ევროპის ონლაინ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას.  I-III ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცემათ ელექტრონული დიპლომები და ფასიანი ვაუჩერები.

იხილეთ: ტექნიკური შედეგებიLIVE

საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის 1-ლი ლიგა (28.03.2021)

 

   29 მარტს თბილისის ჭადრაკის სასახლეში სტარტს აიღებს საქართველოს ვაჟთა მე-80 ჩემპიონატის 1-ლი ლიგა. ტურნირში მონაწილეობს 50-მდე მოჭადრაკე. მათ შორის საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები. ტურნირში ასევე მონაწილეობს ფოთის საჭადრაკო კლუბის 4 მოჭადრაკე: აკაკი ყალიჩავა, დიანა ლომაია, ელენე წოწონავა და თეიმურაზ კვიკვინია. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად და დასრულდება 6 აპრილს. 1-3 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ სქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურებს.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.    LIVE.

საქართველოს ქალთა ჩემპიონატის 1-ლი ლიგა (18.03.2021)

 

  18-26 მარტს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში იმართება საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის 1-ლი ლიგა. ტურნირში მონაწილეობს 23 მოჭადრაკე, მათ შორის 5 საერთაშორისო დიდოსტატი და ოსტატი. ჩემპიონატში ასევე მონაწილეობას იღებენ ფოთის საჭადრაკო კლუბის მოსწავლეები, დიანა ლომაია და ელენე წოწონავა. 1-3 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ საქართველოს 78-ე ქალთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურებს.

იხილეთ: ტექნიკური შედეგებიLIVE

ოთარ ხომერიკის XVIII მემორიალი (17.03.2021)

 

   25 - 30 მარტს ფოთის საჭადრაკო კლუბში იმართება  ფოთის სპორტკომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მწვრთნელის ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი XVIII საქალაქო ტურნირი ჭადრაკში 9 და 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, ასევე ღია ტურნირი სწრაფ ჭადრაკში. მემორიალში მონაწილეობას მიიღებს 100-მდე ფოთელი მოჭადრაკე. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით. პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ასევე გადაეცემათ თასები. ჩემპიონატი ჩატარდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვით.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.    ფოტო.

საქართველოს ჩემპიონატი 9 და 13 წლამდე (12.03.2021)

 

  12-14 მარტს ტარდება საქართველოს სასკოლო ონლაინ ჩემპიონატი 9 და 13 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი ტარდება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. შეჯიბრში მონაწილეობს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 113 მოჭადრაკე. მათ შორის ფოთის საჭადრაკო კლუბის 12 მოსწავლე: კახაბერ კიზირია, ლუკა წურწუმია, დემეტრე კაკულია, გაგა გვასალია, გიორგი ფხაკაძე, ანა სანიკიძე, ნია ჭითანავა, სალომე ლემონჯავა, იაკობ რატიანი, ალექსანდრე თარგამაძე, ელენე ჯობავა.

იხილეთ: ტექნიკური შედეგებიLIVE

ფოთის საქალაქო ჩემპიონატი U9 & 13 (03.03.2021)

 

   3 - 7 მარტს საჭადრაკო კლუბ "ნანა" - ს სატურნირო დარბაზში იმართება ფოთის ჩემპიონატი 9 და 13 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს 45 ფოთელი მოჭადრაკე. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით. პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ასევე გადაეცემათ თასები. ჩემპიონატი იმართება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვით.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.    ფოტო.

საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი  (26.02.2021)

 

  26-28 თებერვალს იმართება საქართველოს სასკოლო ონლაინ ჩემპიონატი 11 და 15 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი ტარდება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. შეჯიბრში მონაწილეობს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 101 მოჭადრაკე. მათ შორის ფოთის საჭადრაკო კლუბის 12 მოსწავლე: თეიმურაზ კვიკვინია, კახაბერ კიზირია, ლუკა წურწუმია, გიორგი სიჭინავა, დემეტრე კაკულია, გაგა გვასალია, გიორგი ფხაკაძე, ანა სანიკიძე, ლიზი ფოჩხუა, სალომე ლემონჯავა, მარიამ კვირკვაია, ანასტასია კვირკვაია.

იხილეთ: ტექნიკური შედეგებიLIVE

ფოთის საქალაქო ჩემპიონატი (10.02.2021)

 

   10-16 თებერვალს საჭადრაკო კლუბ "ნანა" - ს სატურნირო დარბაზში იმართება ფოთის ჩემპიონატი 7, 11 და 15 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს 50 ფოთელი მოჭადრაკე. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით. პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ასევე გადაეცემათ თასები. ჩემპიონატი იმართება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვით.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.    ფოტო.

ვეიკ-ან-ზეეს სუპერ ტურნირი  (16.01.2021)

 

  16-31 იანვარს ჰოლანდიაში ტარდება 2021 წლის პირველი უძლიერესი ტრადიციული 83-ე ვეიკ-ან-ზეეს ტურნირი - "Tata Steel Chess", რომელიც ტარდება 1938 წლიდან. ტურნირში მონაწილეობს მსოფლიოს უძლიერესი 14 მოჭადრაკე: მაგნუს კარლსენი, ფაბიანო კარუანა, ვაშიე ლაგრავე, ანიშ გირი და სხვები. ტურნირი იმართება წრიული სისტემით 13 ტურად.

იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდიLIVE

ფედერაციის თასი (26.12.2020) 

 

   26-28 დეკემბერს გაიმართა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასის ონლაინ გათამაშება 8, 10 და 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირები დახურული ტიპის იყო და მასში მონაწილეობდა თითოეულ ასაკში საქართველოს საუკეთესო 10-10 მოჭადრაკე. თასის გათამაშებაზე ფოთის საჭადრაკო კლუბი წარმოდგენილი იყო 4 მოჭადრაკით: კახაბერ კიზირია, დემეტრე კაკულია, ანა სანიკიძე, გაგა გვასალია. 12 წლის ჭაბუკთა შორის წარმატებით იასპარეზა კახაბერ კიზირიამ. მან 9 შესაძლებლობიდან 7,5 ქულით მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავა.
იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

ფოთის საახალწლო ფესტივალი (26.12.2020)

 

   26-28 დეკემბერს ტარდება ფოთის საქალაქო საახალწლო საჭადრაკო ფესტივალის ონლაინ ტურნირები. ფესტივალში მონაწილეობს 8 და 10 წლამდე, ასევე უფროსი ასაკის 40-მდე ფოთის საჭადრაკო კლუბის მოსწავლე. ტურნირები იმართება საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა chess.com - ზე. 8 წლამდე მოჭადრაკეთა ტურნირი ტარდება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. ხოლო 10 წლამდე მოჭადრაკეთა და ღია ტურნირი იმართება წრიული სისტემით.

იხილეთ ტექნიკური შედეგები.

მსოფლიოს ახალგაზრდული ონლაინ ჩემპიონატი (10.12.2020)

 

   7-9 დეკემბერს ჩატარდა მსოფლიოს ახალგაზრდული ონლაინ ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირი 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდა ევროპის 45 ქვეყნის 700-მდე მოჭადრაკეთა და გაიმართა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებს წარმოადგენდა 3 ფოთელი მოჭადრაკე: აკაკი ყალიჩავა, დიანა ლომაია და ელენე წოწონავა. 4-4 ქულით 14 და 15 ადგილები დაიკავეს ელენე წოწონავამ და დიანა ლომაიამ. ფიდეს რეიტინგით ელენე 32-ე ნომრად იყო განთესილი, ხოლო დიანა კი 25-ე ნომრად. ასევე 4 ქულით 22-ე ადგილი დაიკავა აკაკი ყალიჩავამ, რეიტინგით ის 52-ე ნომრად იყო განთესილი.
იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი რაპიდსა და ბლიცში U10 (07.12.2020)

 

   2-6 დეკემბერს გაიმართა საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი 10 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში. ჩემპიონატში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 70-მდე მოჭადრაკემ, მათ შორის 4 ფოთის საჭადრაკო კლუბის მოსწავლემ: გაგა გვასალია, დემეტრე კაკულია, ელენე ჯობავა, სალომე ლემონჯავა.

იხილეთ ტექნიკური შედეგები: სწრაფ ჭადრაკში ელვისებურ ჭადრაკში.

ელენე წოწონავა საქართველოს ჩემპიონია (30.10.2020)

 

   25-29 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი 18 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. 18 წლამდე გოგონათა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა და ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე გაინაღდა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ელენე წოწონავამ. მან 9 შესაძლებლობიდან 7,5 ქულა აიღო და 1,5 ქულით გაუსწრო უახლოეს მდევარს.
იხილეთ: ტექნიკური შედეგები.  ფოტო.

აკაკი ყალიჩავამ და დიანა ლომაიამ საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვეს (13.10.2020)

 

   3-12 ოქტომბერს ქ. თბილისში გამართული საქართველოს ჩემპიონატი 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ფოთელ მოჭადრაკეთა ტრიუმფით დასრულდა. ჭაბუკთა შორის ოქროს მედალი მოიპოვა აკაკი ყალიჩავამ, გოგონათა შორის კი ასევე ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა დიანა ლომაია. აკაკიმ 9 შესაძლებლობიდან 7 ქულის აღება შეძლო, ხოლო დიანამ კი 8 ქულა აიღო. თასებთან და მედლებთან ერთად მათ გადაეცათ ნოუთბუქები.

საქალაქო ფესტივალი "შემოდგომა-2020" (04.10.2020)

 

   4-10 ოქტომბერს ფოთის საჭადრაკო კლუბში ტარდება საქალაქო საჭადრაკო ფესტივალი "შემოდგომა-2020". ფესტივალის პროგრამით ტარდება 3 ტურნირი: ღია, 10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, 8 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ფესტივალში მონაწილეობს კლუბის 40 მოსწავლე. ფესტივალის ტურნირები ტარდება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. ყველა ტურნირში საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეების დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით, პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცემათ თასები.
იხილეთ: ტექნიკური შედეგები.  ფოტო.

საქართველოს ჩემპიონატი U 8 & 14 (03.09.2020)

 

   3-11 სექტემბერს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში იმართება საქართველოს ჩემპიონატი 8 და 14 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს საქართველოს ყველა რეგიონის 185-მდე მოჭადრაკე. მათ შორის ფოთის საჭადრაკო კლუბის 4 მოჭადრაკე: თეიმურაზ კვიკვინია, გაგა გვასალია, ფოჩხუა ლიზი და ანა სანიკიძე. ტურნირი ტარდება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ნოუთბუქებით და სხვა ფასიანი საჩუქრებით.

საქართველოს ჩემპიონატი U20 (05.08.2020)

 

   6-14 აგვისტოს ქ. თბილისში იმართება საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 70-მდე მოჭადრაკე, მათ შორის ფოთის საჭადრაკო კლუბის 3 მოსწავლე: ელენე წოწონავა, დიანა ლომაია და აკაკი ყალიჩავა. ტურნირი ტარდება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. პირველ ადგილზე გასული ჭაბუკი და გოგონა მოიპოვებს 2021 წლის საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატების უმაღლესი ლიგის საგზურებს.
იხილეთ: ტექნიკური შედეგები.   LIVE

საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატი (20.07.2020)

 

   კოვიდ-19 -ის პანდემიასთან დაკავშირებული ხანგძლივი შესვენების შემდეგ საქართველოში პირველი ოფიციალური ტურნირი გაიმართება. 20-30 ივლისს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდება საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენს 30 600 ლარს. პრიზები გადანაწილდება ათივე მოჭადრაკეზე. პირველ ადგილზე გასული 10 000 ლარს მიიღებს, ხოლო ბოლო მე-10 ადგილზე გასული კი 500 ლარს. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 10 უძლიერესი ქალი: 8 საერთაშორისო დიდოსტატი, 1 საერთაშორისო ოსტატი და 1 ფიდეს ოსტატი. მონაწილეთა შორისაა ჩვენი საჭადრაკო კლუბის მოსწავლე, ფიდეს ოსტატი - ელენე წოწონავა.

მონაწილეთა სია: ჯავახიშვილი ლელა, ს/დ, 2475. ხოტენაშვილი ბელა, ს/დ, 2458. ბაციაშვილი ნინო, ს/დ, 2457. არაბიძე მერი, ს/დ, 2428. მელია სალომე, ს/დ, 2370. ხუხაშვილი სოფიკო, ს/დ, 2339. ხომერიკი ნინო, ს/დ, 2319. გვეტაძე სოფიო, ს/დ, 2308. ვახანია ალექსანდრა, ს/ო, 2138. წოწონავა ელენე, ფ/ო, 2012.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.   LIVE

ჭადრაკის საერთაშორისო დღე (20.07.2020)

 

   ჭადრაკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფოთის საჭადრაკო კლუბის გვერდით მდებარე სკვერში, სხვადასხვა საჭადრაკო აქტივობები გაიმართა. დაჯილდოვდნენ ონლაინ ტურნირებში გამარჯვებული მოჭადრაკეები. ფოთის საქალაქო ფესტივალში საპრიზო ადგილები დაიკავეს: I აკაკი ყალიჩავა, II თეიმურაზ კვიკვინია, III ლიზი ფოჩხუა. 8 წლამდე მოჭადრაკეთა შორის: I ადგილი ალექსანდრე ჭავჭანიძე, II იაკობ რატიანი, III ალექსანდრე თარგამაძე. სწრაფ ჭადრაკში საჭადრაკო კლუბ ,,ნანა“-ს ონლაინ ჩემპიონატის უმაღლესი ლიგში: I აკაკი ყალიჩავა, II დიანა ლომაია, III ელენე წოწონავა. ჩემპიონატის პირველ ლიგაში: I კახაბერ კიზირია, II ანა სანიკიძე, III ლიზი ფოჩხუა. ონლაინ ჩემპიონატში 8 წლამდე მოჭადრაკეებს შორის: I იაკობ რატიანი, II ალექსანდრე ჭავჭანიძე, III ალექსანდრე თარგამაძე. გოგონათა შორის საუკეთესო შედეგი ელენე ჯობავამ აჩვენა. გამარჯვებულები სიგელებით მედლებით და თასებით დაჯილდოვდნენ.
ნორჩი მოჭადრაკეებისათვისთვის ერთდრულად თამაშის სეანსი ფოთელმა მოჭადრაკემ ფიდეს ოსტატმა გიორგი გამზარდიამ ჩაატარა.

ონლაინ ოლიმპიადის შესარჩევი (11.07.2020)

 

   ბრწყინვალე შედეგი აჩვენა დიანა ლომაიამ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში, რომელიც გაიმართა 9-10 ივლისს ონლაინ პლატფორმა chess.com-ზე 20 წლამდე გოგონათა შორის. ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით და მონაწილეობდა 20 წლამდე ასაკის საქართველოს საუკეთესო 8 გოგონა. 15 წლის დიანამ დაუმარცხებლად იასპარეზა და 7 შესაძლებლობიდან 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მან ამ გამარჯვებით მოიპოვა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 20 წლამდელთა დაფაზე. 19-23 აგვისტოს საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს: ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია, ნანა ძაგნიძე, მერი არაბიძე, ნიკოლოზ პეტრიაშვილი, დიანა ლომაია.

სათადარიგოთა შორის იქნებიან: გიგა ყუფარაძე, ლუკა პაიჭაძე, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, ნიკოლოზ კაჭარავა და ლილე ქორიძე.

იხილეთ ტექნიკური შედეგები.

ბოკუჩავას თასი (11.02.2020)

 

  10-17 თებერვალს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში იმართება ალექსანდრე ბოკუჩავას თასის გათამაშება 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 40 მოჭადრაკე. მათ შორის ფოთის საჭადრაკო კლუბის 4 მოსწავლე: ელენე წოწონავა, დიანა ლომაია, აკაკი ყალიჩავა და თეიმურაზ კვიკვინია. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. პირველ ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ  საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრებ გუნდის შემადგენლობაში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლებას (აზერბაიჯანი, 2-12 ოქტომბერი).

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.   პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი (06.02.2020)

 

  6-9 თებერვალს ფოთის საჭადრაკო კლუბის სატურნირო დარბაზში იმართება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატის ორგანიზატორებია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაცია და ფოთის მუნიციპალიტეტის საჭადრაკო კლუბი "ნანა". ჩემპიონატში მონაწილეობს ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, ხობის და ჩხოროწყუს 70-მდე მოჭადრაკე.
საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ შესაბამისი ასაკის საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურებს, ისინი ასევე დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებითა და დიპლომებით.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.   პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია.

საქართველოს ვაჟთა 79-ე ჩემპიონატი (29.01.2020)

 

  29 იანვარს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს ვაჟთა 79-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგამ. ჩემპიონატში მონაწილეობს საქართველოს 16 უძლიერესი ვაჟი და იმართება ოლიმპიური სისტემით. ტურნირში 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ ევროპის ვაჟთა ჩემპიონატის საგზურს. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენს 29500 ლარს. ჩემპიონატი 9 თებერვალს დასრულდება.

იხილეთპარტიების ონლაინ ტრანსლიაცია. ვიდეო ტრანსლიაცია.

ფოთის გრან-პრის გათამაშება (29.01.2020)

 

  29 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით ფოთის საჭადრაკო კლუბში ტარდება 8 და 10 წლის მოჭადრაკეთა შორის ფოთის გრან-პრის გათამაშების I ეტაპი. ტურნირი დაყოფილია უმაღლეს და პირველ ლიგებად. უმაღლესი ლიგის ტურნირები იმართება წრიული სისტემით, ხოლო პირველი ლიგის ტურნირები კი შვეიცარიული სისტემით. წლის განმავლობაში გაიმართება გათამაშების 6-8 ეტაპი, რომლის მეშვეობით შეირჩევა ამ ასაკებში საუკეთესო მოჭადრაკეები. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და საჩუქრებით.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები

საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი (20.01.2020)

 

  20-28 იანვარს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის ჭადრაკის სასახლეში იმართება საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი 13, 11, 9 და 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს საქართველოს ყველა რეგიონის 240-მდე მოჭადრაკე. მათ შორის ფოთის საჭადრაკო კლუბის 8 მოსწავლე: კახაბერ კიზირია, ანა სანიკიძე, გიორგი კვარაცხელია, ლუკა წურწუმია, გაგა გვასალია, ალექსანდრე ჭავჭანიძე, ნია ჭითანავა, სალომე ლემონჯავა. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. ყველა ასაკში პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზურს.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.  LIVE

ელენე წოწონავა ჩეხეთში ასპარეზობს (10.01.2020)

 

  10 იანვარს ჩეხეთის დედაქალაქში სტარტი აიღო პრაღის ღია საერთაშორისო ტურნირმა, რომელშიც მონაწილეობს 35 ქვეყნის 254 მოჭადრაკე. მათ შორის 50-მდე სხვადასხვა საერთაშორისო წოდების მქონე. ტურნირში ასევე ასპარეზობს ფოთის საჭადრაკო კლუბის მოსწავლე - ელენე წოწონავა. ხოლო უკვე 18 იანვრიდან ელენე მონაწილეობას მიიღებს მარიენბედის საერთაშორისო ტურნირში. ორივე ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად იმართება.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.  LIVE

საახალწლო საჭადრაკო ფესტივალი (26.12.2019)

 

  26-29 დეკემბერს ფოთში იმართება საახალწლო საჭადრაკო ფესტივალი სწრაფ ჭადრაკში სხვადასხვა ასაკის მოჭადრაკეთა შორის. ფესტივალში მონაწილეობს 100-მდე მოჭადრაკე. ფესტივალის ტურნირები იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. ფესტივალის ყველა ტურნირში საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით. ფესტივალის საზეიმო დახურვა ჩატარდება 30 დეკემბერს 17:00 საათზე. ამავე დროს გაიმართება ფოთის წლის საუკეთესო მოჭადრაკეთა დაჯილდოვების ცერემონია.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

საჭადრაკო ფესტივალი "ხონი - 2019" (22.12.2019)

  22 დეკემბერს ფოთის საჭადრაკო კლუბი "ნანა"-ს მოჭადრაკებმა წარმატებით იასპარეზეს ხონის რესპუბლიკურ ფესტივალზე. ტურნირში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 200-ზე მეტი მოჭადრაკე. 12 წლის ჭაბუკთა შორის კახაბერ კიზირიამ პირველი ადგილი დაიკავა 7 შესაძლებლობიდან 6,5 ქულით! 12 წლის გოგონათა შორის საუკეთესო იყო და ასევე პირველი ადგილი მოიპოვა ანა სანიკიძემ. მას ამავე ასაკის ჭაბუკთა შორის მესამე ადგილი ერგო. 10 წლის ჭაბუკთა შორის მეორე იყო გიორგი კვარაცხელია. ხოლო 8 წლის ჭაბუკთა შორის კი მესამე ადგილს დასჯერდა გაგა გვასალია.

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი (02.12.2019)

 

  ფოთის საჭადრაკო კლუბმა "ნანა" 17-20 დეკემბერს საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში იასპარეზა. ფოთელთა კლუბმა უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება საკლუბო ჩემპიონატის I ლიგაში მე-2 საპრიზო ადგილზე გასვლით მოიპოვა, სადაც ფოთის "ნანა" მხოლოდ ქუთაისის კლუბს ჩამორჩა და საქართველოს საუკეთესო 3 კლუბთან ერთად უმაღლეს ლიგაში მოხვდა.

ფოთის მუნიციპალიტეტის საჭადრაკო კლუბი "ნანა" საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ნახევარფინალურ მატჩში დამარცხდა თბილისის "ნტნ"-ის ძლიერ გუნდთან, ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი ქუთაისის კლუბთან დათმო შეხვედრა.

ჯემალ თოფურიას X მემორიალი (15.12.2019)

 

  ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-10 საჭადრაკო ფესტივალი საზეიმო ვითარებაში დაიხურა. ფესტივალის დახურვის ცერემონიალს ჯემალ თოფურიას ოჯახის წევრები, მეგობრები, მოჭადრაკეები და მათი გულშემატკივრები ესწრებოდნენ.ფესტივალი 3-დან 15 დეკემბრის ჩათვლით საჭადრაკო კლუბ ,,ნანა“- ში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებში 5 სხვადასხვა ტურნირი გაიმართა. მასში 400-მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ დასკვნით ბლიც-ტურნირში მონაწილეობდნენ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გუგა ყუფარაძე. ასევე საქართველოს მოქმედი და ექსჩემპიონები და პრიზიორები სხვადასხვა ასაკში, საერთაშორისო დიდოსტატები, საერთაშორისო ოსტატები და ფიდეს ოსტატები.
ფესტივალის სპონსორი წელსაც ტრადიციულად იყო ფირმა ,,კავტრექს ფოთი“ ,ორგანიზაცია , რომლსაც წლების მანძილზე ჯემალ თოფურია ხელმძღვანელობდა. გამარჯვებული მოჭადრაკეები თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ:  ტექნიკური შედეგები.  ფესტივალის დახურვის ფოტო.

საქართველოს ქალთა და ვაჟთა 1-ლი ლიგა (02.12.2019)

 

  2-10 დეკემბერს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში იმართება საქართველოს ქალთა და ვაჟთა ჩემპიონატების 1-ლი ლიგის ტურნირები. ტურნირში მონაწილეობს 21 ქალი და 29 ვაჟი მოჭადრაკე. მათ შორის ფოთის საჭადრაკო კლუბი "ნანა"-ს მოჭადრაკეები: ელენე წოწონავა, დიანა ლომაია და აკაკი ყალიჩავა. ქალთა ტურნირში 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურს, ხოლო ვაჟთა ტურნირში კი 1-5 ადგილზე გასული მოჭადრაკეები იაპარეზებენ უმაღლეს ლიგაში.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.   LIVE

საკვალიფიკაციო ტურნირი (17.11.2019)

 

  16-17 ნოემბერს ფოთში გაიმართა საკვალიფიკაციო ტურნირები III, IV და V თანრიგებზე. ტურნირში მონაწილეობდა სამეგრელოსა და გურიის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების 100-მდე მოჭადრაკე. ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცათ მედლები და დიპლომები. პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეები დამატებით დაჯილდოვდნენ თასებით.

იხილეთ  ტექნიკური შედეგები.

ევროპის გუნდური ჩემპიონატი (24.10.2019)

 

  24 ოქტომბერს ბათუმში სტარტი აიღო ევროპის ვაჟთა და ქალთა გუნდურმა ჩემპიონატმა. ჩემპიონატში მონაწილეობს 40 ქვეყნის 72 გუნდი, მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდები. ქალთა ტურნირში საქართველო როგორც მასპინძელი ქვეყანა წარმოდგენილია 3 ნაკრები გუნდით. მე-3 ახალგარდულ ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობს დიანა ლომაია. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად და 2 ნოემბერს დასრულდება.

იხილეთ: ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი ტექნიკური შედეგები.   LIVE

საჭადრაკო ფესტივალი "შემოდგომა 2019" (24.10.2019)

  24- 30 ოქტომბერს ფოთის საჭადრაკო კლუბში იმართება საქალაქო საჭადრაკო ფესტივალი "შემოდგომა-2019". ფესტივალის პროგრამით ტარდება 4 სხვადასხვა ტურნირი: ღია ტურნირი ჭაბუკთა და გოგონათა შორის, ასევე 8 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. ყველა ტურნირში 1-3 ადგილებზე გასული მოჭადრაკები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით, ხოლო პირველ ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს ასევე გადაეცემათ თასები.

იხილეთ:  ტექნიკური შედეგები

მსოფლიოს იუნიორთა ჩემპიონატი (14.10.2019)

 

  15 ოქტომბერს ნიუ დელიში (ინდოეთი) სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი 20 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს 40-მდე ქვეყნის 200-მდე მოჭადრაკე. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად. ჩემპიონატში საქართველოდან მონაწილეობას იღებენ ელენე წოწონავა და ლუკა ლიჩელი. მსოფლიოს იუნიორთა ჩემპიონატი 25 ოქტომბერს დასრულდება.

იხილეთ: ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი ტექნიკური შედეგებიქართველ მოჭადრაკეთა შედეგებიLIVE

ანზორ მაჩიტიძის მემორიალი (14.10.2019)

  11-14 ოქტომბერს სამტრედიაში ჩატარდა ანზორ მაჩიტიძის მემორიალი-2019. ტურნირში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 130-მდე მოჭადრაკე. მემორიალის პროგრამით გაიმართა როგორც ასაკობრივი, ასევე ვაჟთა და ქალთა ტურნირები. ვაჟთა ტურნირში წარმატებით იასპარეზა 13 წლის თეიმურაზ კვიკვინიამ. მან უფროსი ასაკის ვაჟებთან პაექრობაში 7 შესაძლებლობიდან 5,5 ქულით მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა. 8 წლის ჭაბუკთა შორის კი მე-7 ადგილი ერგო გიორგი ფხაკაძეს.

იხილეთ:  ტექნიკური შედეგები

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი (12.10.2019)

 

  2-12 ოქტომბერს მუმბაიში (ინდოეთი) გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატი 14, 16 და 18 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდა 70-მდე ქვეყნის 462 მოჭადრაკე. მათ შორის 8 ქართველი მოჭადრაკე. ჩემპიონატი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 11 ტურად. ქართველი მოჭადრაკეებიდან მხოლოდ ნიკოლოზ კაჭარავამ შეძლო ათეულში მოხვედრა, დანარჩები კი ოცეულს მიღმა აღმოჩნდენ.

იხილეთ: ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი ტექნიკური შედეგები.   ქართველ მოჭადრაკეთა შედეგები.

ბავშვთა საჭადრაკო ტურნირი "მაია ჩიბურდანიძის თასი" (19.10.2019)

  1-9 ოქტომბერს ქუთაისში ტარდება ბავშვთა საჭადრაკო ტურნირი "მაია ჩიბურდანიძის თასი-2019". ტურნირში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 130 მოჭადრაკე. მათ შორის ფოთის საჭადრაკო კლუბის 12 მოსწავლე: ყალიჩავა აკაკი, კიზირია კახაბერ, სიჭინავა გიორგი, ფოჩხუა ლიზი, სოლომონია ნინო, სანიკიძე ანა, კვარაცხელია გიორგი, წურწუმია ლუკა, კაკულია დემეტრე, გვასალია გაგა, ფხაკაძე გიორგი, ჭითანავა ნია. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად და მისი საპრიზო ფონდი შეადგენს 20 000 ლარს.

იხილეთ:  ტექნიკური შედეგები

ნონა გაფრინდაშვილის თასი (21.09.2019)

 

  21-29 სექტემბერს თბილისში იმართება საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი "ნონა გაფრინდაშვილის თასი-2019". ტურნირში მონაწილეობს 13 ქვეყნის 230-მდე მოჭადრაკე და ტარდება 3 სხვადასხვა კატეგორიად. ტურნირში მონაწილეობს ფოთის საჭადრაკო კლუბის 7 მოჭადრაკე: აკაკი ყალიჩავა, ელენე წოწონავა, დიანა ლომაია, თეიმურაზ კვიკვინია, კახაბერ კიზირია, ლუკა წურწუმია და გაგა გვასალია. შეჯიბრში ასევე მონაწილეობს კიდევ ერთი ფოთელი მოჭადრაკე, ნიკა ღვამბერია. ღონისძიების საპრიზო ფონდი შეადგენს 50 000 ლარს.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.   LIVE

მაიას თასი (09.09.2019)

  5-8 სექტემბერს თბილისში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი სწრაფ ჭადრაკში - მაიას თასი. ქალთა ტურნირში, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ტიტულოვანი და უძლიერესი მოჭადრაკე ქალები, წარმატებით იასპარეზა ელენე წოწონავამ, მან 5 ქულის აღება შეძლო მხოლოდ საერთაშორისო დიდოსტატებს და ოსტატებს ჩამორჩა, რამოდენიმე მათგანი კი კიდევაც ჩამოიტოვა. ელენემ 2000-მდე რეიტინგ კატეგორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და ფულადი პრიზიც ერგო. 1800-მდე რეიტინგ კატეგორიაში ასევე საუკეთესო იყო დიანა ლომაია 4,5 ქულით. ვაჟთა ტურნირში იასპარეზა ლიზი ფოჩხუამ, მან ფიდეს რეიტინგი 41 პუნქტით გაიუმჯობესა. ამავე ტურნირში მონაწილეობდნენ აკაკი ყალიჩავა და გიორგი სიჭინავა. ღონისძიების საპრიზო ფონდი შეადგენს 25 000 ლარს.

იხილეთ:  ტექნიკური შედეგები

მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატი (20.08.2019)

 

  21 აგვისტოს ჩინეთში სტარტი აიღო მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატმა 8, 10 და 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს 60-მდე ქვეყნის 600-მდე მოჭადრაკე, მათ შორის 7 ქართველი. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად. ჩემპიონატი დასრულდება 1 სექტემბერს.

იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდი ტექნიკური შედეგებიქართველო მოჭადრაკეთა შედეგები.  LIVE

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი (31.07.2019)

  1-11 აგვისტოს ბრატისლავაში (სლოვაკეთი) იმართება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 8-18 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს 48 ქვეყნის 1500-მდე მოჭადრაკე, მათ შორის 23 ქართველი. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არიან საქართველოს ჩემპიონი 20 წლამდე გოგონათა შორის ელენე წოწონავა და საქართველოს ჩემპიონი 14 წლის გოგონათა შორის დიანა ლომაია. ფოთის საჭადრაკო კლუბის ორივე მოჭადრაკე 14 წლის გოგონათა შორის იასპარეზებენ.

იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდი ტექნიკური შედეგები,   ქართველო მოჭადრაკეთა შედეგები.  LIVE

ირაკლი ლოლუას მემორიალი (25.07.2019)

 

  22-24 ივლისს ფოთის საჭადრაკო კლუბში გაიმართა ირაკლი ლოლუას მემორიალი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში. ტურნირში მონაწილეობდა საქართველოს, უკრაინის და სომხეთის 30 მოჭადრაკე. ტექნიკური შედეგები:

სწრაფ ჭადრაკში: I - კატერინა დოლჟიკოვა, II - ელენე წოწონავა, III - აკაკი ყალიჩავა.  12 წლის მოჭადრაკეთა შორის: I - ლუკა წურწუმია, II - კახაბერ კიზირია, III - გიორგი ჭანტურია. ელვისებურ ჭადრაკში: I - დათო კოდუა, II - ნიკოლოზ ჩხაიძე, III - კატერინა დოლჟიკოვა. 12 წლის მოჭადრაკეთა შორის: I - კახაბერ კიზირია, II - ლუკა წურწუმია, III - გიორგი კვარაცხელია. გამარჯვებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით, დიპლომებით და ფულადი პრიზებით.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

ფოთის საერთაშორისო ფესტივალი (21.07.2019)

 

  ფოთის XIV საერთაშორისო ფესტივალში წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა მოჭადრაკეებმა. 10 წლის ჭაბუკთა შორის პირველი ადგილის მფლობელი გახდა გიორგი კვარაცხელია, 8 წლის ჭაბუკთა შორის ასევე პირველი ადგილი მოიპოვა გაგა გვასალიამ, 8 წლის გოგონათა შორის მე-2 ადგილი დაიკავა მარიკა ბართაიამ.

ღია B ტურნირში ბრწყინვალედ იასპარეზა აკაკი ყალიჩავამ. ის მთელი ტურნირის განმავლობა ლიდერთა შორის იყო საბოლოოდ მე-4 საპრიზო ადგილი დაიკავა საკმაოდ ძლიერ მოჭადრაკეებთან პაექრობაში. აკაკიმ 140 პუნქტით გაიუმჯობესა ფიდეს რეიტინგი!

10 წლის გოგონათა შორის მე-4 საპრიზო ადგილი ბარბარე კულუას ერგო, 8 წლის გოგონათა შორის მე-5 საპრიზო ადგილზე ნია ჭითანავა გავიდა.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

ფოთი საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

 

  13-20 ივლისს, ფოთი ტრადიციულად უმასპინძლებს XIV საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საჭადრაკო კლუბი "ნანა", ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია. ფესტივალის პროგრამით ტარდება 10 სხვადასხვა როგორც მოზარდთა ასევე ღია ტურნირები და მასში მონაწილეობას მიიღებს 15-მდე ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე. ფესტივალის საპრიზო ფონდი შეადგენს 45 000 ლარს.

იხილეთ ესტივალის ოფიციალური ვებგვერდი.

ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი (02.07.2019)

 

  2-10 ივლისს ბათუმში ტარდება საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ბათუმის მერიის თასი-2019". ფესტივალში მონაწილეობს 12 ქვეყნის 430-მდე მოჭადრაკე. მათ შორის ფოთის საჭადრაკო კლუბის 12 მოჭადრაკე: ყალიჩავა აკაკი, კვიკვინია თეიმურაზი, სოლომონია ნინო, კიზირია კახაბერი, სანიკიძე ანა, წურწუმია ლუკა, გარუჩავა ალექსანდრე, ხარშილაძე დავითი, კვარაცხელია გიორგი, გვასალია გაგა, კაკულია ანდრია, ბართაია მარიკა. ფესტივალი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად და მისი საპრიზო ფონდი შეადგენს 48 650 ლარს.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები LIVE

პრეტედენტთა ტურნირი (01.06.2019)

 

  31 მაისს ყაზანში (რუსეთი) სტარტი აიღო პრეტედენტთა ტურნირმა ქალთა შორის. ტურნირში მონაწილეობს მსოფლიოს უძლიერესი 8 ქალი: ვალენტინა გუნინა, ალექსანდრა კოსტენიუკი, ალექსანდრა გორიაჩკინა, კატერინა ლაჰნო, ნანა ძაგნიძე, მარია მუზიჩუკი, ანა მუზიჩუკი და ტან ჩჟუნი. ტურნირი იმართება წრიული სისტემით ორრ წრედ და მისი საპრიზო ფონდი შეადგენს 500 000 ევროს. ტურნირი დასრულდება 18 ივნისს და მასში გამარჯვებული მოჭადრაკე მოიპოვებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში თამაშის უფლებას.

იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდი ტექნიკური შედეგები.   LIVE

ევროპის სასკოლო ჩემპიონატი (01.06.2019)

 

  31 მაისს რუმინეთში სტარტი აიღო ევროპის სასკოლო ჩემპიონატმა 7-17 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს 20 ქვეყნის 300-მდე მოჭადრაკე, მათ შორის 12 ქართველი მოჭადრაკე. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად და დასრულდება 8 ივნისს. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებითა და დიპლომებით.

იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდი ტექნიკური შედეგები.   ქართველ მოჭადრაკეთა შედეგები.   LIVE

ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ბლიც ტურნირი (01.06.2019)

 

  1 ივნისს ფოთის საჭადრაკო კლუბში გაიმართა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში. ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად და მონაწილეობდა 40-ზე მეტი მოჭადრაკე. ტურნირის გამარჯვებული გახდა აკაკი ყალიჩავა. მეორე ადგილზე კახაბერ კიზირია გავიდა, ხოლო მესამე ადგილზე კი დიანა ლომაია. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფულადი პრიზებით. პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეს კი ასევე გადაეცა თასი.

იხილეთ  ტექნიკური შედეგები

საჭადრაკო ფესტივალი "მაისი-2019" (16.05.2019)

 

  16-19 მაისს ფოთის საჭადრაკო კლუბში ტარდება საჭადრაკო ფესტივალი "მაისი-2019". ფესტივალის პროგრამით ტარდება 3 სხვადასხვა ტურნირი: ღია ტურნირი, 7 წლის ჭაბუკთა შორის და 9 წლის გოგონათა შორის. ფესტივალი იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და მონაწილეობას იღებს 80-მდე მოჭადრაკე. სამივე ტურნირში საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან საჩუქრებით და დიპლომებით.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები

საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი (08.05.2019)

 

  9-20 მაისს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში იმართება საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი კლასიკურ, სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 8, 10, 12, 14, 16, 18 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს საქართველოს ყველა რეგიონის 300-მდე მოჭადრაკე. მათ შორის ფოთის საჭადრაკო კლუბის 21 მოსწავლე. ტურნირი ტარდება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. 1-2 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ შესაბამისი ასაკი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საგზურებს.

იხილეთ  ტექნიკური შედეგები. ტექნიკური შედეგები: სწრაფ ჭადრაკში, ელვისებურ ჭადრაკშიLIVE ჭადრაკი ტვ

თურქეთის საერთაშორისო ტურნირი (05.05.2019)

 

  წარმატებით იასპარეზეს ფოთის საჭადრაკო კლუბი "ნანა"-ს მოჭადრაკეებმა თურქეთის (ორდუ) საერთაშორისო ტურნირში.
ტურნირის B კატეგორიაში ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ელენე წოწონავამ და მან საერთაშორისო რეიტინგი 68 პუნქტით გაიუმჯობესა. C კატეგორიაში მე-2 საპრიზო ადგილი მოიპოვა თეიმურაზ კვიკვინიამ, მისმა საერთაშორისო რეიტინგმა 20 პუნქტით იმატა. E კატეგორიაში კი 9 შესაძლებლობიდან 7 ქულით ათეულში მოხვდა გაგა გვასალია. B კატეგორიაში მოასპარეზე დიანა ლომაიამ 39 პუნქტით მოიმატა საერთაშორისო რეიტინგი. ტურნირში მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის 540 მოჭადრაკე.

იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდი.

საკვალიფიკაციო ტურნირი (19.04.2019)

 

  20-21აპრილს ფოთში ტარდება საკვალიფიკაციო ტურნირები III, IV და V თანრიგებზე. ტურნირში მონაწილეობს სამეგრელოსა და გურიის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების 70-მდე მოჭადრაკე. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცემათ მედლები და დიპლომები. პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეები დამატებით დაჯილდოვდებიან თასებით.

იხილეთ  ტექნიკური შედეგები.

მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატი (18.04.2019)

 

  18-26 აპრილს ანტალიაში (თურქეთი) იმართება მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატი 7, 9, 11, 13, 15 და 17 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს 33 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე, მათ შორის 9 ქართველი. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.

იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდი ტექნიკური შედეგები ქართველ მოჭადრაკეთა შედეგები LIVE

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი (18.04.2019)

   6 აპრილს სტარტი აიღო საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის 1-ლი ლიგის ტურნირმა. ჩემპიონატი დაყოფილია აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონებად და I-II ადგილებზე გასული გუნდები მოიპოვებენ ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურებს. ფოთის საჭადრაკო კლუბმა "ნანა"-მ პირველ-მეორე ტურის გასვლით მატჩებში დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა ჯერ ხონის "ხონი" და შემდგომ კი სამტრედიის "სამტრედია" და ქულათა მაქსიმუმით ლიდერთა შორისაა. მორიგ მატჩში ფოთელები 25 მაისს უმასპინძლებენ ჩემპიონატის ფავორიტს ქუთაისის "ქუთაისს"

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

თბილისის რეიტინგ ტურნირი (17.04.2019)

 

  16-19 აპრილს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ტარდება ღია რეიტინგ ტურნირი, რომელში მონაწილეობს 50-მდე მოჭადრაკე. ტურნირში ასევე მონაწილეობენ ფოთის საჭადრაკო კლუბის მოჭადრაკეები გიორგი სიჭინავა და გაგა გვასალია. შეჯიბრება იმართება შვეიცარიული სისტემით 8 ტურად და საპრიზო ფონდი შეადგენს 1000 ლარს.

იხილეთ:  ტექნიკური შედეგები.

ევროპის ქალთა ჩემპიონატი (12.04.2019)

   11-22 აპრილს თურქეთში იმართება ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი. ტურნირში მონაწილეობს 32 ქვეყნის 130 მოჭადრაკე, მათ შორის 8 საქართველოს წარმომადგენელი: ნანა ძაგნიძე (2513), ბელა ხოტენაშვილი (2479), ნინო ბაციაშვილი (2453), მერი არაბიძე (2399), სალომე მელია (2393), სოფიკო ხუხაშვილი (2342), მირანდა მიქაძე (2266), ეკატერინე ფიფია (1936). ჩემპიონატი ტარდება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად და მისი საპრიზო ფონდი შეადგენს 60 000 ევროს.

იხილეთ: ემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი. ტექნიკური შედეგები.   LIVE ვიდეო ტრანსლიაცია.

ოთარ ხომერიკის XVII მემორიალი (24.03.2019)

 

  25-30 მარტს, ფოთის საჭადრაკო კლუბში ტარდება ფოთის სპორტკომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მწვრთნელის ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი XVII საქალაქო ტურნირი ჭადრაკში 9 და 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, ასევე ღია ტურნირი სწრაფ ჭადრაკში. მემორიალში მონაწილეობას მიიღებს 120-მდე ფოთელი მოჭადრაკე. ყველა ტურნირში საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებითა და დიპლომებით.

იხილეთ:  ტექნიკური შედეგები.

ევროპის ვაჟთა ჩემპიონატი (17.03.2019)

   18-30 მარტს მაკედონიაში იმართება ევროპის ვაჟთა ჩემპიონატი. ტურნირში მონაწილეობს 40-ზე მეტი ქვეყნის 360 მოჭადრაკე, მათ შორის 10 საქართველოს წარმომადგენელი: ივან ჩეპარინოვი (2683), ბაადურ ჯობავა (2622), ლევან ფანცულაია (2611), ლუკა პაიჭაძე (2576), დავიდ არუთიანი (2555), გიგა ყუფარაძე (2501), ნოე თუთისანი (2467), ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2465), ნიკოლოზ კაჭარავა (2424), ლუკა ობოლაძე (2340). ჩემპიონატი ტარდება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად და მისი საპრიზო ფონდი შეადგენს 100 000 ევროს.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები ქართველ მოჭადრაკეთა შედეგები LIVE

საქართველოს ქალთა 76-ე ჩემპიონატი (18.03.2019)

 

  19-30 მარტს თბილისში ტარდება საქართველოს ქალთა 76-ე ჩემპიონატი ჭადრაკში. ჩემპიონატში მონაწილეობს 12 მოჭადრაკე. ტურნირი იმართება წრიული სისტემით 11 ტურად. ჩემპიონატის საპრიზო ფონდია 17 500 ლარი. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ ევროპის ქალთა ჩემპიონატის საგზურებს. ღონისძიების მთავარი მსაჯია საერთაშორისო არბიტრი ნანა ალექსანდრია.

იხილეთ ტექნიკური შედეგები.   LIVE

ელენე წოწონავა საქართველოს ჩემპიონია! (17.03.2019)

   9-17 მარტს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 60 მოჭადრაკე. გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 13 წლის ელენე წოწონავამ. ელენემ ამ გამარჯვებით მოიპოვა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზური, რომელიც ინდოეთში გაიმართება მიმდინარე წლის ოქტომბერში.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები LIVE.   ვიდეო ტრანსლიაცია.

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი (06.03.2019)

 

  5-14 მარტს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში იმართება მსოფლიოს ვაჟთა და ქალთა გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში. ქალთა ჩემპიონატში მონაწილე 10 გუნდს შორისაა საქართველოს ქალთა ნაკრები შემდეგი შემადგენლობით: ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე და სალომე მელია. ტურნირი ტარდება წრიული სისტემით 9 ტურად.

იხილეთ ტექნიკური შედეგები.   LIVE

საქართველოს ჩემპიონატის 1-ლი ლიგა (02.03.2019)

   2-8 მარტს ფოთში ტარდება საქართველოს ჩემპიონატის დასავლეთ ზონის 1-ლი ლიგის ტურნირები 8, 10 და 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 100-მდე მოჭადრაკე. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. ყველა ასაკობრივ ტურნირში 1-5 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურებს.

იხილეთ  ტექნიკური შედეგები LIVE

სამეგრელოს რეგიონის ჩემპიონატი U 10, 14 (16.02.2019)

 

  16 თებერვალს ფოთში სტარტი აიღო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატმა 10 და 14 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი ტარდება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და მასში მონაწილეობს ფოთის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის მუნიციპალიტეტების 47 მოჭადრაკე. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ შესაბამისი ასაკის საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურებს. ჩემპიონატი დასრულდება 19 თებერვალს.

იხილეთ ტექნიკური შედეგები.

სამეგრელოს რეგიონის ჩემპიონატი U 8, 12, 16 (07.02.2019)

   8-11 თებერვალს ფოთის საჭადრაკო კლუბ "ნანა"-ში იმართება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს ფოთის, ზუგდიდის, სენაკის და ხობის 70 მოჭადრაკე. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ შესაბამისი ასაკის საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურებს.

იხილეთ  ტექნიკური შედეგები.

საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატი (06.02.2019)

 

  6-17 თებერვალს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ტარდება საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა. ჩემპიონატში მონაწილეობს საქართველოს 16 უძლიერესი ვაჟი და იმართება ოლიმპიური სისტემით. ტურნირში 1-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ ევროპის ვაჟთა ჩემპიონატის საგზურს. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენს 18500 ლარს.

იხილეთპარტიების ონლაინ ტრანსლიაცია. ვიდეო ტრანსლიაცია.

საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი (26.01.2019)

   26 იანვარს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის ჭადრაკის სასახლეში ტარდება საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი 7, 9 და 11 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 140-მდე მოჭადრაკე, მათ შორის 4 ფოთის საჭადრაკო კლუბის მოსწავლე. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის საგზურებს. ჩემპიონატის საპრიზო ფონდია 3600 ლარი. ჩემპიონატი დასრულდება 3 თებერვალს.

იხილეთ  ტექნიკური შედეგები LIVE

საკვალიფიკაციო ტურნირი (26.01.2019)

 

  26-27 იანვარს ფოთში ტარდება საკვალიფიკაციო ტურნირები მე-4 და მე-5 მოზარდთა კატეგორიებზე. ტურნირში მონაწილეობს სამეგრელოსა და გურიის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების 60-მდე მოჭადრაკე. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცემათ მედლები და დიპლომები. პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეები დამატებით დაჯილდოვდებიან თასებით.

იხილეთ  ტექნიკური შედეგები.

ალექსანდრე ბოკუჩავას თასი (17.01.2019)

 

   17 იანვარს თბილისში სტარტი აიღო ბოკუჩავას თასის გათამაშებამ 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 50-მდე მოჭადრაკე. მათ შორის ფოთის საჭადრაკო კლუბის 3 მოჭადრაკე: დიანა ლომაია, ელენე წოწონავა და თეიმურაზ კვიკვინია. ტურნირი ტარდება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრების გუნდის შემადგენლობაში ადგილს მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საასპარეზოდ. ტურნირში საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეებისათვის ასევე დაწესებულია ფულადი პრიზები.

იხილეთ  ტექნიკური შედეგები LIVE

საახალწლო ბლიც ტურნირი (06.01.2019)

 

  5 იანვარს ფოთის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა საახალწლო ბლიც ტურნირი, რომელიც გაიმართა შვეიცარიული სისტემით 11 ტურად. ტურნირში მონაწილეობდა 25-მდე მოჭადრაკე და მასში დაწესებული იყო ფულადი პრიზები. ტურნირი ჩატარდა ფიდეს ეგიდით და დათვლილი იქნა ფიდეს საერთაშორისო რეიტინგი ბლიცში.

იხილეთ  ტექნიკური შედეგები.

საახალწლო ფესტივალი (23.12.2018)

 

  23-28 დეკემბერს ფოთის საჭადრაკო კლუბში ტარდება საახალწლო ფესტივალი - 2018. ფესტივალის პროგრამით იმართება ღია ფიდეს რეიტინგ ტურნირი სწრაფ ჭადრაკში, ასევე დამწყებ მოჭადრაკეთა ტურნირები 7, 6 და 5 წლამდე მოჭადრაკეთა შორის. ყველა ტურნირში 1-3 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით, ხოლო პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით.

იხილეთ  ტექნიკური შედეგები.

ფარვიზ ჩაჩიბაიას V მემორიალი (21.12.2018)

 

  20 დეკემბერს ფოთის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა ფოთის მრავალგზის პრიზიორის, ჭადრაკში სპორტის ოსტატობის კანდიდატის ფარვიზ (სოზარ) ჩაჩიბაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ბლიც ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდა 30-მდე მოჭადრაკე. ტურნირი გაიმართა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. ტურნირში დაწესებული იყო ფულადი პრიზები, ჩატარდა ფიდეს ეგიდით და დათვლილი იქნა საერთაშორისო რეიტინგი.

იხილეთ  ტექნიკური შედეგები.

საქართველოს ქალთა ჩემპიონატის 1-ლი ლიგა (19.12.2018)

 

   11-19 დეკემბერს, თბილისში გაიმართა საქართველოს ქალთა ჩემპიონატის 1-ლი ლიგის ტურნირი. უმაღლესი ლიგის შესარჩევში მონაწილეობდა 20-მდე მოჭადრაკე, მათ შორის დიანა ლომაია და ელენე წოწონავა. დიანამ 4,5 ქულით მე-7 ადგილი დაიკავა, მან ფიდეს რეიტინგი 20 პუნქტით მოიმატა. ტურნირში 1-5 ადგილებზე გასულმა მოჭადრაკეებმა მოიპოვეს საქართველოს ქალთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურები.

იხილეთ ტექნიკური შედეგები.

ჯემალ თოფურიას მემორიალი (03.12.2018)

 

   3-15 დეკემბერს ფოთის საჭადრაკო კლუბში ტარდება ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი IX საჭადრაკო ფესტივალი. ფესტივალის პროგრამით იმართება 5 სხვადასხვა ტურნირი: 7, 6, 5 წლის დამწყებ მოჭადრაკეთა ტურნირები, ოჯახთა პირველობა, ფოთის საჯარო სკოლების პირველობა, 9 და 7 წლის მოჭადრაკეთა ტურნირები, რეგიონის ღია ჩემპიონატი ბლიცში. ფესტივალის გენერალური სპონსორია შ.პ.ს "კავტრეს-ფოთი"

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

დავით ჩირაძის მემორიალი (25.11.2018)

 

   ქუთაისში 25 ნოემბერს დაიწყო საქართველოს გუნდური ჩემპიონატი (დავით ჩირაძის მემორიალი) 12, 10, 8 და 7 წლის მოჭადრაკეთა შორის. ტურნირში ასპარეზობს ფოთის საჭადრაკო კლუბის 8 გუნდი (თეიმურაზ კვიკვინია, კახაბერ კიზირია, გიორგი სიჭინავა, ლიზი ფოჩხუა, ლუკა წურწუმია, გიორგი კვარაცხელია, ალექსანდრე გარუჩავა, ანა სანიკიძე, დავით ხარშილაძე, გაბრიელ ხუბულავა, ლიზი კაკალია, ბარბარე კულუა, გაგა გვასალია, დემეტრე კაკულია, მარიამ ვადაქარია, საბა ნადარაია, ნია ჭითანავა, მარიკა ბართაია). თითოეული გუნდი დაკომპლექტებულია 3 ჭაბუკითა და 1 გოგონათი. ჩემპიონატი ტარდება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და დასრულდება 2 დეკემბერს.

იხილეთ ტექნიკური შედეგები.

U16 საჭადრაკო ოლიმპიადა (25.11.2018)

 

   25 ნოემბერს თურქეთში სტარტი აიღო 16 წლამდე მოჭადრაკეთა მსოფლიო ოლიმპიადამ. ტურნირში მონაწილეობს 47 გუნდი. მათ შორის საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრები: ნიკოლოზ პეტრიაშვილი, ნიკოლოზ კაჭარავა, ლუკა ობოლაძე, შოთა ხოდაშნელი, ეკატერინე ფიფია. ოლიმპიადა იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. ტურნირი 2 დეკემბერს დასრულდება.

იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდი.  ტექნიკური შედეგებიLIVE

მსოფლიოს სენიორთა ჩემპიონატი (24.11.2018)

 

   18-29 ნოემბერს სლოვენიაში ტარდება მსოფლიოს სენიორთა ჩემპიონატი 50+ და 65+ ასაკის მოჭადრაკეთა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს 7 ქართველი მოჭადრაკე ასპარეზობს: ნონა გაფრინდაშვილი, თამარ ხმიადაშვილი, ციალა ქასოშვილი, გიული ალიხანაშვილი, ზურაბ სტურუა, გიორგი ბაღატუროვი და ვარლამ ვეფხვიშვილი. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად.

იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდი.  ტექნიკური შედეგები. ქართველ მოჭადრაკეთა შედეგები. LIVE

მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი (12.11.2018)

 

  ლონდონში მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი მაგნუს კარლსენსა (2835, ნორვეგია) და ფაბიანო კარუანას (2832, აშშ) შორის. მატჩი 12 პარტიისგან შედგება, ხოლო მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი პარტიები. მატჩის საპრიზო ფონდი შეადგენს 1 000 000 ევროს, რომლიდანაც გამარჯვებული მიიღებს თანხის 60%, ხოლო დამარცხებული კი 40%. პარტიები დაიწყება თბილისის დროით 19:00 საათზე.

იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდი.  LIVE

  1 ტური 2 ტური 3 ტური 4 ტური 5 ტური 6 ტური 7 ტური 8 ტური 9 ტური 10 ტური 11 ტური 12 ტური ქულა
მაგნუს კარლსენი

0,5

0,5

0,5

0,5

0,5 0,5 0,5 0,5 0,5 0,5 0,5 0,5

6

სერგეი კარიაკინი

0,5

0,5

0,5

0,5

0,5 0,5 0,5 0,5 0,5 0,5 0,5 0,5

6

მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატი (05.11.2018)

 

   233 ნოემბერს ხანტი-მანსიისკში დასრულდა მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატ რომელშიც მონაწილეობდა მსოფლიოს უძლიერესი 64 მოჭადრაკე, მათ შორის 5 ქართველი: ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი და სოფიკო ხუხაშვილი. ჩემპიონატი გაიმართა ოლიმპიური სისტემით. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენდა 450 000 აშშ დოლარს. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა ჩინელმა ცზიუ ვენცზიუნი.

იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდი.  ტექნიკური შედეგებიLIVE

მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატი (04.11.2018)

 

   4-15 ნოემბერს, სანტიაგო დე კომპოსტელაში (ესპანეთი) ტარდება მსოფლიოს ჩემპიონატი 8, 10 და 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 850 მოჭადრაკე, მათ შორის 9 ქართველი მოჭადრაკე. ჩემპიონატში ასევე ასპარეზობს ფოთის საჭადრაკო კლუბის მოსწავლე კახაბერ კიზირია. მსოფლიო პირველობა იმართება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად.

იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდი.  ტექნიკური შედეგებიLIVE (დასაწყისი 20:00)

კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატი (20.10.2018)

 

   20 ოქტომბერს საბერძნეთში (ჰალკიდიკი, პორტო-კარასი) სტარტს აიღებს და 30 ოქტომრამდე გაგრძელდება მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატი. 14 წლის გოგონათა შორის ჩემპიონატზე საქართველოს წარმოადგენს ფოთის საჭადრაკო კლუბის მოსწავლე დიანა ლომაია. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად. პარტიები გაიმართება თბილისის დროით 16:00 საათზე.

იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდი.  ტექნიკური შედეგებიLIVE

წახკაძორი -2018 (20.10.2018)

 

   20-28 ოქტომბერს, ფოთის საჭადრაკო კლუბის მოჭადრაკეები: აკაკი ყალიჩავა, ელენე წოწონავა, თეიმურაზ კვიკვინია, გიორგი სიჭინავა და გაგა გვასალია მონაწილეობას იღებენ წახკაძორის (სომხეთი) საერთაშორისო ტურნირში. მთავარ, ღია ტურნირში საკმაოდ ძლიერ მოჭადრაკეებთან, მათ შორის საერთაშორისო დიდოსტატებთან და ოსტატებთან ერთად იასპარეზებენ აკაკი ყალიჩავა და ელენე წოწონავა. 12 წლის მოჭადრაკეთა ტურნირში კი თეიმურაზ კვიკვინია და გიორგი სიჭინავა გამოვლენ. გაგა გვასალია 8 წლის მოჭადრაკეთა შორის ითამაშებს.

იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდი.  ტექნიკური შედეგები

ვაჟთა ჩემპიონატის 1-ლი ლიგა (18.10.2018)

 

  18 ოქტომბერს თბილისში სტარტი აიღო საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის 1-ლი ლიგის ტურნირმა. 1-4 ადგილბზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურებს. საერთაშორისო დიდოსტატებთან და ოსტატებთან ერთად ჩემპიონატში აპარეზობს 10 წლის კახაბერ კიზირია. მისთვის ეს ტურნირი მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ეტაპია მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატის წინ, რომელზეც კახაბერი მიემგზავრება 3 ნოემბერს ესპანეთში.

იხილეთ  ტექნიკური შედეგები.

ევროპის საკლუბო ჩემპიონატი (12.10.2018)

 

   12-18 ოქტომბერს საბერძნეთში ტარდება ევროპის ვაჟთა და ქალთა საკლუბო ჩემპიონატი. ვაჟთა შორის მონაწილეობს 61 გუნდი, ხოლო ქალთა შორის კი 12 კლუბი ასპარეზობს. მათ შორის ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" შემდეგი შემადგენლობით: ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი და სალომე მელია. ვაჟთა შორის სამწუხაროდ საქართველო კვლავ კლუბის გარეშეა. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.

იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდი.  ტექნიკური შედეგები LIVE

საკვალიფიკაციო ტურნირები (12.10.2018)

 

  13-14 ოქტომბერს ფოთის საჭადრაკო კლუბში ტარდება საკვალიფიკაციო ტურნირებ მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 კატეგორიებზე, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოჭადრაკეები. ტურნირები იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და I-III ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და მედლებით, ხოლო I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს დამატებით გადაეცემათ თასები.

იხილეთ  ტექნიკური შედეგები.

ანზორ მაჩიტიძის მემორიალი (12.10.2018)

 

   11-14 ოქტომბერს სამტრედიაში იმართება ანზორ მაჩიტიძის მემორიალი 8 და 10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, ასევე ვაჟთა და ქალთა შორის. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. ტურნირში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 150-მდე მოჭადრაკე, მათ შორის ფოთის საჭადრაკო კლუბის 3 მოჭადრაკე: თეიმურაზ კვიკვინია, გიორგი სიჭინავა და ლიზი ფოჩხუა. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეებისათვის დაწესებულია ფულადი პრიზები.

იხილეთ ტექნიკური შედეგები.

საქალაქო ფესტივალი "შემოდგომა-2018" (02.10.2018)

 

  25 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით ფოთის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა საქალაქო საჭადრაკო ფესტივალი "შემოდგომა-2018". ფესტივალის ღია, 8 წლის ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში მონაწილეობდა 60-მდე ფოთელი მოჭადრაკე. სამივე ტურნირში საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და მედლებით, ხოლო პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ასევე გადაეცათ თასები.

იხილეთ  ტექნიკური შედეგები.

საქართველოს რეგიონული გუნდური ჩემპიონატი (30.09.2018)

 

   29-30 სექტემბერს ქ. ბათუმში, ოლიმპიადის პარალერულად გაიმართა საქართველოს რეგიონული გუნდური ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში. ჩემპიონატში მონაწილეობდა საქართველო თორმეტივე რეგიონის მოსწავლეთა ნაკრები გუნდები. ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა და საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუნდმა, რომლის 8 წევრიდან 6 ფოთის საჭადრაკო კლუბის მოსწავლეა: აკაკი ყალიჩავა, ელენე წოწონავა, თეიმურაზ კვიკვინია, ლიზი ფოჩხუა, კახაბერ კიზირია, ანა სანიკიძე. ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა თბილისის გუნდი.

იხილეთ ტექნიკური შედეგები.

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა (23.09.2018)

 

  23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმში ჩატარდა 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობდა 185 ქვეყნის ვაჟთა და ქალთა ნაკრები გუნდი. საქართველო, როგორც ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანა წარმოდგენილი იყო 3-3 ნაკრები გუნდებით. საქართველოს პირველმა ქალთა ნაკრებმა (ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე) საკმაოდ კარგად იასპარეზა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. საქართველოს ქალთა მე-3 ნაკრები ახალგაზრდული შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული და მის რიგებში გამოდიოდა ფოთის საჭადრაკო კლუბის მოჭადრაკე დიანა ლომაია. მან 4 პარტია ითამაშა და 2 ქულა აიღო.

იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდი.  ტექნიკური შედეგები.   LIVE

მსოფლიოს იუნიორთა ჩემპიონატი (15.09.2018)

 

   5-15 სექტემბერს თურქეთში გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატი 20 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდა მსოფლიოს 60 ქვეყნის 270-მდე მოჭადრაკე, მათ შორის ნინო ხომერიკი, ნოე თუთისანი და გიორგი სიბაშვილი. ფიდეს რეტინგით მე-9 ნომრად განთესილმა ნინო ხომერიკმა წარმატებით იასპარეზა და მე-3 საპრიზო ადგილი მოიპოვა. ჩემპიონატი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 11 ტურად.

იხილეთ: ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი. ტექნიკური შედეგები. LIVE

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი (19.08.2018)

 

  20-30 აგვისტოს ლატვიის დედაქალაქ რიგაში იმართება ევროპის ჩემპიონატი 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს 48 ქვეყნის 1100-მდე მოჭადრაკე, მათ შორის 19 ქართველი. ჩემპიონატში ასევე მონაწილეობენ მიმდინარე წლის საქართველოს ჩემპიონი დიანა ლომაია და ვიცე-ჩემპიონი ელენე წოწონავა. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.

იხილეთ: ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი.  ტექნიკური შედეგები. ქართველ მოჭადრაკეთა ტექნიკური შედეგები LIVE

"შავი ზღვის დელფინი-2018" (12.08.2018)

 

   15-21 აგვისტოს ბათუმში ტარდება საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "შავი ზღვის დელფინი-2018". ფესტივალში მონაწილეობენ ფოთის საჭადრაკო კლუბი "ნანა"-ს მოჭადრაკეები: ალექსანდრე გარუჩავა, ლუკა წურწუმია და გაგა გვასალია. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და 21 აგვისტოს დასრულდება. ფესტივალის საპრიზო ფონდი შეადგენს 5000 ლარს.

იხილეთ ტექნიკური შედეგები.

მიხეილ ბოტვინიკის თასი (16.08.2018)

   საჭადრაკო ფედერაციების ასოციაციის ორგანიზებით 9-15 აგვისტოს მოსკოვში გაიმართა საერთაშორისო გუნდური ტურნირი მიხეილ ბოტვინიკის თასზე 14 წლის მოჭადრაკეთა შორის. ტურნირში მონაწილეობდა 11 ქვეყნის გუნდი, მათ შორის საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით: გიორგი ნაყოფია, აკაკი ყალიჩავა, დიანა ლომაია და ელენე წოწონავა. გუნდის კაპიტანია საერთაშორისო დიდოსტატი - ლუკა პაიჭაძე. ტურნირი საკმაოდ საინტერესო ფორმატით ჩატარდა, ყოველ ტურში მოწინააღმდეგე გუნდების მოჭადრაკეები ნაცვლად ერთმანეთისა ეპაექრებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდის კაპიტან-დიდოსტატს. შედეგები კი დაჯამდა გუნდის წვერებისა და კაპიტნის მიერ აღებული ქულების ჯამით.

ირაკლი ლოლუას მემორიალი (12.08.2018)

 

   10-11 აგვისტოს ფოთის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა ფოთის საჭადრაკო კლუბის ფუძემდებლის და ათეულობით წლების განმავლობაში მისი ხელმძღვანელის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის ირაკლი ლოლუას ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი სწრაფ ჭადრაკში. ტურნირი გაიმართა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად და მასში მონაწილეობდა 53 მოჭადრაკე. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით. ტურნირში გამოიყო და დაჯილდოვდა 12 და 8 წლის საუკეთესო მოჭადრაკეები.

იხილეთ ტექნიკური შედეგები.

ფოთი საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

 

  13-20 ივლისს, ფოთი ტრადიციულად უმასპინძლებს XIII საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საჭადრაკო კლუბი "ნანა", ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია. ფესტივალის პროგრამით ტარდება 10 სხვადასხვა როგორც მოზარდთა ასევე ღია ტურნირები და მასში მონაწილეობას მიიღებს 15-მდე ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე. ფესტივალის საპრიზო ფონდი შეადგენს 45 000 ლარს.

იხილეთ ესტივალის ოფიციალური ვებგვერდი.

ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი (02.07.2018)

 

  2-10 ივლისს ბათუმში ტარდება საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ბათუმის მერიის თასი-2018". ფესტივალში მონაწილეობს 17 ქვეყნის 350-მდე მოჭადრაკე. მათ შორის ფოთის საჭადრაკო კლუბის 13 მოჭადრაკე: ლომაია დიანა, ყალიჩავა აკაკი, კვიკვინია თეიმურაზი, სიჭინავა გიორგი, სოლომონია ნინო, კიზირია კახაბერი, ფოჩხუა ლიზი, სანიკიძე ანა, წურწუმია ლუკა, გარუჩავა ალექსანდრე, ხარშილაძე დავითი, კაკულია დემეტრე, კულუა ბარბარე. ფესტივალი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად და მისი საპრიზო ფონდი შეადგენს 48 650 ლარს.

იხილეთ: ტექნიკური შედეგებიLIVE

ევროპის სასკოლო ჩემპიონატი (28.06.2018)

 

  30 ივლისს კრაკოვში (პოლონეთი) სტრატს აიღებს ევროპის სასკოლო ჩემპიონატი 17, 15, 13, 11, 9, 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს 25-მდე ქვეყნის 400-მდე მონაწილე, მათ შორის 2 ფოთელი მოჭადრაკე - ელენე წოწონავა (13 წ) და გაგა გვასალია (7 წ). ტურნირი იმართება შვეცარიული სისტემით 9 ტურად და 8 აგვისტოს დასრულდება.

იხილეთ ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი. ტექნიკური შედეგები LIVE

ინწკირველის მემორიალი (13.06.2018)

 

  13-16 ივნისს, თბილისში ტარდება ტრადიციული საჭადრაკო ტურნირი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის შოთა ინწკირველი მემორიალი 7 და 9 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 164 მოჭადრაკე, მათ შორის 6 ფოთელი: გაგა გვასალია, სანდრო ხოფერია, ნია ჭითანავა, ანდრია ჭანტურია, თამაზ მალანია და საბა ნადარაია. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.

იხილეთ ტექნიკური შედეგები.

საკვალიფიკაციო ტურნირები (02.06.2018)

 

   2-3 ივნისს ფოთის საჭადრაკო კლუბში ტარდება საკვალიფიკაციო ტურნირებ მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 კატეგორიებზე, რომელშიც მონაწილეობს ფოთის, ოზურგეთის, სენაკის, ხობის, ლანჩხუთის, აბაშისა და ჩხოროწყუს 90 მოჭადრაკე. ტურნირები იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და I-III ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და მედლებით, ხოლო I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს დამატებით გადაეცემათ თასები.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები. 

საქართველოს ჩემპიონატი U16, 12, 08. (21.05.2018)

 

  თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში 22-30 მაისს იმართება საქართველოს ჩემპიონატი 16, 12 და 8 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 180-მდე მოჭადრაკე. მათ შორის ფოთის საჭადრაკო კლუბის 10 მოჭადრაკე: აკაკი ყალიჩავა, დიანა ლომაია, ელენე წოწონავა, თეიმურაზ კვიკვინია, კახაბერ კიზირია, ლიზი ფოჩხუა, გიორგი სიჭინავა, ბარბარე კულუა, დემეტრე კაკულია, გაგა გვასალია. ჩემპიონატი ტარდება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად და I-II ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საგზურებს.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები LIVE

საქალაქო საჭადრაკო ფესტივალი (16.05.2018)

 

   16-19 მაისს ფოთის საჭადრაკო კლუბში ტარდება საქალაქო საჭადრაკო ფესტივალი "მაისი-2018". ფესტივალის პროგრამით იმართება ტურნირები 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, ასევე ღია ტურნირი. ფესტივალში მონაწილეობას იღებს 90-მდე ფოთელი მოჭადრაკე. ტურნირები ტარდება შვეიცარიული სისტემით და საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცემათ დიპლომები და მედლები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ასევე გადაეცემათ თასები.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები. 

საქართველოს ჩემპიონატი U18, 14, 10. (04.05.2018)

 

  5-13 მაისს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში იმართება საქართველოს ჩემპიონატი 18, 14 და 10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 160-მდე მოჭადრაკე. მათ შორის ფოთის საჭადრაკო სკოლის 10 მოსწავლე. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად და I-II ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საგზურებს.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები LIVE

საქართველოს ჩემპიონატი U07 (28.04.2018)

 

   28 აპრილს ქალაქ თბილისში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირში მონაწილეობას იღებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 63 მოჭადრაკე. მათ შორის ფოთის საჭადრაკო კლუბის 2 მოჭადრაკე - გაგა გვასალია და ნია ჭითანავა. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და 4 მაისს დასრულდება

იხილეთ: ტექნიკური შედეგები. 

მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატი (21.04.2018)

 

  21-29 აპრილს დურესში (ალბანეთი) იმართება მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატი 17, 15, 13, 11, 9 და 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს მსოფლიოს 45 ქვეყნის 1000-მდე მოჭადრაკე. საქართველოდან ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს ფოთელი ელენე წოწონავა, ის 13 წლის გოგონათა შორის იასპარეზებს. ჩემპიონატი ტარდება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.

იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდი ტექნიკური შედეგები LIVE

საკვალიფიკაციო ტურნირები (21.04.2018)

 

   21-22 აპრილს ფოთის საჭადრაკო კლუბში ტარდება საკვალიფიკაციო ტურნირებ მე-3, მე-4 და მე-5 კატეგორიებზე, რომელშიც მონაწილეობს ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, ხობის, ოზურგეთის, აბაშისა და ჩხოროწყუს 90 მოჭადრაკე. ტურნირები იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და I-III ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და მედლებით, ხოლო I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს დამატებით გადაეცემათ თასები.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები. 

ბოკუჩავას თასი (19.04.2018)

   თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში 19-25 აპრილს ტარდება ალექსანდრე ბოკუჩავას თასის გათამაშება 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 50-მდე მოჭადრაკე. მათ შორის ფოთის საჭადრაკო კლუბის მოჭადრაკე, 10 წლის კახაბერ კიზირია. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და ფულადი საპრიზო ფონდი შეადგენს 1600 ლარს.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

ფოთის დღეები-2018 (16.04.2018)

 

  15 აპრილს ფოთის საჭადრაკო კლუბ "ნანა"-ში ჩატარდა ფოთის ქალაქის დღისადმი მიძღვნილი ღია ბლიც ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდა ფოთის, ზუგდიდის და სენაკის 40-მდე მოჭადრაკე. ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 11 ტურად და დათვლილი იქნა ფიდეს რეიტინგი. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ ფოთის საჭადრაკო კლუბის მიერ დაწესებული ფულადი პრიზებით, თასებით, მედლებითა და დიპლომებით. ქალაქის დღისადმი მიძღვნილი ტურნირის გამარჯვებული გახდა აკაკი ყალიჩავა (ფოთი). მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა გიორგი ნაყოფიამ (ზუგდიდი). ხოლო მესამე ადგილზე კი გიორგი ბეჭვაია (ზუგდიდი) გავიდა.

იხილეთ:  ტექნიკური შედეგები.

სამეგრელოს ჩემპიონატი 8-18 (11.04.2018)

   11-14 აპრილს ქ. სენაკში ტარდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი 8-18 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, ხობის და ჩხოროწყუს 80-ზე მეტი მოჭადრაკე. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ საქართველოს შესაბამისი ასაკის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურებს.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

ევროპის ქალთა ჩემპიონატი (08.04.2018)

 

  8-19 აპრილს სლოვაკეთში იმართება ევროპის ქალთა ჩემპიონატი კლასიკურ ჭადრაკში. ჩემპიონატში მონაწილეობს 30-მდე ქვეყნის 144 მოჭადრაკე. მათ შორის საქართველოს უძლიერესი მოჭადრაკეები: ნინო ბაციაშვილი, ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, მერი არაბიძე და მირანდა მიქაძე. ჩემპიონატი ტარდება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად და მისი საპრიზო ფონდი შეადგენს 65 000 ევროს.

იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდი ტექნიკური შედეგები LIVE

ევროპის ჩემპიონატი რაპიდსა და ბლიცში (02.04.2018)

   30 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით ქალაქ თბილისში ჩატარდა ევროპის ქალთა ჩემპიონატი რაპიდსა და ბლიცში. ჩემპიონატში მონაწილეობდა ევროპის 16 ქვეყნის 80-მდე უძლიერესი მოჭადრაკე ქალი. ტურნირში ასევე მონაწილეობა მონაწილეობდნენ ფოთის საჭადრაკო კლუბის მოსწვალეები, დიანა ლომაია და ელენე წოწონავა. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენდა 21500 ევროს.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

ოთარ ხომერიკის XVI მემორიალი (25.03.2018)

 

  25-30 მარტს, ფოთის საჭადრაკო კლუბში ტარდება ფოთის სპორტკომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მწვრთნელის ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი XVI საქალაქო ტურნირი ჭადრაკში 9 და 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, ასევე ღია ტურნირი სწრაფ ჭადრაკში. მემორიალში მონაწილეობას მიიღებს 120-მდე ფოთელი მოჭადრაკე. ყველა ტურნირში საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებითა და დიპლომებით.

იხილეთ:  ტექნიკური შედეგები.

ევროპის ვაჟთა ჩემპიონატი (17.03.2018)

   16-29 მარტს ბათუმში ტარდება ევროპის ვაჟთა ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობს ევროპის 35 ქვეყნის 304 მოჭადრაკე. მათ შორის 200-ზე მეტი საერთაშორისო დიდოსტატი და ოსტატი. ევროპის ჩემპიონატში ასევე მონაწილეობენ ფოთის საჭადრაკო კლუბის მოჭადრაკეები: აკაკი ყალიჩავა, ელენე წოწონავა და დიანა ლომაია. საქართველოს ღირსებას 32 მოჭადრაკე იცავს და ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბაადურ ჯობავა. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად იმართება და მისი საპრიზო ფონდი შეადგენს 100 000 ევროს.

იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდი. ტექნიკური შედეგები.  LIVE

პრეტედენტთა ტურნირი (12.03.2018)

 

  გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ტარდება პრეტენდენტთა ტურნირი ჭადრაკში. ტურნირში მსოფლიოს 8 უძლიერესი მოჭადრაკე მონაწილეობს და წრიული სისტემით, ორრ წრედ იმართება: შ. მამედიაროვი (2809, აზრებაიჯანი),  ვ. კრამნიკი (2800, რუსეთი), უ. სო (2799, აშშ), ლ. არონიანი (2794, სომხეთი), ფ. კარუანა (2784, აშშ), დ. ლირენი (2769, ჩინეთი), ა. გრიშჩუკი (2767, რუსეთი), ს. კარიაკინი (2763, რუსეთი). ტურნირში გამარჯვებული მოიპოვებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩში, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან მაგნუს კარლსენთან თამაშის უფლებას. ტურნირის საპრიზო ფონდი 420 000 ევროს შეადგენს და 27 მარტს დასრულდება.

იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდი. LIVE

საქართველოს ჩემპიონატის 1-ლი ლიგა (03.03.2018)

   4-10 მარტს ფოთის საჭადრაკო კლუბ "ნანა"-ს სატურნირო დარბაზში ტარდება საქართველოს ჩემპიონატი 8, 10 და 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, დასავლეთ ზონის 1-ლი ლიგა. ჩემპიონატში მონაწილეობს ფოთის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, ოზურგეთის, სენაკის, ხობის, ხონის და ლანჩხუთის 100-მდე მოჭადრაკე. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. 1-3 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და მედლებით, პირველ ადგილზე გასულებს დამატებით გადაეცემათ თასები. ყველა ასაკში 1-5 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ შესაბამისი ასაკის საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურებს.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.  LIVE

ტიგრან პეტროსიანის მემორიალი (21.02.2018)

 

  21-27 თებერვალს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ტარდება ტიგრან პეტროსიანის მემორიალი 12 და 10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 80-მდე მოჭადრაკე. მათ შორის ფოთის საჭადრაკო სკოლის 2 მოსწავლე - თეიმურაზ კვიკვინია და კახაბერ კიზირია (10 წლის). ორივე მათგანი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის ასპარეზობენ. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით, თასებით, მედლებით და დიპლომებით.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები

საქართველოს ქალთა ჩემპიონატი (18.02.2018)

   16-25 თებერვალს ქალაქ თბილისში იმართება საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატი უმაღლესი ლიგა. ჩემპიონატში მონაწილეობს საქართველოს 10 უძლიერესი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძის გამოკლებით: ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, მერი არაბიძე, მაკა ფურჩელაძე, თამარ წერეთელი, ნინო ხომერიკი, სოფიო გვეტაძე, მირანდა მიქაძე. ჩემპიონატი იმართება წრიული სისტემით, 9 ტურად და მისი საპრიზო ფონდი შეადგენს 17500 ლარს.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.  LIVE

საქართველოს ჩემპიონატი U13, 11, 9, 7 (06.02.2018)

 

  6-14 თებერვალს ქალაქ თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ტარდება საქართველოს ჩემპიონატი 13, 11, 9 და 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 200-მდე მოჭადრაკე. მათ შორის ფოთის საჭადრაკო სკოლის 16 მოსწავლე. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. სამწუხაროდ გულშემატკივრებს და ჭადრაკის  მოყვარულებს კვლავ არ ეძლევა პარტიების ონლაინ რეჟიმში ნახვის საშუალება.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები

საკვალიფიკაციო ტურნირები (03.02.2018)

   3-4 თებერვალს ფოთის საჭადრაკო კლუბში ტარდება საკვალიფიკაციო ტურნირებ მე-3, მე-4 და მე-5 კატეგორიებზე, რომელშიც მონაწილეობს ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, ხობის და ჩოხატაურის 70 მოჭადრაკე. ტურნირები იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და I-III ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და მედლებით, ხოლო I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს დამატებით გადაეცემათ თასები.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.  LIVE

საქართველოს ჩემპიონატი U20 (28.01.2018)

 

  28 იანვარს თბილისში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა 20 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 50-ზე მეტი მოჭადრაკე. მათ შორის ფოთის საჭადრაკო კლუბის მოსწავლეები: დიანა ლომაია, აკაკი ყალიჩავა და ელენე წოწონავა. ტურნირში მონაწილეობს ასევე ფოთის საჭადრაკო კლუბის აღზრდილი ნიკა ღვამბერია. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად და პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს. ტურნირი 5 თებერვალს დასრულდება. მიუხედავად ჩემპიონატის მიმართ ჭადრაკის მოყვარულთა დიდი ინტერესისა, სამწუხაროდ პარტიების ონლაინ ტრანსლიაცია არ ხდება.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები

სამეგრელოს ჩემპიონატი (27.01.2018)

  27-30 იანვარს, ფოთის საჭადრაკო კლუნ "ნანა"-ს სატურნირო დარბაზში იმართება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი 15, 13, 11, 9 და 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს ფოთის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, ჩხოროწყუს 80-მდე მოჭადრაკე. ჩემპიონატი ტარდება შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად. 1-3  ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებია დიპლომებითა და მედლებით, ხოლო პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ასევე გადაეცემათ თასები.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.   LIVE.

ჰიბრალტარის ფესტივალი (26.01.2018)

 

  24 იანვარს ჰიბრალტარში სტარტი აიღო საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალმა "Tradewise Gibraltar chess festival 2018". ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოს უძლიერესი დიდოსტატები. მათ შორის ლევონ არონიანი (2797), მაქსიმე ვაშიერ-ლაგრავე (2793), ჰიკარუ ნაკამურა (2781), დავიდ ნავარა (2749) და სხვები. ტურნირში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ქალთა ნაკრების წევრები: ნანა ძაგნიძე ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი და სალომე მელია. ფესტივალის საპრიზო ფონდი 200 000 ფუნტ სტერლინგია. ფესტივალის მთავარი ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით, 10 ტურად.

იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდი.  ტექნიკური შედეგებიLIVE

საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატი (22.01.2018)

  16-27 იანვარს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში იმართება საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატი ჭადრაკში. ჩემპიონატი ტარდება ოლიმპიური სისტემით და მონაწილეობას იღებს 16 მოჭადრაკე. მათ შორის საქართველოს უძლიერესი მოჭადრაკეები: ლევან ფანცულაია (2605), მიხეილ მჭედლიშვილი (2602), ლუკა პაიჭაძე (2588) და სხვები. ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენს 18500 ლარს. 1-3 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ ევროპის ვაჟთა ჩემპიონატის საგზურებს.

იხილეთ პარტიების ონლაინ ტრანსლაცია.

ვეიკ-ან-ზეეს სუპერ ტურნირი  (16.01.2018)

 

  12-28 იანვარს ჰოლანდიაში ტარდება ტრადიციული 79-ე ვეიკ-ან-ზეეს ტურნირი, რომლის ა ტურნირში მონაწილეობენ მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეები: მაგნუს კარლსენი, ფაბიანო კარუანა, შახრიარ მამედიაროვი, ვესლი სო, ვლადიმირ კრამნიკი, პიოტრ სვიდლერი, ვიშვანათან ანანდი და სხვები. პარალერულად ასევე იმართება ბ ტურნირი და მოყვარულთა ტურნირი.

იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდიLIVE

ფოთის საუკეთესო მოჭადრაკეთა დაჯილდოვება (29.12.2017)

  28 დეკემბერს გაიმართა 2017 წლის ფოთის საუკეთესო მოჭადრაკეთა დაჯილდოება. ფოთის წლის საუკეთესო მოჭადრაკედ აღიარებულ იქნა მოქმედი საქართველოს ჩემპიონი 12 წლის გოგონათა შორის, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მე-5 პრიზიორი და სხვა მრავალი საერთაშორისო და რესპუბლიკრი ტურნირების გამარჯვებული - დიანა ლომაია. წლის საუკეთესო მოჭადრაკის ნომინანტებად დასახელდნენ საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები: ელენე წოწონავა, თეიმურაზ კვიკვინია, აკაკი ყალიჩავა, ანი ჭანტურია და ბარბარე კულუა. ჭადრაკში წლის წარმატებულ საჯარო სკოლად დასახელდა ფოთის მე-2 საჯარო სკოლა. წლის საუკეთესო მოჭადრაკეს და მწვრთნელს ასევე გადაეცა ნანა ალექსანდრიას მიერ დაწესებული ფულადი პრიზები.
წარმატებული ფოთელი მოჭადრაკეები დააჯილდოვეს ფოთის მერმა
გოჩა კურდღელიამ და ქალაქის სხვა ხელმძღვანელებმა. დაჯილდოვების საზეიმო ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს ფოთის საჭადრაკო კლუბის მოსწავლეებმა.

საახალწლო ფესტივალი - 2017 (23.12.2017)

 

  23-27 დეკემბერს ფოთის საჭადრაკო კლუბში ტარდება საახალწლო ფესტივალი - 2017. ფესტივალის პროგრამით იმართება ღია ფიდეს რეიტინგ ტურნირი სწრაფ ჭადრაკში, ასევე დამწყებ მოჭადრაკეთა ტურნირები 7, 6 და 5 წლამდე მოჭადრაკეთა შორის. ყველა ტურნირში 1-3 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით, ხოლო პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით.

  იხილეთ  ტექნიკური შედეგები

ამხანაგური მატჩი (22.12.2017)

  22 დეკემბერს ფოთში გაიმართა ამხანაგური მატჩი ფოთის საჭადრაკო კლუბ "ნანა"-სა და ქუთაისის საჭადრაკო სკოლა "მაია"-ს შორის 17 დაფაზე. მოჭადრაკეებმა გაითამაშეს 3-3 პარტია, 1 კლასიკური და 2 სწრაფ ჭადრაკში. მატჩი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და დასრულდა ქუთაისელი მოჭადრაკეების გამარჯვებით 28 : 25. განმეორებითი შეხვედრა გაიმართება 2018 წლის იანვარში უკვე ქუთაისში.

 

ფარვიზ ჩაჩიბაიას IV მემორიალი (19.12.2017)

 

  17 დეკემბერს ფოთის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა ფოთის მრავალგზის პრიზიორის, ჭადრაკში სპორტის ოსტატობის კანდიდატის ფარვიზ (სოზარ) ჩაჩიბაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ბლიც ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდა 30-მდე მოჭადრაკე. ტურნირი გაიმართა შვეიცარიული სისტემით 15 ტურად. ტურნირში დაწესებული იყო ფულადი პრიზები, ჩატარდა ფიდეს ეგიდით და დათვლილი იქნა საერთაშორისო რეიტინგი.

  იხილეთ  ტექნიკური შედეგები

საქართველოს ქალთა ჩემპიონატის 1-ლი ლიგა (13.12.2017)

  13-21 დეკემბერს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ტარდება საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატის 1-ლი ლიგის ტურნირი, რომელშიც მონაწილეობს 30-მდე მოჭადრაკე. მათ შორის 8 საერთაშორისო დიდოსტატი, ოსტატი და ფიდეს ოსტატი. ჩემპიონატში ასევე მონაწილეობს ფოთის საჭადრაკო კლუბის 12 წლის მოჭადრაკეები დიანა ლომაია და ელენე წოწონავა. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად და 1-5 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ საქართველოს ქალთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურებს.

იხილეთ ტექნიკური შედეგები.

"ხონი-2017" (10.12.2017)

  9 დეკემბერს ხონში გაიმართა რესპუბლიკური ფესტივალი სწრაფ ჭადრაკში. ფესტივალში მონაწილეობას იღებდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 230-მდე მოჭადრაკე. ფესტივალში ასევე მონაწილეობდა ფოთის საჭადრაკო კლუბის 20 მოჭადრაკე. სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში ფოთელმა მოჭადრაკეებმა 9 მედალი მოიპოვეს: პირველ ადგილზე გავიდნენ ნინო სოლომონია და გაგა გვასალია. მე-2 საპრიზო ადგილები მოიპოვეს აკაკი ყალიჩავამ, ლიზი ფოჩხუამ, ლიზი სარიშვილმა და ნია ჭითანავამ. ხოლო მე-3 ადგილებზე გავიდნენ თეიმურაზ კვიკვინია, კახაბერ კიზირია და ლუკა წურწუმია.

იხილეთ ტექნიკური შედეგები.

ჯემალ თოფურიას VIII მემორიალი (26.11.2017)

 

  25 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, ფოთის საჭადრაკო კლუბში იმართება ცნობილი ფოთელი საზოგადო მოღვაწის, ბიზნესმენის და ქველმოქმედის, შ.პ.ს "კავტრექს ფოთის" ერთ-ერთი დამაარსებლის და ყოფილი გენერალური დირექტორის, ჭადრაკის მოყვარულის, ბატონი ჯემალ თოფურიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-8 საჭადრაკო ფესტივალი. ფესტივალის გენერალური სპონსორია შ.პ.ს. "კავტრექს ფოთი".

ფესტივალის პროგრამა: 1.ფოთის საჯარო სკოლების პირველობა - 25-26 ნოემბერი. 2.პირველობა ოჯახთა შორის - 26 ნოემბერი. 3.ასაკობრივი ტურნირები - 27 ნოემბერი - 1 დეკემბერი. 4.დამწყებ მოჭადრაკეთა ტურნირები - 28 ნოემბერი - 1 დეკემბერი. 5.სამეგრელო-ზემო სვანეთი ღია აბსოლუტური ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში – 2-3 დეკემბერი.

იხილეთ ტექნიკური შედეგები.

საკვალიფიკაციო ტურნირები (18.11.2017)

  18-19 ნოემბერს ფოთის საჭადრაკო კლუბში ტარდება საკვალიფიკაციო ტურნირებ მე-3, მე-4 და მე-5 კატეგორიებზე, რომელშიც მონაწილეობს ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, ხობის, მარტვილის და ჩხოროწყუს 60 მოჭადრაკე. ტურნირები იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და I-III ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და მედლებით, ხოლო I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს დამატებით გადაეცემათ თასები.

იხილეთ ტექნიკური შედეგები.

მსოფლიოს იუნიორთა ჩემპიონატი (13.11.2017)

  ტარვისიოში (იტალია) სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა 20 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს 60-ზე მეტი ქვეყნის 240-მდე მოჭადრაკე. ტურნირში ასპარეზობს 3 ქართველი: ნინო ხომერიკი, მარიამ ჭოლაძე და ნოე თუთისანი. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად და დასრულდება 25 ნოემბერს.

იხილეთ: ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი. ტექნიკური შედეგები. ქართველ მოჭადრაკეთა შედეგებიLIVE: ჭაბუკები, გოგონები.

ნონა გაფრინდაშვილის თასი-2017 (13.11.2017)

 

  13-21 ნოემბერს ქალაქ თბილისში ტარდება საერთაშორისო ტურნირი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის თასზე. თასის გათამაშება ტარდება ორრ ტურნირად, რომელშიც მონაწილეობს 7 ქვეყნის 125 მოჭადრაკე. მათ შორის ფოთის საჭადრაკო კლუბი "ნანა"-ს მოჭადრაკეები: ა ღია ტურნირში, სადაც თამაშობს 24 საერთაშორისო დიდოსტატი და ოსტატი, ასპარეზობს დიანა ლომაია. ხოლო ბ ღია ტურნირში კი ელენე წოწონავა, აკაკი ყალიჩავა, თეიმურაზ კვიკვინია და გიორგი სიჭინავა. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად და მისი საპრიზო ფონდი შეადგენს 45 000 ლარს.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები LIVE

სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატი (13.11.2017)

  მსოფლიოს სენიორთა ჩემპიონატს იტალია 7-18 ნოემბერს მასპინძლობს. ჩემპიონატი ტარდება 50+ და 65+ ასაკის მამაკაცთა და ქალთა შორის. ტუნრირში მონაწილეობს 7 ქართველი მოჭადრაკე: ნონა გაფრინდაშვილი, ციალა ქასოშვილი, თამარ ხმიადაშვილი, ზურაბ სტურუა, გიორგი ბაღათუროვი, გიორგი ხომერიკი და ვარლამ ვეფხვიშვილი. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად.

იხილეთ: ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი. ტექნიკური შედეგები. ქართველ მოჭადრაკეთა შედეგები LIVE

დავით ჩირაძის მემორიალი (05.11.2017)

 

  5-11 ნოემბერს ქალაქ ქუთაისში ტარდება საქართველოს გუნდური პირველობა "დავით ჩირაძის მემორიალი-2017". ტურნირი ტარდება 7, 8 და 10 წლის მოჭადრაკეთა შორის და მონაწილეობას იღებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 35-მდე გუნდი. ფოთის საჭადრაკო კლუბის გუნდები სამივე ასაკში ასპარეზობენ. თითოეული გუნდი დაკომპლექტებულია 3 ჭაბუკითა და 1 გოგონათი. პირველობა ტარდება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და მისი ფულადი საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

მოყვარულთა საქალაქო პირველობა (04.11.2017)

  4-10 ნოემბერს ფოთის საჭადრაკო კლუბში იმართება კლუბი "ნანა"-ს მოყვარულთა საქალაქო პირველობა. ტურნირში მონაწილეობს 40-მდე მოჭადრაკე. პირველობა იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი - 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 1-3 ადგილებზე გასული ჭაბუკები და გოგონები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით, პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ასევე გადაეცემათ თასები.

იხილეთ ტექნიკური შედეგები.

ევროპის გუნდური ჩემპიონატი (27.10.2017)

 

  28 ოქტომბერს საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე დაიწყო ევროპის ვაჟთა და ქალთა გუნდური ჩემპიონატი. ვაჟთა ტურნირში მონაწილეობს 40 გუნდი, ხოლო ქალთა შორის კი 32. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. ჩემპიონატში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ვაჟთა და ქალთა ნაკრები გუნდები. ვაჟთა გუნდი რომელიც მე-13 ნომრადაა განთესილი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობს: ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია, დავით ჯოჯუა და ლუკა პაიჭაძე. ქალთა ნაკრები გუნდი მე-2 ნომრადაა განთესილი: ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და სალომე მელია. ევროპის ჩემპიონატი 6 ნოემბერს დასრულდება.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები. LIVE - ვაჟები, ქალები. (17:00სთ)

ვაჟთა 1-ლი ლიგა (26.10.2017)

  26 ოქტომბერს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის 1-ლი ლიგის ტურნირი. ჩემპიონატში მონაწილეობს 50-მდე მოჭადრაკე, მათ შორის ფოთელი ნიკა ღვამბერია. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად და 1-4 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურებს. ჩემპიონატი 3 ნოემბერს დასრულდება.

იხილეთ ტექნიკური შედეგები.

"გამსვლელი პაიკი - 2017" (24.10.2017)

 

  24-29 ოქტომბერს ფოთის საჭადრაკო კლუბში ტარდება ტრადიციული საქალაქო საჭადრაკო ფესტივალი "გამსვლელი პაიკი- 2017" 8 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირში მონაწილეობს 40 ფოთელი მოჭადრაკე. ფესტივალი იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. 1-3 ადგილებზე გასული ჭაბუკები და გოგონები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით. ასევე დაჯილდოვდებიან 7 წლის საუკეთესო შედეგის მქონე ჭაბუკი და გოგონა.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

ანზორ მაჩიტიძის მემორიალი (07.10.2017)

  8-11 ოქტომბერს, სამტრედიაში იმართება ანზორ მაჩიტიძის მემორიალი 8 და 10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, ასევე ვაჟთა და ქალთა შორის. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და მისი საპრიზო ფონდი შეადგენს 3750 ლარს. ტურნირში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 150-მდე მოჭადრაკე, მათ შორის ფოთის საჭადრაკო კლუბის 12 მოსწავლე.

იხილეთ ტექნიკური შედეგები.

ევროპის საკლუბო ჩემპიონატი (07.10.2017)

 

  8-14 ოქტომბერს ანტალიაში (თურქეთი) ტარდება ევროპის ვაჟთა და ქალთა საკლუბო ჩემპიონატი. ვაჟთა შორის მონაწილეობს 36 გუნდი, ხოლო ქალთა შორის კი 12 კლუბი ასპარეზობს. მათ შორის ბათუმის საჭადრაკო კლუბი "ნონა" შემდეგი შემადგენლობით: ჰარიკა დრონავალი, ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი და სალომე მელია. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.

იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდიტექნიკური შედეგები LIVE

საკვალიფიკაციო ტურნირები (29.09.2017)

  30 სექტემბერს ფოთის საჭადრაკო კლუბში სტარტი აიღო საკვალიფიკაციო ტურნირებმა მე-3, მე-4 და მე-5 კატეგორიებზე, რომელშიც მონაწილეობს ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, ხობის და ჩხოროწყუს 50-მდე მოჭადრაკე. ტურნირები იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და I-III ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და მედლებით, ხოლო I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს დამატებით გადაეცემათ თასები. ტურნირი 1 ოქტომბერს დასრულდება.

იხილეთ ტექნიკური შედეგები.

კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატი (19.09.2017)

 

  მონტევიდეოში (ურუგვაი) მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი 14, 16 და 18 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი ტარდება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად და მონაწილეობას იღებს 5 ქართველი მოჭადრაკე: ნიკოლოზ კაჭარავა, ნიკოლოზ პეტრიაშვილი, გურამ კოკაია, სალომე სანიკიძე და ნინო ჯალაღონია. ჩემპიონატი დასრულდება 26 სექტემბერს.

იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდიტექნიკური შედეგები LIVE

მსოფლიო თასი (16.09.2017)

  2-28 სექტემბერს ქ. თბილისში იმართება მსოფლიო თასის გათამაშება ვაჟთა შორის. გათამაშებაში მონაწილეობს 128 მოჭადრაკე, რომელთა შორისაა თითქმის ყველა მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, მაგნუს კარლსენის ჩათვლით. ტურნირში ასევე მონაწილეობს 4 ქართველი მოჭადრაკე: ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია და ნანა ძაგნიძე. მსოფლიოს თასის გათამაშება ტარდება ოლიმპიური სისტემით და მისი საპრიზო ფონდი შეადგენს 1 600 000 აშშ დოლარს.

იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდი. LIVE

ევროპის ახალგაზრდული (8-18) ჩემპიონატი (16.09.2017)

 

  4-15 სექტემბერს მამაიაში (რუმინეთი) ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდა ევროპის 48 ქვეყნის 1200-მდე მოჭადრაკე. ჩემპიონატში ასპარეზობდა 28 ქართველი მოჭადრაკე. მათ შორის ფოთის საჭადრაკო კლუბი "ნანა"-ს 3 მოსწავლე: დიანა ლომაია, თეიმურაზ კვიკვინია და ელენე წოწონავა. სამივე მათგანი 12 წლამდე მოჭადრაკეთა ტურნირში ითამაშა. ჩემპიონატი გაიმართა შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად. ბრწყინვალედ იასპარეზა და მე-5 საპრიზო ადგილი მოიპოვა დიანა ლომაიამ, მე-12 იყო ელენე წოწონავა, ხოლო თეიმურაზ კვიკვინია მე-80 ადგილს დასჯერდა.

იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდიტექნიკური შედეგები LIVE

ტყიბულის საჭადრაკო ფესტივალი (14.08.2017)

  22-27 აგვისტო ტყიბულში გაიმართება ტრადიციული, ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალი "ტყიბული-2017". ტურნირი ტარდება 8, 10, 12 და 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ყველა ასაკში საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები და მათი მწვრთნელები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით, მედლებითა და დიპლომებით. ფესტივალის ორგანიზატორია ტყიბულის საჭადრაკო კლუბი.

იხილეთ: დებულება. ტექნიკური შედეგები

ირაკლი ლოლუას მემორიალი (09.08.2017)

 

  9-11 აგვისტოს ფოთში ტარდება ფოთის საჭადრაკო კლუბის ფუძემდებლის, ათეულობით წლების განმავლობაში ფოთის საჭადრაკო კლუბის ხელმძღვანელის, საზოგადო მოღვაწის ირაკლი (ბოჩიკა) ლოლუას მემორიალი. 9-10 აგვისტოს გაიმართება ფიდეს რეიტინგ ტურნირი სწრაფ ჭადრაკში, ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ტარდება. ხოლო 11 აგვისტოს კი საჭადრაკო კლუბი "ნანა" უმასპინძლებს მარათონულ ბლიც ტურნირს. მემორიალის ორივე ტურნირში დაწესებულია ფულადი პრიზები.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები LIVE

ფოთმა საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა (23.07.2017)

 

  13-22 ივლისს, ფოთმა ტრადიციულად უმასპინძლა XII საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საჭადრაკო კლუბი "ნანა", ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია. ფესტივალის პროგრამით ჩატარდა 10 სხვადასხვა როგორც მოზარდთა ასევე ღია ტურნირები და მასში მონაწილეობდა 14 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე. ფესტივალის საპრიზო ფონდი შეადგენდა 45 000 ლარს.

იხილეთ ესტივალის ოფიციალური ვებგვერდი.

ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი (02.07.2017)

 

  2-10 ივლისს ბათუმში ტარდება საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ბათუმის მერიის თასი-2017". ფესტივალში მონაწილეობს 17 ქვეყნის 360-მდე მოჭადრაკე. მათ შორის ფოთის საჭადრაკო კლუბის 12 მოჭადრაკე: ღვამბერია ნიკა, ყალიჩავა აკაკი, კვიკვინია თეიმურაზი, სიჭინავა გიორგი, წოწონავა ელენე, სოლომონია ნინო, კიზირია კახაბერი, სანიკიძე ანა, წურწუმია ლუკა, გარუჩავა ალექსანდრე, კვარაცხელია გიორგი, კულუა ბარბარე. ფესტივალი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად და მისი საპრიზო ფონდი შეადგენს 48650 ლარს.

იხილეთ: ტექნიკური შედეგებიLIVE

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი (17.06.2017)

 

  17 ივნისს, ხანტი-მანსიისკში (რუსეთი) სტარტი აიღო ვაჟთა და ქალთა მსოფლიოს გუნდურმა ჩემპიონატმა ჭადრაკში. ქალთა შორის ჩემპიონატზე ასპარეზობს 10 გუნდი, მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგი შემადგენლობით: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი და სალომე მელია. ტურნირი წრიული სისტემით, 9 ტურად ტარდება და დასრულდება 26 ივნისს.

იხილეთ: ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი.  ტექნიკური შედეგები LIVE

საჭადრაკო ფესტივალი "ზაფხული-2017" (17.06.2017)

 

  17-25 ივნისს, ფოთის საჭადრაკო კლუბში ტარდება საქალაქო საჭადრაკო ფესტივალი "ზაფხული-2017". ფესტივალის ღია ტურნირში მონაწილეობს ფოთის საჭადრაკო კლუბის 70-მდე მოჭადრაკე. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. ფესტივალის ფულადი საპრიზო ფონდია 300 ლარი. ასევე გამოიყოფა და საჩუქრებით დაჯილდოვდება 9 და 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის 1-3 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.  ფოტო

ინწკირველის მემორიალი (06.06.2017)

 

  6-9 ივნისს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა ტრადიციული საჭადრაკო ტურნირი, შოთა ინწკირველი მემორიალი 7 და 9 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 140 მოჭადრაკე, მათ შორის 6 ფოთელი: გაგა გვასალია, ბარბარე კულუა, ანანო ბაგათელია, ნია ჭითანავა, ნიკოლოზ ჭელიძე და ლიზი სარიშვილი. ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. 7 წლის გოგონათა შორის, ქულათა მაქსიმუმით პირველი ადგილი მოიპოვა ბარბარე კულუამ.

იხილეთ ტექნიკური შედეგები.

საკვალიფიკაციო ტურნირი (03.06.2017)

 

  3-4 ივნისს ფოთის საჭადრაკო კლუბში ტარდება საკვალიფიკაციო ტურნირი მე-3, მე-4 და მე-5 მოზარდთა კატეგორიებზე. ტურნირში მონაწილეობს ფოთის, ზუგდიდის, სენაკის და ჩოხატაურის 60-მდე მოჭადრაკე. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად. სამივე ტურნირში საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით, პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკეები კი თასებით.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები ფოტო.

ბლიც ტურნირი (01.06.2017)

 

  ფოთში მორიგი ბლიც ტურნირი გაიმართა. ამჯერად საჭადრაკო კლუბმა "ნანა"-მ უმასპინძლა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. ტურნირში მონაწილეობდა ფოთის, ზუგდიდის, სენაკის და ხობის 50 მოჭადრაკე. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ჩატარდა. 1-3 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით და დიპლომებით. ტურნირში ითვლებოდა ფიდეს რეიტინგი.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.  ფოტო

ევროპის ვაჟთა ჩემპიონატი (30.05.2017)

 

  30 მაისს მინსკში სტარტი აიღო მე-18 ევროპის ჩემპიონატმა ჭადრაკში ვაჯთა შორის, რომელშიც მონაწილეობს ევროპის 400-მდე მოჭადრაკე. ჩემპიონატში ასევე მონაწილეობს 10 ქართველი მოჭადრაკე, მათ შორის ეროვნული ნაკრების ლიდერები: ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი და ლევან ფანცულაია. ჩემპიონატი იმართება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად და მისი საპრიზო ფონდი შეადგენს 100 000 ევროს. ევროპის ჩემპიონატი 10 ივნისს დასრულდება.

იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდი.  ტექნიკური შედეგები. LIVE. 

დამოუკიდებლობის დღე (27.05.2017)

 

  26 მაისს, ფოთის საჭადრაკო კლუბის ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ბლიც ტურნირი. ამავე დღეს ფოთის წარმატებულმა მოჭადრაკეებმა გამართეს ერთდროული თამაშის სეანსი საჭადრაკო კლუბის ნორჩ მოსწავლეებთან. ბლიც ტურნირში საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ დიპლომებით და მედლებით. პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეს ასევე გადაეცა თასი. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდა 80-მდე მოჭადრაკე.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.  ფოტო

ფოთი საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

 

  13-22 ივლისს, ფოთი ტრადიციულად უმასპინძლებს XII საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საჭადრაკო კლუბი "ნანა", ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია. ფესტივალის პროგრამით ტარდება 10 სხვადასხვა როგორც მოზარდთა ასევე ღია ტურნირები და მასში მონაწილეობას მიიღებს 10-მდე ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე. ფესტივალის საპრიზო ფონდი შეადგენს 45 000 ლარს.

იხილეთ ესტივალის ოფიციალური ვებგვერდი.

საქართველოს ჩემპიონატი 8-18 (13.05.2017)

 

  5-13 მაისს, ბათუმში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 300-მდე მოჭადრაკე, მათ შორის ფოთის საჭადრაკო კლუბი "ნანა"-ს 26 მოსწავლე. ჩემპიონატი გაიმართა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. 12 წლის გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა დიანა ლომაიამ, ამავე ასაკში ვიცე-ჩემპიონობას დაეუფლა ელენე წოწონავა. 12 წლის ჭაბუკთა შორის საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა თეიმურაზ კვიკვინია, ხოლო 18 წლის გოგონათა შორის კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა ანი ჭანტურია. 1-2 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები იასპარეზებენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე.

იხილეთ ტექნიკური შედეგები.  LIVE

საკვალიფიკაციო ტურნირი (30.04.2017)

 

  29-30 აპრილს ფოთის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა საკვალიფიკაციო ტურნირი მე-4 და მე-5 მოზარდთა კატეგორიებზე. ტურნირში მონაწილეობს ფოთის, ზუგდიდის, სენაკის და მარტვილის მუნიციპალიტეტების 75 მოჭადრაკე. ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად. ორივე ტურნირში საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მედლებითა და დიპლომებით, პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკეები კი თასებით.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

საქართველოს ჩემპიონატი U7 (30.04.2017)

 

  24-30 აპრილს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. ტურნირში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 70-მდე მოჭადრაკე. მათ შორის ფოთის საჭადრაკო სკოლის 9 მოსწავლე: გვასალია გაგა, გვაზავა ილია, კაკულია დემეტრე, ფაცია ალექსი, მალანია თამაზ, ბაგათელია ანანო, ჭითანავა ნია, კულუა ბარბარე, მარიამ ვადაქარია. გოგონათა შორის წარმატებით იასპარეზა და 6 ქულით საქართველოს ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა ბარბარე კულუამ.

იხილეთ ტექნიკური შედეგები.

მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატი (30.04.2017)

 

  21-30 აპრილს იასიში (რუმინეთი) ჩატარდა მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატი 7, 9, 11, 13, 15 და 17 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდა 8 ქართველი მოჭადრაკე. მათ შორის ფოთის საჭადრაკო კლუბი "ნანა"-ს მოსწავლე ელენე წოწონავა, რომელიც 13 წლამდე გოგონათა შორის ასპარეზობდა. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად გაიმართა. ელენემ ბრწყინვალედ იასპარეზა და 6 ქულით მე-5 საპრიზო ადგილი დაიკავა. მან ფიდეს რეიტინგი 126 პუნქტით გაიუმჯობესა.

იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდი.  ტექნიკური შედეგები. LIVE. 

ნანა ძაგნიძე ევროპის ჩემპიონია (22.04.2017)

 

  ლატვიის დედაქალაქში (რიგა) გაიმართა ევროპის ქალთა ჩემპიონატი. ტურნირში ევროპის 150-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს უძლიერესი 8 მოჭადრაკე: ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია, მერი არაბიძე, ნინო ხომერიკი და სოფიო გვეტაძე. ჩემპიონატში ბრწინვალედ იასპარეზა და ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა ნანა ძაგნიძემ. ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 11 ტურად და მისი საპრიზო ფონდი შეადგენდა 70 000 ევროს.

იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდი.  ტექნიკური შედეგები. LIVE

სამეგრელოს ჩემპიონატი (07.04.2017)

 

  8-11 აპრილს, ფოთის საჭადრაკო კლუბში ტარდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი 7, 9, 11, 13 და 15 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს ფოთის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშის და ჩხოროწყუს 100-მდე მოჭადრაკე. ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. 15 წლამდე მოჭადრაკეთა ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი, ასევე მოჭადრაკეებს ეძლევა სპორტული თანრიგის შესრულების შესაძლებლობა.

იხილეთ:  ტექნიკური შედეგები. LIVE.  ფოტო.

დიანა ლომაიას წარმატება (02.04.2017)

 

  27 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ქ. თბილისში ჩატარდა ალექსანდრე ბოკუჩავას თასი 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 44 მოჭადრაკე. მათ შორის ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეები - დიანა ლომაია და თეიმურაზ კვიკვინია. ბრწყინვალედ იასპარეზა და 5 ქულით პირველ ადგილი დაიკავა 12 წლის დიანა ლომაიამ, ხოლო ჭაბუკთა შორის ის მე-3 იყო. დიანამ ფიდეს რეიტინგი 103 პუნქტით გაიუმჯობესა. ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და მისი საპრიზო ფონდი შეადგენდა 1700 ლარს.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები. LIVE

ოთარ ხომერიკის XV მემორიალი (25.03.2017)

 

  25-30 მარტს, ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლაში ტარდება ფოთის სპორტკომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მწვრთნელის ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი XV საქალაქო ტურნირი ჭადრაკში 9 და 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, ასევე ღია ტურნირი სწრაფ ჭადრაკში. მემორიალში მონაწილეობას მიიღებს 100-ზე მეტი ფოთელი მოჭადრაკე. ყველა ტურნირში საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან საჩუქრებითა და დიპლომებით.

იხილეთ:  ტექნიკური შედეგებიფოტო.

ტიგრან პეტროსიანის მემორიალი (22.03.2017)

 

  16-22 მარტს, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჩატარდა ტიგრან პეტროსიანის მემორიალი 8 და 10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 90-მდე მოჭადრაკე. მათ შორის 6 ფოთელი მოჭადრაკე: ლუკა ჯაბელია, ანასტასია მატკავა, გიორგი კვარაცხელია, ლუკა წურწუმია, გაბრიელ გოცირიძე და ბარბარე კულუა. ტურნირი წარმატებით იასპარეზეს გიორგი კვარაცხელიამ და ბარბარე კულუამ. გიორგი 8 წლის ჭაბუკთა ტურნირში 7 შესაძლებლობიდან 6 ქულით 1-ლი ადგილი დაიკავა, ხოლო ბარბარე კი მე-3 იყო 8 წლის გოგონათა შორის, მანვე 7 წლის გოგონათა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. და საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით, თასებით, მედლებით და დიპლომებით.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

საქართველოს ქალთა ჩემპიონატი (12.03.2017)

 

  11-20 მარტს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ტარდება საქართველოს ქალთა 74-ე ჩემპიონატი. ტურნირი იმართება წრიული სისტემით და მასში მონაწილეობს 10 მოჭადრაკე: ბელა ხოტენაშვილი (2434), სალომე მელია (2394), მერი არაბიძე (2383), ნინო ხურციძე (2383), სოფიკო ხუხაშვილი (2368), თამარ წერეთელი (2350), ნინო ხომერიკი (2317), სოფიო გვეტაძე (2285), მირანდა მიქაძე (2280), ანა კუჭავა (2134).  ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენს 17500 ლარს.

იხილეთ: ტექნიკური შედეგებიLIVE

საქართველოს ჩემპიონატის 1-ლი ლიგა  (02.03.2017)

 

  4-10 მარტს, ფოთის საჭადრაკო კლუბში ტარდება საქართველოს ჩემპიონატის 1-ლი ლიგის ტურნირები 8, 10 და 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობს დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების 90-მდე მოჭადრაკე. ჩემპიონატი ტარდება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და 1-5 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურები. ყველა ტურნირის ლიდერთა პარტიები გადაიცემა ონლაინ რეჟიმში.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები. ფოტო LIVE

ნიკა ღვამბერია საქართველოს ვიცე-ჩემპიონია! (27.02.2017)

 

  19-27 თებერვალს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 44 მოჭადრაკე. მათ შორის ფოთელი ნიკა ღვამბერია. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა. ჭაბუკთა შორის 9 შესაძლებლობიდან 6,5 ქულით საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ნიკა ღვამბერიამ.

იხილეთ: ტექნიკური შედეგებიLIVE

სამეგრელოს ჩემპიონატი  (19.02.2017)

 

  16-19 თებერვალს ზუგდიდში ჩატარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდა რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 90-მდე მოჭადრაკე. მათ შორის ფოთის საჭადრაკო სკოლის 24 მოსწავლე. ჩემპიონატი გაიმართა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად და საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვეს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურები. ტურნირის ორგანიზატორია რეგიონის ჭადრაკის ფედერაცია და ზუგდიდის საჭადრაკო სკოლა. ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს 5 ოქროს (ანი ჭანტურია, ელენე წოწონავა, თეიმურაზ კვიკვინია, კახაბერ კიზირია, ბარბარე კულუა), 4 ვერცხლისა (დიანა ლომაია, ანა სანიკიძე, ალექსანდრე გარუჩავა, ლიზი სარიშვილი) და 2 ბრინჯაოს მედალი (აკაკი ყალიჩავა, ლიზი ფოჩხუა).

იხილეთ: ტექნიკური შედეგები. ფოტო

მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატი (11.02.2017)

 

  11 თებერვალს, ირანში სტარტს აიღო მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატი. ტურნირი ნოკაუტ სისტემით იმართება და მისი საპრიზო ფონდი 450 000 აშშ დოლარს შეადგენს.  ჩემპიონატში მონაწილე 64 მოჭადრაკიდან 8 ქართველია: ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია, ნინო ხურციძე, სოფიკო გურამიშვილი, სოფიო გვეტაძე. მსოფლიო ქალთა ჩემპიონატი 3 მარტს დასრულდება.

იხილეთ: ოფიციალური ვებგვერდი.  ტექნიკური შედეგებიLIVE

ელენე წოწონავა საქართველოს ჩემპიონია!  (10.02.2017)

 

  1-9 თებერვალს ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი 9, 11 და 13 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში ბრწყინვალედ იასპარეზეს ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეებმა და მოიპოვეს 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი. 13 წლის გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტული და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა ელენე წოწონავამ. ამავე ასაკის ჭაბუკთა შორის საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა აკაკი ყალიჩავა. ასევე 13 წლის ასაკის გოგონათა შორის მე-3 იყო დიანა ლომაია, ხოლო 11 წლის ჭაბუკთა შორის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა თეიმურაზ კვიკვინია.

იხილეთ: ტექნიკური შედეგები.

ფოთის გრანპრის გათამაშება (02.02.2017)

 

  2-8 თებერვალს, ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლაში ტარდება ფოთის გრანპრის გათამაშების 1-ლი ეტაპის ტურნირები 8 და 10 წლამდე მოჭადრაკეთა შორის, რომელშიც მონაწილეობს 100-მდე ფოთელი მოჭადრაკე. გათამაშების ფარგლებში ტარდება 5 ტურნირი: 10 წლამდე უმაღლესი ლიგა (წრიული), 10 წლამდე პირველი ლიგა (შვეიცარიული), 8 წლამდე უმაღლესი ლიგა (წრიული), 8 წლამდე პირველი ლიგა (წრიული), 8 წლამდე მეორე ლიგა (შვეიცარიული). ყველა ტურნირში 1-3 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებითა და დიპლომებით.

იხილეთ: ტექნიკური შედეგებიფოტო

საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატი  (28.01.2017)

 

  1-9 თებერვალს ქ. თბილისში ტარდება საქართველოს ჩემპიონატი 9, 11 და 13 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემ