გადაწერეთ პარტიები

 

მსოფლიო თასი–2009

– მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატი (11.11–23.11.2009)

– ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი (31.08–10.09.2009)

– "ნანა ალექსანდრიას თასი–2009" (08.07–18.07.2009)

Tbilisi Cup-2009 (15.06–23.06.2009)

– ქალთა საერთაშორისო ტურნირი "მაია ჩიბურდანიძის თასი–2009" (05.06–14.06.2009)

– საქართველოს ჩემპიონატი 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის (25.05–03.06.2009)

 

"იჯი – 2009"

   19–26 ოქტომბერს ქ. თბილისში ტარდება საჭადრაკო ფესტივალი "იჯი–2009", ტურნირი ტარდება 10, 12 და 16 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის. ფესტივალის საპრიზო ფონდი 1000 ლარს შეადგენს და მასში მონაწილეობს 131 მოჭადრაკე, ტურნირი 7 ტურად იმართება. იხ. ტექნიკური შედეგები:

 

Olomouc Chess Summer(13.08.2009)

    ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცში დასრულდა საჭადრაკო ფესტივალი Olomouc Chess Summer. ბ ტურნირში მოასპარეზე დავით არუთინიანმა (2526) 9 ტურიდან 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ხოლო ღია ტურნირში კი 6,5 ქულით მე–9 ადგილი დაიკავა ალექს ტერ–კარაპეტიანმა (2192).

 

ფიდეს გრან–პრი(13.08.2009)

    8 აგვისტოს სომხეთის ქალაქ ჯერმუკში სტარტი აიღო ფიდეს გრან–პრის მე–5 ეტაპის ტურნირმა. ტურნირში მონაწილეობს მსოფლიოს უძლიერესი 14 დიდოსტატი. 4 ტურის შემდეგ 3–3 ქულით ტურნირის ცხრილის სათავეში მოექცნენ ლევონ არონიანი (სომხეთი, 2768) და პიტერ ლეკო (უნგრეთი, 2756). იხილეთ ტურნირის ოფიციალური ვებ–გვერდი.

 

Acropolis 2009(13.08.2009)

    საბერძნეთის ქალაქ ჰალკიდაში მიმდინარეობს საერთაშორისო ტურნირი Acropolis 2009 რომლის საპრიზო ფონდი შეადგენს 20000 ევროს. ტურნირში 100 მოჭადრაკე მონაწილეობს და მათგან 28 დიდოსტატია. ტურნირში მონაწილეობს 8 ქართველი მოჭადრაკე: თამაზ გელაშვილი (2605), ლევან აროშიძე (2537), ნანა ძაგნიძე (2536), ნიკოლოზ მანაგაძე (2459), სალომე მელია (2441), მაია ლომინეიშვილი (2427), ინგა ჭარხალაშვილი (2357), ინგა ხურცილავა (2261).  3 ტურის შემდეგ 2–2 ქულა აქვთ: თამაზ გელაშვილს, ნიკოლოზ მანაგაძეს, ლევან აროშიძეს და ნანა ძაგნიძეს. იხილეთ ტურნირის ოფიციალური ვებ–გვერდი.

 

"Kavala-2009"(12.08.2009)

   საბერძნეთში 1–8 აგვისტოს ჩატარდა მე–18 ღია საერთაშორისო ტურნირი "Kavala-2009", ეს ტურნირი ამავდროულად წარმოადგენს საბერძნეთის ღია ჩემპიონატს როგორც ვაჟთა ასევე ქალთა შორის. ტურნირში 160 მოჭადრაკე მონაწილეობდა და მათ შორის 50–ზე მეტი დიდოსტატია. საქართველოდან კი მონაწილეობას იღებდა 7 მოჭადრაკე: თამაზ გელაშვილი (2605), ლევან აროშიძე (2537), ნანა ძაგნიძე (2536), ნიკოლოზ შავთვალაძე (2452), სოფიკო ხუხაშვილი (2430), ინგა ჭარხალაშვილი (2357), ნაზი პაიკიძე (2298).

  ტურნირი 6,5 ქულით დაასრულა თამაზ გელაშვილმა და ის საბოლოოდ მე–10 ადგილზე გავიდა.  იხ. ტექნიკური შედეგები.

 

Euro Chess-2009(05.08.2009)

   ჰოლანდიაში (ტვენტე) მიმდინარეობს ახალგაზრდული ფესტივალი რომელშიც მონაწილეობას იღებს 346 მოჭადრაკე. ფესტივალი ტარდება 20, 16, 14, 12 და 10 წლის მოჭადრაკეთა შორის. ფესტივალის ყველაზე ძლიერ ტურნირში Young Masters 18 მოჭადრაკე მონაწილეობს, რომელთა შორის 5 დიდოსტატია, ამ ტურნირში მონაწილეობს სალომე მელია. 5 ტურის შემდეგ სალომეს 2,5 ქულა აქვს. იხ. ტექნიკური შედეგები.

 

ვ. ქარსელაძის მემორიალი(26.06.2009)

   24–30 ივნისს ქ. თბილისში ტარდება ტრადიციული საჭადრაკო ტურნირი – ვ. ქარსელაძის მემორიალი, ტურნირი ტარდება 8, 10, 12 და 14 წლის მოჭადრაკეთა შორის. 8 წლის მოჭადრაკეთა შორის 21 გუნდი ასპარეზობს, 10 წლამდე – 24 გუნდი, 12 წლამდე – 20 გუნდი და 14 წლამდე – 10 გუნდი. თითოეული გუნდის შემადგენლობაში 3 ჭაბუკი და 1 გოგონა ასპარეზობს. ტურნირში მონაწილეობას იღებს ფოთის ნ. ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის 5 გუნდი.

 

შ. ინწკირველის მემორიალი დასრულდა(31.05.2009)

     ქ. თბილისში დასრულდა შ. ინწკირველის მემორიალი. ტურნირში წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა მოჭადრაკეებმა. 7 წლის გოგონათა შორის 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა ანი მიქაძემ, ხოლო 9 წლის ჭაბუკთა შორის კი მეორე ადგილს დასჯერდა ომარ ზარგინავა. ვულოცავთ ფოთელ ნორჩ მოჭადრაკეებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.

 

შ. ინწკირველის მემორიალი(27.05.2009)

     27–31 ქ. თბილისში ტარდება შ. ინწკირველის მემორიალი 7 და 9 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ამ ტრადიციულ ტურნირში 144 მოჭადრაკე მონაწილეობს, მათ შორისაა 4 ფოთელი მოჭადრაკე: ომარ ზარგინავა, ანასტასია ხარაზი, ნიკო კაპანაძე და ანი მიქაძე. იხ. დაწვრილებითი ინფორმაციები: 7 წლის გოგონები, 7 წლის ჭაბუკები, 9 წლის გოგონები, 9 წლის ჭაბუკები. იხ. ფოთელ მოჭადრაკეთა შედეგები.

 

"Mtel Masters"(12.05.2009)

    13–23 მაისს ბულგარეთში (სოფია) ტარდება 21–ე კატეგორიის სუპერ ტურნირი "Mtel Masters". , რომელშიც მონაწილეობს მსოფლიოს 6 უძლიერესი დიდოსტატი: ვ. ტოპალოვი (2812, ბულგარეთი), მ. კარლსენი (2770, ნორვეგია), ვ. ივანჩუკი (2746უკრაინა), ა. შიროვი (2745, ესპანეთი), ვ. იუე (2738, ჩინეთი) და ლ. დომინგესი (2721, კუბა). ტურნირის 2 წრედ გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი შეადგენს 300 000 ევროს. იხ. ტურნირის ოფიციალური ვებ–გვერდი.

 

თბილისი ჩემპიონატი 16 წლის მოჭადრაკეთა შორის(11.05.2009)

    11 მაისს ნონა გაფრინდაშვილის ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო თბილისის ჩემპიონატმა 16 წლის მოჭადრაკეთა შორის. ტურნირში მონაწილეობს 26 მოჭადრაკე. იხ. დაწვრილებითი ინფორმაციები.

 

მსოფლიო ჩემპიონატი კომპიუტერებს შორის(11.05.2009)

    11–18 მაისს ესპანეთში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი კომპიუტერებს შორის. ჩემპიონატში 12 კომპიუტერი უპირისპირდებიან ერთმანეთს, მათ შორის გასული წლის მსოფლიო ჩემპიონი "Ribka". იხ. დაწვრილებითი ინფორმაციები.

 

გიორგი ბაღათუროვმა სალონიკის ღია ტურნირი მოიგო(04.05.2009)

    გიორგი ბაგათუროვის გამარჯვებით დასრულდა საბერძნეთში (სალონიკი) საერთაშორისო ღია ტურნირი. ტურნირში 45 მოჭადრაკე მონაწილეობდა და შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. ბაღათუროვმა 7 ქულა დააგროვა და დამატებითი მაჩვენებლით აჯობა თურქ მოჭადრაკეს.

 

საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი(01.05.2009)

     29 აპრილს ქ. ფოთში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევმა ტურნირმა 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ტურნირი ჭაბუკთა შორის შვეიცარიული სისტემით 7 ტურად იმართება, ხოლო გოგონათა შორის წრიული სისტემით, ორ წრედ. გამარჯვებული მოჭადრაკეები როგორც ჭაბუკთა ასევე გოგონათა შორის დაფინანსებული იქნებიან საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში რომელიც 11–21 მაისს ქ. ქუთაისში გაიმართება. იხ. ტექნიკური შედეგები. ჭაბუკები, გოგონები.

 

ფიდეს გრან–პრი(26.04.2009)

     14–30 აპრილს რუსეთში (ნალჩიკი) ჩატარდა ფიდეს გრან–პრის მე–4 ტურნირი ვაჟთა შორის. ტურნირში მონაწილეობდა მსოფლიოს 14 უძლიერესი დიდოსტატი. 8,5 ქულით პირველ ადგილზე გავიდა ლევონ არონიანი(2754, სომხეთი), 7,5 ქულით მეორე იყო პიტერ ლეკო (2751, უნგრეთი), ხოლო მესამე ადგილი კი ასევე 7,5 ქულით ვლადიმერ აკოფიანმა(2696, სომხეთი) დაიკავა.  იხ. ტურნირის ოფიციალური ვებ–გვერდი.

 

თბილისის ჩემპიონატი 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის(09.04.2009)

      8 აპრილს ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო ქ. თბილისის ჩემპიონატმა 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, რომელშიც 30 ჭაბუკი და 18 გოგონა იღებს მონაწილეობას. იხ. ტექნიკური შედეგები: ჭაბუკები. გოგონები.

 

ოთარ ხომერიკის მე–7 მემორიალი(28.03.2009)

     28–29 მარტს ქ. ფოთში ტარდება სპორტის დამსახურებული მუშაკის, ფოთის სპორტკომიტეტის ყოფილი თავჯდომარის ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი სწრაფ ჭადრაკში. ტურნირი იმართება 7, 9 და 13 წლამდე ასაკის და ასევე მოყვარულ მოჭადრაკეთა შორის. ტურნირში სამოცამდე მოჭადრაკე მონაწილეობს და 7 ტურად იმართება. იხ. ტექნიკური შედეგები.

 

საქართველოს ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირები(19.03.2009)

     19–22 მარტს ქ. ფოთში ტარდება საქართველოს 10 და 8 წლამდე ჩემპიონატების შესარჩევი საქალაქო ტურნირები 10 და 8 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის. შესარჩევ ტურნირებში 52 მოჭადრაკე მონაწილეობს და პირველ ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებზე. იხ. ტექნიკური შედეგები: 8 წლამდე გოგონები. 8 წლამდე ჭაბუკები. 10 წლამდე გოგონები. 10 წლამდე ჭაბუკები.

 

ქ. თბილისში მიმდინარეობს ტურნირები(19.03.2009)

     17–20 მარტს ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ტარდება რეიტინგ ტურნირი Doves-CPA რომელშიც მონაწილეობას იღებს 26 მოჭადრაკე. მათ შორისაა 2 ფოთელი მოჭადრაკე: ნიკა ღვამბერია და ადა ქაქუთია. იხ. ტექნიკური შედეგები.

     პარალერულად მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატი სენიორთა შორის. იხ. ტექნიკური შედეგები.

 

ქალთა ფიდეს გრან–პრი(18.03.2009)

      5–20 მარტს თურქეთში ტარდება ქალთა ფიდეს გრანდპრის პირველი ეტაპი. ტურნირში მსოფლიოს 12 უძლიერესი მოჭადრაკე ქალი მონაწილეობს, საქართველოდან კი ტურნირში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე. დაწვრილებითი ინფორმაციები იხილეთ ტურნირის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

 

საქართველოს ჩემპიონატი 14 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის(15.03.2009)

       5–14 მარტს ქ. თბილისში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი 14 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში 52 ჭაბუკმა და 30 გოგონამ მიიღო მონაწილეობა. ჭაბუკთა შორის 1–ლი ადგილი 7,5 ქულით ირაკლი ბერაძემ დაიკავა, მეორე ადგილი კი ნიკოლოზ ქუმსიაშვილმა, მესამე იყო გიგლა ბენიძე. გოგონათა შორის 1–ლი ადგილზე ნატო იმნაძე გავიდა (7ქ.), მეორე იყო ანა შამათავა(7ქ.) და მესამე ადგილზე კი მარიამ ჭოლაძე(6,5ქ.) გავიდა. დაწვრილებითი ინფორმაციები იხ. ტურნირებში.

 

თბილისის ჩემპიონატი 14 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის(22.02.2009)

     დასრულდა ქ. თბილისის ჩემპიონატი 14 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჭაბუკთა ტურნირში მონაწილეობდა 24 მოჭადრაკე, ხოლო გოგონათა შორის კი 11 მონაწილე. ორივე ტურნირი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. ჭაბუკთა ტურნირი დასრულდა ირაკლი ბერაძის გამარჯვებით, ხოლო გოგონატა ტურნრიში კი  კი ლიკა კობეშავიძემ გაიმარჯვა. პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკეები სრულად დაფინანსდებიან მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონატზე, რომელიც გაიმართება აგვისტოს თვეში იტალიაში. იხ. დაწვრილებითი ინფორმაციები: ჭაბუკები.   გოგონები. რეიტინგის მონაცემები იხილეთ ტურნირებში.

 

"Arcapita International Open Chess Championship"(27.01.2009)

       23 იანვრიდან 3 თებერვლამდე ბაჰრეინში ტარდება საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი "Arcapita International Open Chess Championship". ტურნირის საპრიზო ფონდი 16 000 აშშ დოლარია.  ტურნირში 100-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობს და მათ შორის 2 ქართველი საერთაშორისო ოსტატი: მალხაზ სულაშვილი და დავით ჯოჯუა. იხ. ტურნირის ვებ-გვერდი.

 

ქვეყნის ჩემპიონატები(27.01.2009)

       საქართველოს ჩემპიონატის პარარელურად რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს ეროვნული ჩემპიონატები, იხ. ინფორმაციები: ხორვატია, პოლონეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი (ქალთა).

 

Corus Chess 2009(27.01.2009)

       16 იანვრიდან 1 თებერვლამდე ჰოლანდიაში იმართება ტრადიციული საჭადრაკო ფესტივალი Corus Chess 2009. ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოს უზლიერესი დიდოსტატები, დიდოსტატთა ა ტურნირი მე-19 კატეგორისაა და მასში მონაწილეთა საშუალო რეიტინგია 2716. 8 ტურის შემდეგ 5 ქულით ტურნირის ერთპიროვნული ლიდერია ს. მოვსესიანი. იხ. ფესტივალის ვებ-გვერდი.

 

2009 Gibtelecom Festival(27.01.2009)

    27 იანვარს გიბრალტარზე სტარტი აიღო მე-7 გიბტელეკომის საერთაშორისო ფესტივალმა, ფესტივალში 6 სხვადასხვა ტურნირი შედის. ფესტივალის უმთავრეს ტურნირში Gibtelecom Masters-ში მონაწილეობს 150-მდე მოჭადრაკე, რომელთაგან 50-მდე დიდოსტატია და მათ შორის 2008 წლის მსოფლიო ოლიმპიადის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე. ტურნირის საპრიზო ფონდი 100 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს. იხ. ფესტივალის ვებ გვერდი

 

CPA-ს ჩემპიონატი(05.01.2009)

    3-11 იანვარს ქ. თბილისში ტარდება საჭადრაკო კლუბ CPA-ს ჩემპიონატი რომელშიც 19 მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას. ჩემპიონატში მონაწილეობს ფოთელი ნინო ანაკიძე. გამარჯვებული მოჭადრაკეები მოიპოვებენ ესპანეთის საკლუბო ჩემპიონატის საგზურებს. იხ. დაწვრილებითი ინფორმაცია

 

უახლესი რეიტინგ ცვლილებები(01.01.2009)

    1 იანვარს ფიდემ გამოაქვეყნა უახლესი რეიტინგი.

    ცვლილებებია ფოთელ მოჭადრაკეთა რეიტინგებში. საგრძნობლად მოიმატა რეიტინგი ნინო ანაკიძემ. გთავაზობთ ფოთელ მოჭადრაკე რეიტინგის მონაცემებს: დათო კოდუა (2277), გიორგი გამზარდია (2139), ნინო ანაკიძე (1975), ადა ქაქუთია (1716), მარიამ სამურკასოვი (1649).

    2008 წელს საქართველოში გამართული რეიტინგ ტურნირების სტატისტიკა იხილეთ ტურნირებში (რესპუბლიკური).

 

საქართველოს ქალთა ჩემპიონატის 1-ლი ლიგა

    4-10  დეკემბერს ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს ქალთა ჩემპიონატის 1-ლი ლიგის ტურნირი. უმაღლესი ლიგის საგზურები მოიპოვეს ქეთი წაწალაშვილმა და მერი არაბიძემ.  ტექნიკური შედეგები იხილეთ ტურნირებში:

 

უახლესი რეიტინგ ცვლილებები(05.12.2008)

    1 ოქტომბრიდან საქართველოში ჩატარებული სხვადასხვა უკვე დათვლილი რეიტინგ ტურნირებში ქართველ მოჭადრაკეთა ფიდეს რეიტინგის ცვლილებები იხილეთ ტურნირებში.

 

ტიგრან პეტროსიანის მემორიალი (01.12.2008)

      თბილისში, საჭადრაკო კლუბ "ნტნ"-ში  ჩატარდა მსოფლიოს ექს-ჩემპიონის ტიგრან პეტროსიანის მემორიალი. ტურნირში მონაწილეობას იღებდა 53 მოჭადრაკე. ტურნირში გამარჯვება მოიპოვა პირველ ნომრად განთესილმა გიორგი ბაღათუროვმა(2488), მეორე ადგილზე გავიდა ლევან ბრეგაძე(2387), ხოლო მესამე იყო შოთა აზალაძე(2394). დებულება და ტექნიკური შედეგები იხილეთ ტურნირებში.

 

 

"მაია ჩიბურდანიძის თასი"(24.11.2008)

        22-30 ნოემბერს ქ. ქუთაისში ტარდება საჭადრაკო ფესტივალი "მაია ჩიბურდანიძის თასი". ტურნირის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს და მასში 100-მდე მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას. ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლიდან ტურნირში მონაწილეობას იღებს 10 მოჭადრაკე: ნინო ანაკიძე, მარიამ სამურკასოვი, ადა ქაქუთია, ნიკა ღვამბერია, თათია კოხრეიძე, გიგი აბსარიძე, ანი ჭანტურია, მარიამ დოლიძე, დავით ჩარექოვი, ანასტასია ხარაზი.

 

ფოთის საჭადრაკო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს(24.11.2008)

       ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, სულ შეკეთდება 5 საკლასო ოთახი. სარემონტო სამუშაოებისთვის 36000 ლარია გამოყოფილი და უკვე დეკემბრის შუა რიცხვებიდან სკოლის მოსწავლეები ისარგებლებენ თანამედროვე სპორტული ბაზით

 

 

საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი(16.11.2008)

         12 ნოემბერს ქ. თბილისში დაიწყო საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ჭადრაკში, ტურნირში 64 მოჭადრაკე მონაწილეობს. დაწვრილებითი ინფორმაცია ტურნირის მიმდინარეობის შესახებ იხილეთ http://www.gcf.org.ge/news.php

 

მსოფლიოს ჩემპიონატი ბლიცში(08.11.2008)

        ყაზახეთის დედაქალაქში ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში და მასში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს თექვსმეტმა უძლიერესმა დიდოსტატმა. ჩემპიონატი წრიული სისტემით ჩატარდა და საპრიზო ფონდი 350 000 შვეიცარიულ ფრანკს შეადგენდა. მსოფლიო ჩემპიონობა კუბელმა ლ. დომინგესმა მოიპოვა 11,5 ქულით, მეორე ადგილზე ვ. ივანჩუკი (უკრაინა) გავიდა 11 ქულით, მესამე ადგილი კი პ. სვიდლერს (რუსეთი) ერგო 10,5 ქულით. იხ. ჩემპიონატის საბოლოო ცხრილი.

 

ქართველები საერთაშორისო ტურნირებში ასპარეზობენ(03.11.2008)

       21-31 ოქტომბერს, უკრაინის ქალაქ ლვოვში გაიმართა საერთაშორისო წრიული ტურნირი - ვ. ვასილიშინას მემორიალი. ტურნირში 2 ქართველი მოჭადრაკე: მალხაზ სულაშვილი და გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობდნენ, იხ. ტურნირის ვებ-გვერდი.

        25 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე საფრანგეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში "Open Rohde" დიდოსტატმა მერაბ გაგუნაშვილმა მე-2 ადგილი დაიკავა

      30 ოქტომბრიდან - 7 ნოემბრამდე ესპანეთში, ბარსენოლაში ტარდება საერთაშორისო წრიული ტურნირი "Magistral Casino". ტურნირში 10 მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას, მათგან კი 9 დიდოსტატია. ტურნირში მონაწილეობს და საკმაოდ წარმატებითაც ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა, მას ოთხი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს და ალექსანდრე დრეევთან ერთად 1-2 ადგილებს იყოფს. იხ. ტურნირის ვებ-გვერდი.

      28 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე გერმანიაში ტარდება სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატი რომელშიც მონაწილეობს საერთაშორისო ქალთა დიდოსტატი თამარ ხმიადაშვილი, რომელიც 6 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-5 ადგილზეა. იხ. დაწვრილებითი ინფორმაციები.

 

2009 წლის საქართველოს ქალთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი

       30 ოქტომბერს ქ. თბილისში სტარტი აიღო საქართველოს ქალთა ჩემპიონატის შესარჩევმა ტურნირმა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეები ნინო ანაკიძე და ადა ქაქუთია. 1-6 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ ქალთა ჩემპიონატის 1-ლი ლიგის საგზურებს. ტექნიკური  შედეგები იხილეთ ტურნირებში:

ირაკლი ლოლუას მემორიალი

    11-16 ნოემბერს ქ. ფოთში გაიმართება ფოთის საჭადრაკო კლუბის ყოფილი დირექტორის, ფოთში ჭადრაკის ერთ-ერთი ფუძემდებლის ირაკლი (ბოჩიკა) ლოლუას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭადრაკში. ღია ტურნირის საპრიზო ფონდი 450 ლარია და მასში ფიდეს რეიტინგი დაითვლება, 7 და 9 წლამდე ასაკის ტურნირებში საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან, ხოლო ბლიც ტურნირის საპრიზო ფონდი 100 ლარს შეადგენს. იხ. ტურნირის დებულება

 

 

საქალაქო ტურნირები(02.11.2008)

       ფოთის ნანა ალექსანდრიას საჭადრაკო სკოლაში გრძელდება ყოველკვირეული საჭადრაკო ტურნირები რომელშიც მონაწილეობას იღებენ ფოთელი ყველა ასაკის და ყველა დროის მოჭადრაკეები.

20-21 სექტემბერი - საბოლოო ცხრილი

18-19 ოქტომბერი - საბოლოო ცხრილი

1-2 ნოემბერი - საბოლოო ცხრილი

 

დასრულდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატი(26.10.2008)

       საბერძნეთში დასრულდა ევროპის ვაჟთა და ქალთა საკლუბო ჩემპიონატი რომელშიც არ იღებდნენ მონაწილეობას ქართული კლუბები მაგრამ სხვადასხვა კლუბის სახელით ჩემპიონატში 5 ქართველი მონაწილეობდა. ქალთა შორის ევროპის ჩემპიონობა მონტენეგროს კლუბ «Cercle d'Echecs» გუნდმა მოიპოვა ჩემპიონობა, რომლის შემადგენლობაში  ბრწყინვალედ იასპარეზა ქართველმა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ და 7 ტურიდან 6 ქულით საკუთარ დაფაზეც 1-ლი ადგილი დაიკავა.

 

მარიამ დოლიძე "იჯის თასი - ოქროს დედოფალი"-ის გამარჯვებულია

    11 ოქტომბერს ქ. თბილისში დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "იჯის თასი - ოქროს დედოფალი", რომელშიც 5 ფოთელი მოჭადრაკე მონაწილეობდა. 8 წლის გოგონათა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა და 7 ტურიდან 6 ქულით პირველ ადგილზე გავიდა ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის მოსწავლე მარიამ დოლიძე (მწვრთნელი - გელა ღვამბერია). ნიკა ღვამბერია - 5ქ. (7 ადგილი), ადა ქაქუთია - 4,5ქ. (5 ადგილი), ომარ ზარგინავა - 5ქ. (7 ადგილი), ნინო ანაკიძე -3,5ქ. (8 ადგილი).

 

საერთაშორისო ფესტივალი "იჯის თასი - ოქროს დედოფალი"

       3-11 ოქტომბერს ქ. თბილისში ტარდება საჭადრაკო ფესტივალი "იჯის თასი - ოქროს დედოფალი". ფესტივალის საპრიზო ფონდი 3600 ლარია. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის 5 მოსწავლე: ნინო ანაკიძე (16წ. გოგონები და ჭაბუკები), ადა ქაქუთია (12 წ. გოგონებში), ნიკა ღვამბერია (10 წ. ჭაბუკებში), ომარ ზარგინავა (8 წ. ჭაბუკებში), მარიამ დოლიძე (8 წ. გოგონებში). დებულება და ტექნიკური შედეგები იხილეთ ტურნირებში.

 

ფიდეს რეიტინგი(02.10.2008)

        1 ოქტომბერს ფიდეს საიტზე გამოქვეყნდა საერთაშორისო რეიტინგის უახლესი მონაცემები. ვაჟთა შორის პირველია ბულგარელი ვესელინ ტოპალოვი(2791), ხოლო ქალთა შორის კი კვლავ რეიტინგლისტის სათავეშია უნგრელი იუდიტ პოლგარი(2711). სამწუხაროდ როგორც ქალთა ასევე ვაჟთა შორის პირველ ათეულში არცერთი ქართველი მოჭადრაკე არ არის. იხ. ტოპ ასეული: ქალთა შორის, ვაჟთა შორის.

        ფოთელ მოჭადრაკეთა რეიტინგი: დათო კოდუა - 2277, გიორგი გამზარდია - 2139, ნინო ანაკიძე - 1947, ადა ქაქუთია - 1764, მარიამ სამურკასოვი - 1648.

 

მორიგი ტურნირი სწრაფ ჭადრაკში(29.09.2008)

         27-28 სექტემბერს გაიმართა მორიგი ტურნირი სწრაფ ჭადრაკში, ტურნირში 20 მოჭადრაკე მონაწილეობდა და 7 ტურად შვეიცარული სისტემით ჩატარდა. 6,5-6,5 ქულით 1-2 ადგილები გაიყო დათო კოდუამ(2277) და გიორგი გამზარდიამ(2139), ტაიბრეიკში კი გიორგი გამზარდიამ იმარჯვა. 5 ქულით მე-3 ადგილზე გიორგი ღლონტი გავიდა. ასევე გამოიყო სხვადასხვა ასაკში გამარჯვებულები, 12 წლამდე მოჭადრაკეთა შორის 4-4 ქულით საუკეთესო შედეგი აჩვენეს ადა ქაქუთიამ(1764) და თათია კოხრეიძემ, 9 წლამდე პირველი იყო რომან ბელქანია, ხოლო 7 წლამდე ასაკში ანასტასია ხარაზი

 

ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი დასრულდა(25.09.2008)

 

        ჩერნოგორიაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 10, 12, 14, 16 და 18 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ოქროს მედალი მოიპოვა 2 ქართველმა მოჭადრაკემ: მერი არაბიძემ 14 წლის გოგონათა შორის 8 ქულით პირველობა არავის დაუთმო და მისი უპირატესობა აშკარად შესამჩნევი იყო სხვა მის თანატოლებში. 16 წლის გოგონათა შორის ასევე უდავო ფავორიტად ითვლებოდა ნაზი პაიკიძე და მან 7,5 ქულით ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. იხ. ქართველ მოჭადრაკეთა შედეგები.       ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდი.

       ქართველმა მოჭადრაკეებმა ასევე წარმატებით იასპარეზეს ევროპის გუნდურ ჩემპიონატში 14 და 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის. ორივე ასაკში მათ ოქროს მედლები მოიპოვეს. საბოლოო შედეგები.

 

ესპანეთში დასრულდა სუპერ ტურნირი "Chess Masters"(15.09.2008)

        13 სექტემბერს ესპანეთში დასრულდა 22-ე კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი რომელშიც მსოფლიოს უძლიერესი დიდოსტატები მონაწილეობდნენ, ტურნირი გამორჩეული იყო სხვა მხრივაც. ტურნირის მონაწილეებს გამარჯვებისთვის 3 ქულა ეწერებოდათ, ხოლო ყაიმისთვის კი 1 ქულა. საბოლოოდ ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: 1. ვესელინ ტოპალოვი(2777) - 17 ქულა, 2-3. ლევონ არონიანი(2737), მაგნუს კარლსენი(2775) - 13-13 ქულა. 4. ვასილი ივანჩუკი(2781) - 12 ქ. 5. თეიმურაზ რაჯაბოვი(2744) - 10ქ. 6. ვიშვანათან ანანდი(2798) - 8ქ. იხ. ტურნირის ვებ-გვერდი

 

ტურნირი სწრაფ ჭადრაკში(14.09.2008)

        13-14 სექტემბერს, ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლაში გაიმართა საქალაქო ტურნირი სწრაფ ჭადრაკში, ტურნირში მონაწილეობდა 18 მოჭადრაკე. ტურნირი შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა და თითოეულ მოჭადრაკეს 25-25 წთ. ჰქონდა პარტიის ბოლომდე. მსგავსი ტურნირები ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება და მასში ყველა მსურველს შეუძლია მონაწილეობა. იხ. საბოლოო ცხრილი

 

დასრულდა საერთაშორისო ტურნირი აბუ-დაბიში (13.09.2008)

       11 სექტემბერს დასრულდა საერთაშორისო ტურნირი აბუ-დაბიში. ქართველმა მოჭადრაკეებმა წარმატებით იასპარეზეს და გაიმარჯვეს როგორც ვაჟთა ასევე ქალთა შორის და საკმაოდ სოლიდური ფულადი პრიზებიც მიიღეს. ვაჟთა შორის პირველი იყო დიდოსტატი ზურაბ სტურუა (2514), ხოლო ქალთა შორის კი ნინო ხურციძე (2413). ქალთა შორის მეორე ადგილზე გავიდა ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე(2489)

 

ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი(13.09.2008)

        14-25 სექტემბერს, ჩერნოგორიაში (ჰერცეგ-ნოვი) გაიმართება ევროპის ჩემპიონატი 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. წინა წლებში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატებთან შედარებით წელს ჩემპიონატში მონაწილეთა რეკორდულმა რაოდენობამ მოიყარა თავი (921!). ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში და კერძოდ ფოთში განვითარებული მოვლენების გამო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრა ფოთელი მოჭადრაკე, საქართველოს 2008 წლის ვიცე-ჩემპიონი ნიკა ღვამბერია. იხ. ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდი.

 

საერთაშორისო ტურნირი აბუ-დაბიში (09.09.2008)

       აბუ-დაბიში მიმდინარე საერთაშორისო ვაჟთა ტურნირზე 131 მოჭადრაკემ მოიყარა თავი, მათ შორის 21 დიდოსტატმა. საქართველოდან კი ტურნირში 3 მოჭადრაკე მონაწილეობს. ტურნირი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ტარდება. 5 ტურის შემდეგ 2 მოჭადრაკეს რ. იბრაგიმოვს და პ. კოცურს 5-5 ქულა აქვს, ქართველ დიდოსტატებს მერაბ გაგუნაშვილს და ზურაბ სტურუას 4,5-4,5 ქულა დაუგროვდათ, ხოლო კიდევ ერთ ქართველ დიდოსტატს ვალერიან გაფრინდაშვილს 4 ქულა აქვს. ვაჟთა ტურნირის საპრიზო ფონდი 21500 აშშ დოლარს შეადგენს.

      იმავე ტურნირში ქალთა შორის 3 ქართველი დიდოსტატი ასპარეზობს. ტურნირის საპრიზო ფონდი 18200 აშშ დოლარია. 4 ტურის შემდეგ 4 ქულით 1 ადგილზეა ნინო ხურციძე, 3-3 ქულა აქვთ ნინო გურიელსა და მაია ჩიბურდანიძეს. ტურნირი 11 სექტემბერს დასრულდება. იხ. ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი

 

 

ვიეტნამის საერთაშორისო ტურნირი(03.09.2008)

        26 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე ვიეტნამში (ვუნგტაი) მიმდინარეობდა საერთაშორისო ტურნირი რომელშიც 42 მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის ზურაბ აზმაიფარაშვილი და კონსტანტინე შანავა. 9 ტურიდან 6,5 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა ცნობილმა ქართველმა დიდოსტატმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა, ხოლო კონსტანტინე შანავა კი 6 ქულით მე-4 ადგილზე გავიდა. ტურნირის საპრიზო ფონდი 20000 აშშ დოლარს შეადგენდა.

 

ბილის საერთაშორისო ტურნირი(21.08.2008)

           20 ივლისიდან მიმდინარეობს 41-ე ბილის საერთაშორისო ფესტივალის მთავარი ტურნირი. 6 მსოფლიოს უძლიერესი დიდოსტატი: მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2775), ევგენი ალექსეევი (რუსეთი, 2708), ლენერ დომინგესი (კუბა, 2708), ეტიენ ბაკრო (საფრანგეთი, 2691), ალეკსანდრე ონიშჩუკი (აშშ, 2670), იანიკ პელეტე (შვეიცარია, 2569)  ორრ წრედ ითამაშებენ. იხ. ფესტივალის ოფიციალური ვებ-გვერდი

 

ანატოლი კარპოვის სახელობის საერთაშორისო სუპერტურნირი დასრულდა(21.07.2008)

          17 ივლისს დასრულდა რუსეთში დასრულდა მსოფლიოს ექს-ჩემპიონის ანატოლი კარპოვის სახელობის საერთაშორისო სუპერ ტურნირი. ტურნირი მე-19 კატეგორიის იყო და მასში 10 სუპერ დიდოსტატი მონაწილეობდა: ალეკსეი შიროვი (ესპანეთი, 2741), ვუგარ გაშიმოვი (აზერბაიჯანი, 2717), დიმიტრი იაკოვენკო (რუსეთი, 2709), სერგეი რუბლევსკი (რუსეთი, 2699), ვან ხაო (ჩინეთი, 2691), ვიორელ ბოლოგანი (მოლდოვა, 2686), ერნესტო ინარკიევი (რუსეთი, 2675), ანდრეი ვოლოკიტინი (უკრაინა, 2671), ალექსანდრ ონიშჩუკი (აშშ, 2670), ემილ სუტოვსკი (ისრაელი, 2654).

         5,5-5,5 ქულით 1-4 ადგილებზე რუბლევსკი, იაკოვენკო, გაშიმოვი და შიროვი გავიდნენ, დამატებითი მაჩვენებლებით 1-ლი ადგილი სერგეი რუბლევსკის ერგო. იხ. დამატებითი ინფორმაციები.

 

გილოცავთ ჭადრაკის საერთაშორისო დღეს(20.07.2008)

         20 ივლისს ჭადრაკის სამყარო აღნიშნავს ჭადრაკის საერთაშორისო დღეს. ფიდეს გადაწყვეტილებით ეს დღესასწაული მიძღვნილია ამ ორგანიზაციის დაარსებისადმი, 1924 წელს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში და 20 ივლისს ამ დღესასწაულს აღნიშნავენ 43-ჯერ.

 

ფოთელი მოჭადრაკეები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ(18.07.2008)

         საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალ "ნანა ალექსანდრიას თასი-2008"-ის საზეიმო დახურვაზე ფოთელი მოჭადრაკეები: ნიკა ღვამბერია და ნინო ანაკიძე დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით. გაზეთ "ფოთის მოამბემ" ევროპის ჩემპიონატის საგზურის მფლობელ ნიკა ღვამბერია 1000 ლარი გადასცა, ხოლო ბიზნემენმა ლელა ებრალიძემ კომპიუტერი გადასცა მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორს - ნინო ანაკიძეს.

 

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები(30.06.2008)

          29 ივნისს ქ. თბილისში გაიმართა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები. ხმების უმრავლესობით საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად არჩეულ იქნა საერთაშორისო დიდოსტატი გიორგი გიორგაძე, ვიცე-პრეზიდენტად კი ზურაბ მიქაძე, გენერალური მდივანი ბეგლარ ჯობავა გახდა.

 

საკვალიფიკაციო ტურნირი(23.06.2008)

          23 ივნისს ფოთში საკვალიფიკაციო ტურნირი დაიწყო და მასში 46 ფოთელი მოჭადრაკე მონაწილეობს. ტურნირი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდება. ტურნირის ორგანიზატორია ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის ჭადრაკის და შაშის კომპლექსური სასპორტო სკოლა, ტურნირის მთავარი მსაჯია გოჩა ჩაჩუა.

 

             სასტარტო. 1ტური. 2 ტური. 3 ტური. 4 ტური. 5 ტური. 6 ტური. 7 ტური. 8 ტური. 9 ტური. საბოლოო ცხრილი. ფოტო.

 

"Aerosvit 2008"(21.06.2008)

         უკრაინაში დასრულდა ტურნირი "Aerosvit 2008", რომელშიც მსოფლიოს 12 სუპერ დიდოსტატი მონაწილეობდა. ტურნირი წრიული სისტემით ჩატარდა და 8 ქულით ნორვეგიელმა დიდოსტატმა მაგნუს კარლსენმა(2765) გაიმარჯვა. მეორე ადგილზე 7 ქულით უკრაინელი ვასილი ივანჩუკი(2740) გავიდა, მესამე ადგილზე კი 6 ქულით ასევე უკრაინელი სერგეი კარიაკინი(2732) იყო. როგორც ტურნირის ორგანიზატორი ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა მომავალ ტურნირს ავიაკომპანია თვითმფრინავში გამართავს სწრაფ ჭადრაკში.  იხ. ტუნირის ოფიციალური ვებ გვერდი.

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები(17.06.2008)

         ქ. ზუგდიდში გამართულ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის ყრილობაზე არჩეულ იქნა რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, დელეგატთა ერთიანი გადაწყვეტილებით ამ პოსტზე 4 წლის ვადით აირჩიეს რეგიონალური სამაუწყებლო კომპანიის "მეცხრე ტალღის" გენერალური დირექტორი გერმანე სალია.

 

კარენ ასრიანის მემორიალი დასრულდა(16.06.2008)

         სომხეთის დედაქალაქში დასრულდა ახალგაზრდა სომეხი დიდოსტატის კარენ ასრიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი სწრაფ ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეები. ტურნირი 8,5 ქულით ლევონ არონიანმა(2763) მოიგო, 8 ქულით მეორე იყო უნგრელი დიდოსტატი პიტერ ლეკო(2741), მესამე ადგილზე 7,5 ქულით რუსეთის წარმომადგენელი ალექსანდრე მოროზევიჩი(2774) გავიდა, ხოლო მეოთხეზე კი ბორის გელფანდი(2723) ისრაელიდან. იხ. საბოლოო შედეგები.

 

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ახალი წესებით გაიმართება(15.06.2008)

        მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა რომელიც 12-25 ნოემბერს დრეზდენში გაიმართება ახალი წესებით ჩატარდება. ფიდეს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად წინა ოლიმპიადებისგან განსხვავებით 2008 წლის ოლიმპიადაზე 14 ტურის ნაცვლად ჩატარდება 11 ტური, ასევე მოჭადრაკეებს 30 სვლამდე ეკრძალებათ ყაიმზე შეთანხმება, მოჭადრაკეებს აღარ ექნებათ პარტიაზე დაგვიანების უფლება და ისინი ვალდებულნი იქნებიან გამოცხადნენ პარტიის დაწყებამდე.

 

ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. (15.06.2008)

        4-15 ივნისს ქ. ბათუმში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი 8 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა 10 ქვეყნის 50-მდე მოჭადრაკე. გოგონათა შორის მე-2 და მე-3 ადგილის მფლობელები ქართველი მოჭადრაკეები ნინო ჯალაღონია და ელენე კოსტავა გახდნენ, ჭაბუკთა შორის კი მეორე იყო ირაკლი ახვლედიანი. იხ. საბოლოო ცხრილები: ჭაბუკები. გოგონები.

 

საქართველოს ჩემპიონატი 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის(15.06.2008)

    5-14 ივნისს ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ფოთელთაგან ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღენ: მარიამ სამურკასოვი, ადა ქაქუთია, თამთა ხურცილავა, თათია კოხრეიძე, გიორგი ფაჩულია, იური ზარგინავა, ნიკა ღვამბერია, ლუკა ნემსაია და ნინო ჯღარკავა.

      გოგონათა შორის პირველ ადგილზე დეა გოგიშვილი გავიდა, ხოლო მეორეზე კი ანა შამათავა. ჭაბუკთა შორის პირველი იყო გაგა ბერაძე, მეორეზე კი გიგლა ბენიძე გავიდა. შესაბამისად ისინი მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში.

      ამ ტურნირით დასრულდა საქართველოს 2008 წლის ასაკობრივი ჩემპიონატები. ქართველი მოჭადრაკეები რომელთა შორისაც არის ფოთელი ნიკა ღვამბერია მოემზადებიან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებისთვის, რომლებიც მონტენეგროსა და ვიეტნამში გაიმართება 2008 წლის შემოდგომაზე.

ჩემპიონატის დებულება:

 

ჭაბუკები: სასტარტო. 1ტური. 2 ტური. 3 ტური. 4 ტური. 5 ტური. 6 ტური. 7 ტური. 8 ტური. 9 ტური. საბოლოო ცხრილი.

გოგონები: სასტარტო. 1ტური. 2 ტური. 3 ტური. 4 ტური. 5 ტური. 6 ტური. 7 ტური. 8 ტური. 9 ტური. საბოლოო ცხრილი. 

 

 

ბათუმი ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს(04.06.2008)

      4 ივნისს, ქ. ბათუმში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი 8 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს 17 გოგონა და 36 ჭაბუკი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან.

 

ტოპალოვ - კამსკის მატჩი ნოემბერში გაიმართება(02.06.2008)

      მსოფლიო ჩემპიონატის პრეტედენტთა მატჩი ბულგარელ ვესელინ ტოპალოვსა და გატა კამსკის შორის გაიმართება 26 ნოემბერი - 14 დეკემბერი, უკრაინაში, ქ. ლვოვში. პრეტედენტთა მატჩის საპრიზო ფონდი 750 000 $ შეადგენს.

 

საჭადრაკო ზეიმი ქუთაისში(02.06.2008)

     29-30 მაისს ქ. ქუთაისში გაიმართა ტრადიციული საჭადრაკო ტურნირი "სავარდო და სამაისო". 2 დღის განმავლობაში ქუთაისში ნამდვილი საჭადრაკო ზეიმი იყო, ქუთაისის საჭადრაკო სკოლას რომელსაც მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის მაია ჩიბურდანიძის სახელი მიენიჭა სტუმრობდნენ საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკეები: ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი, თამაზ გიორგაძე, ბაადურ ჯობავა და სხვები.

   

 

ლეკო - კარლსენის მატჩი(01.06.2008)

     უნგრეთში (ქ. მიშკოლცე) 28 მაისი-1 ივნისს შედგება მსოფლიოს ორი სუპერ დიდოსტატის პიტერ ლეკოსა და მაგნუს კარლსენის მატჩი სწრაფ ჭადრაკში.

სახელი, გვარი წოდება რეიტინგი 1ტ. 2ტ. 3ტ. 4ტ. 5ტ. 6ტ. 7ტ. 8ტ. შედეგი
პიტერ ლეკო GM 2741 1/2 1/2 1/2 0 1/2 1/2 0 1/2 3
მაგნუს კარლსენი GM 2765 1/2 1/2 1/2 1 1/2 1/2 1 1/2 5

 

საქართველოს ჩემპიონატი 14 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის(30.05.2008)

     20-29 მაისს ქ. ქუთაისში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი 14 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში 4 ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა: ნინო ანაკიძე, მარიამ სამურკასოვი, ადა ქაქუთია და თამთა ხურცილავა.

    გოგონათა შორის 7,5 ქულით 1-ლი ადგილი ფიდეს ოსტატმა მარიამ დანელიამ (თბილისი) დაიკავა, მარიამი ჩემპიონატში პირველ ნომრად იყო განთესილი და მისგან ეს შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა. მეორე ადგილის ბედი ბოლო ტურში გადაწყდა, ნათია ჯალაბაძემ (თბილისი) დაამარცხა რა ნინო ანაკიძე და მეორე ადგილი ერგო, მე-3 ადგილზე კი ნანი უნაფქოშვილი (საგარეჯო) გავიდა.

   ჭაბუკთა შორის 7,5 ქულით პირველი იყო ნოდარ ლორთქიფანიძე (ბათუმი) რაც ასევე მოსალოდნელი იყო. მეორე ადგილზე რამაზ ენდელაძე(ქუთაისი) გავიდა 7 ქულით, მესამეზე კი ნიკა ვოლკოვი (თბილისი) 7 ქულით.

     ფოთელმა ნინო ანაკიძე ბოლო ტურში განცდილი მარცხის გამო მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ჭაბუკებში მოასპარეზე ადა ქაქუთიამ და მარიამ სამურკასოვმა 4,5-4,5 ქულა დააგროვეს და შესაბამისად 24-ე და 31-ე ადგილები აიღეს, რაც არც თუ ურიგო შედეგია ასაკით უფროს და გამოცდილ ჭაბუკებთან ჭიდილში. კიდევ ერთმა ფოთელმა თამთა ხურცილავამ 4 ქულა აიღო.

 

ჭაბუკები: სასტარტო. 1ტური. 2 ტური. 3 ტური. 4 ტური. 5 ტური. 6 ტური. 7 ტური. 8 ტური. 9 ტური. საბოლოო ცხრილი.

გოგონები: სასტარტო. 1ტური. 2 ტური. 3 ტური. 4 ტური. 5 ტური. 6 ტური. 7 ტური. 8 ტური. 9 ტური. საბოლოო ცხრილი. 

 

 

საქართველოს ჩემპიონატი 8  წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

    18-27 მაისს ქ. თბილისში  ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატმა 8 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში 6 ფოთელი მოჭადრაკე მონაწილეობდა: მარიამ დოლიძე, ომარ ზარგინავა, გიორგი გურგენაძე, გიორგი ჭაჭია, ვახტანგ ზარქუა, გიგი თოლორდავა.

 

ჭაბუკები: სასტარტო. 1ტური. 2 ტური. 3 ტური. 4 ტური. 5 ტური. 6 ტური. 7 ტური. 8 ტური. 9 ტური. საბოლოო ცხრილი.

გოგონები: სასტარტო. 1ტური. 2 ტური. 3 ტური. 4 ტური. 5 ტური. 6 ტური. 7 ტური. 8 ტური. 9 ტური. საბოლოო ცხრილი. 

                                                                          

   

პროკრედიტ ბანკმა საჭადრაკო ტურნირი ჩაატარა.(25.05.2008)

         პროკრედიტ ბანკის ფოთის ფილიალმა 24 მაისს ბანკის ოფისში ბავშვთა საჭადრაკო ტურნირი ჩაატარა. ტურნირი შვეიცარული სისტემით 6 ტურად ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის 16 მოსწავლემ. ტურნირში გამარჯვებული მოჭადრაკეები პროკრედიტ ბანკმა დააჯილდოვა თასებით, მედლებითა და საპატიო დიპლომებით, ასევე მედლები და საპატიო დიპლომები გადაეცა ტურნირის ყველა მონაწილეს.

         ტურნირის დახურვაზე პროკრედიტ ბანკმა ტურნირის მონაწილეებს წარმატებები უსურვა და ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლასთან მომავალშიც თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. იხ. საბოლოო ცხრილი.

 

გარდაიცვალა საერთაშორისო დიდოსტატი ბუხუტი გურგენიძე(25.05.2008)

       75 წლის ასაკში გარდაიცვალა პირველი ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი ბუხუტი გურგენიძე. ბუხუტი გურგენიძე იყო 11 გზის საქართველოს ჩემპიონი, სხვადასხვა დროს ის იყო ცნობილი ქართველი მოჭადრაკეების: ნონა გაფრინდაშვილის, მაია ჩიბურდანიძის, ნანა ალექსანდრია და ნანა იოსელიანის მწვრთნელი. 90-იან წლებში ბუხუტი გურგენიძე იყო საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.

 

აშშ -ს ჩემპიონატი ჭადრაკში(22.05.2008)

       13-21 მაისს გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის. ვაჟთა შორის ქვეყნის ჩემპიონობა 9-დან 7 ქულით იური შულმანმა(2664) მოიპოვა, მე-2 ადგილზე 6,5 ქულით ა. ონიშჩუკი(2728) იყო, ხოლო მე-3 ადგილზე კი 6ქ. სერგეი კუდრინ(2610). ქალთა შორის კი პირველი იყო 7,5 ქულით ანა ზატონშკი(2490), მე-2 ადგილზე 7,5 ქ. ირინა კრუში(2515) გავიდა, ხოლო 6 ქულით მესამე იყო ტატევ აბრაჰამიანი(2280). იხ. საბოლოო ცხრილები:

 

ბაქოში დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი(22.05.2008)

     ბაქოში დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "პრეზიდენტის თასზე". ფესტივალი გამოირჩევა საკმაოდ სოლიდორი საპრიზო ფონდით რომელიც შეადგენს 85000 აშშ დოლარს, რაც განაპირობებს საკმაოდ ძლიერი მოჭადრაკეების მონაწილეობას. ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნების უძლიერეს მოჭადრაკეებთან ერთად მონაწილეობას იღებდა 15 ქართველი მოჭადრაკე. ქართველთაგან საუკეთესო შედეგები აჩვენეს თამაზ გელაშვილმა(7ა) და ბაადურ ჯობავამ(8ა), 9 ტურიდან 7 ქულით ქართველმა დიდოსტატებმა სხვა მოჭადრაკეებთან ერთად 2-9 ადგილები გაიყვეს და სოლიდური ფულადი ჯილდოები მიიღეს. იხ ფესტივალის ოფიციალური ვებ-გვერდი:

                                                                                 

 

საქართველოს ჩემპიონატი 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის(09.05.08)

     7-16 მაისს ქ. თბილისში ტარდება საქართველოს ჩემპიონატი 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის, ჩემპიონატში 24 გოგონა და 48 ჭაბუკი ასპარეზობს.

ჭაბუკები: სასტარტო. 1ტური. 2 ტური. 3 ტური. 4 ტური. 5 ტური. 6 ტური. 7 ტური. 8 ტური. 9 ტური. საბოლოო ცხრილი.

გოგონები: სასტარტო. 1ტური. 2 ტური. 3 ტური. 4 ტური. 5 ტური. 6 ტური. 7 ტური. 8 ტური. 9 ტური. საბოლოო ცხრილი.   

 

დ. ჩირაძეს მემორიალი (08.05.08)

          2-8 მაისს ქ. ქუთაისში ჩატარდა ცნობილი ქართველი მწვრთნელის დავით ჩირაძეს მემორიალი ჭადრაკში. ტურნირში სხვადასხვა ქალაქის 40-მდე გუნდის 150-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის იყო ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის 2 გუნდი.

              10 წლის მოჭადრაკეთა შორის 6 გამარჯვებით და 1 ყაიმით პირველი ადგილი დაიკავა ფოთელ მოჭადრაკეთა ნაკრები გუნდი, რომლის შემადგენლობაში ასპარეზობდნენ: რომან ბელქანია, ლუკა გულუა, იური ზარგინავა და ანი ჭანტურია. გამარჯვებული გუნდს გადაეცა დ. ჩირაძეს გარდამავალი თასი, საპატიო დიპლომები და ფულადი პრიზები. ფოთელმა მოჭადრაკეებმა წარმატებას მიაღწიეს პირად ჩათვლაშიც, მე-3 დაფაზე 7 ტურიდან 7 ქულით! პირველი ადგილი დაიკავა იური ზარგინავამ, ხოლო მე-2 დაფაზე კი 6 ქულით პირველი იყო ლუკა გულუა.

 

ევროპის ჩემპიონატი სკოლებს შორის(08.05.08)

     28 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით ჰალკიდიკში (საბერძნეთი) გაიმართა ევროპის ჩემპიონატი სკოლებს შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდნენ ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეები ნინო ანაკიძე და ადა ქაქუთია. ნინო ანაკიძემ 9 შესაძლებლობიდან 6 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა, ხოლო გამოუცდელმა ადა ქაქუთიამ კი 5 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები პირველი იყო.

       

 

ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში(08.05.08)

          ბულგარეთში, ქ. პლოვდივში დასრულდა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ქალთა და ვაჟთა შორის. ჩემპიონატში საქართველოდან 23 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ქართველმა მოჭადრაკეებმა სამწუხაროდ საპრიზო ადგილების დაკავება ვერ შეძლეს და მსოფლიოს თასის მხოლოდ 2 საგზური მოიპოვეს: ნანა ძაგნიძე (12 ადგილი) და მაია ლომინეიშვილი (14 ადგილი).

იხ. დაწვრილებითი ინფორმაცია.

 

ნიკა ღვამბერია საქართველოს ვიცე-ჩემპიონია!(15.04.08)

         14 აპრილს დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ფოთელმა ნიკა ღვამბერიამ (მწვრთ. კობა სამურკასოვი) 9 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა რომელიც შემოდგომაზე მონტენეგროში გაიმართება. ასევე კარგი შედეგები აჩვენეს სხვა ფოთელმა მოჭადრაკეებმა: მე-5 ადგილი - ლუკა გულუა, 14 ადგილი - რომან ბელქანია, 17 ადგილი - იური ზარგინავა, 19 ადგილი - ომარ ზარგინავა. უმრავლესობა მათგანი ჯერ კიდევ არ არის 10 წლის და მათ მომავალ წელსაც იგივე ასაკში მოუწევთ ასპარეზობა. გოგონათა შორის ასევე ასაკით უფროს მოჭადრაკეებთან დამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენეს ანი ჭანტურიამ (14 ადგილი) და მარიამ დოლიძემ (18 ადგილი).

          ნიკა მეორეა რომელმაც წლევანდელ საქართველოს ჩემპიონატებში ფოთელთაგან საპრიზო ადგილი აიღო, მანამდე კი 16 წლის გოგონათა შორის ნინო ანაკიძე მესამე იყო. წინ კი სხვა ასაკობრივი ჩემპიონატები გველოდება. უახლოეს მომავალში გაიმართება ჯერ 14 და შემდეგ კი 8 და 12 წლამდე საქართველოს ჩემპიონატები. მანამდე კი 2 ფოთელი მოჭადრაკე ნინო ანაკიძე და ადა ქაქუთია მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ჩემპიონატში სკოლებს შორის, რომელიც 28 აპრილიდან 6 მაისამდე საბერძნეთში გაიმართება.

ჭაბუკები: სასტარტო.  საბოლოო ცხრილი.

გოგონები: სასტარტო. საბოლოო ცხრილი.   

 

 

საქართველოს ჩემპიონატი 10 წლამდე (08.04.08)

              4-14 აპრილს ქ. თბილისში ტარდება საქართველოს ჩემპიონატი 10 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში 99 ჭაბუკი და 43 გოგონა მონაწილეობს. ფოთელები 10 მოჭადრაკით არიან წარმოდგენილი ჩემპიონატში. ჭაბუკთა შორის 4 ტურის შემდეგ 4 მოჭადრაკე და მათ შორის სამი ფოთელი ლიდერობს 4-4 ქულით, მეხუთე ტურში 1 დაფაზე ერთმანეთს ხვდებიან რომან ბელქანია და ნიკა ღვამბერია (ორივე ფოთი), მეორე დაფაზე კი ფოთელი ლუკა გულუა ნოე თუთისანს ხვდება. გოგონათა შორის კი ლიდერთა შორისაა ანა ჭანტურია 3 ქულით.

 

ოთარ ხომერიკის მემორიალმა სტარტი აიღო(30.03.08)

               26 მარტს სტარტი აიღო ოთარ ხომერიკის მე-6 მემორიალმა ჭადრაკში. ტურნირი სხვადასხვა ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის ტარდება და მასში მონაწილეობს ზუგდიდის, სამტრედიის, სენაკის, აბაშისა და ფოთის 92 მოჭადრაკე.

 7 წლის ჭაბუკები და გოგონები: სასტარტო სია.  საბოლოო ცხრილი.

 9 წლის ჭაბუკები: სასტარტო სია.  საბოლოო ცხრილი.

 9 წლის გოგონები: სასტარტო სია. საბოლოო ცხრილი.

 ღია ტურნირი: სასტარტო სია. საბოლოო ცხრილი.

 

ოთარ ხომერიკის მემორიალი(11.03.08)

                26-30 მარტს ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლა ატარებს ოთარ ხომერიკის მე-6 მემორიალს ჭადრაკში. ტურნირი ტრადიციულია და მასში წელს ფოთელთა გარდა სხვა ქალაქების მოჭადრაკეებიც იასპარეზებენ. ტურნირი ჩატარდება 7 (2001წ) და 9 (1999წ.) წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის, ასევე გაიმართება ღია ტურნირი რომელშიც დაწესებულია ფულადი პრიზები. ღია ტურნირში გამოყოფილი იქნება 13 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შედეგებიც.

 

ფოთელი მოჭადრაკეები საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადებიან(10.03.08)

            ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლა მიწვეული ევროპის ჩემპიონატში სკოლებს შორის რომელიც 28 აპრილი - 5 მაისს საბერძნეთში გაიმართება. საჭადრაკო სკოლიდან ჩემპიონატში ნინო ანაკიძე და ადა ქაქუთია გაემგზავრება.

 

საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე გოგონათა შორის(28.02.08)

          დასრულდა 20 წლამდე საქართველოს ჩემპიონატი რომელშიც  ფოთის ნანა ალექსანდრიას საჭადრაკო სკოლის 2 მოსწავლე ნინო ანაკიძე და ადა ქაქუთია იღებდნენ მონაწილეობას. ჩემპიონატის მთავარ სენსაიციად აღიარებულ იქნა 10 წლის ადა ქაქუთიას თამაში. მან მასზე 8-10 წლის საკმაოდ გამოცდილ და სხვადასხვა დროს ევროპის და მსოფლიო ჩემიონებთან და პრიზიორებთან ბრძოლაში გამოიჩინა თავი და მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ სამი ქულა დააგროვა, მაღალი შეფასება დაიმსახურა ჭადრაკის სპეციალისტების მხრიდან.  გაზეთი ლელო აღნიშნავს (21.02.08. მე ვარ ერთი ციდა) "კვლავ წარმატებული იყო ტურნირის ყველაზე დიდი მოულოდნელობის ავტორი, 10 წლის ფოთელი ადა ქაქუთია, - მან შავებით ქრისტინე მჟავიას არაფერი დაუთმო და ყაიმს გამორჩა. ეს ერთი ციდა გოგო, ისეთი თავდაჯერებული უზის დაფას, რომ გამობრძმედილ ოსტატებს შეშურდებათ. თვალშისაცემია მისი სათამაშო დისციპლინა, - დაფას არ სცილდება და მთელ ყურადღებას პარტიას ახმარს. მსგავს მიდგომას სხვებს მთელი კარიერის განმავლობაში ასწავლიან, მაგრამ რიგ შემთხვევებში - უშედეგოდ. ადას კი, როგორც ჩანს ბუნებრივად მოსდგამს და მწვრთნელ-დამრიგებელთა რჩევებსაც ზედმიწევნით ითვალისწინებს; შედეგიც ამიტომ აქვს. მეოთხე ტურში ქაქუთია თეთრებით ხვდება ფურცელაძესა(დიდოსტატი) და ობიექტურად ბევრად ჩამოუვარდება კლასით მეტოქეს, რამაც შეიძლება მისი მარცხი განაპირობოს, მაგრამ აშკარად დიდ ნიჭთან გვაქვს საქმე და გულშემატკივრებს თუ სპეციალისტებს ეს უნდა ახარებდეთ!"

            ასევე წარმატებული იყო ნინო ანაკიძე, მან 5 ქულა დააგროვა.

 

16 წლამდე საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა(17.02.08)

            დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 16 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის. გოგონათა შორის მე-3 ადგილი ნინო ანაკიძემ დაიკავა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია, მითუმეტეს ნინო ჯერ კიდევ 14 წლისაა და ის საქართველოს 14 წლამდე ასაკის ჩემპიონატშიც მიიღებს მონაწილეობას. რომ არა ბოლო ტურში მოულოდნელი დამარცხება 16 წლამდე ასაკშიც ნინო მეორე ადგილს იკავებდა და ევროპის ჩემპიონატის საგზურსაც მოიპოვებდა. ჩემპიონატში კი 1-ლი ადგილი მერი არაბიძემ დაიკავა, მეორე კი ნათია ჯალაბაძე იყო.

 

ფოთის ჭადრაკის და შაშის ფედერაცია დაფუძნდა.(12.02.08)

            11 თებერვალს ქ. ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლაში  გაიმართა ფოთის ჭადრაკის და შაშის ფედერაციის დამფუძნუბელი ყრილობა, ყრილობას 73 დელეგატი ესწრებოდა. ყრილობაზე არჩეულ იქნა ფედერაციის საპატიო პრეზიდენტად, ცნობილი ქართველი მოჭადრაკე, ფოთის საპატიო მოქალაქე - ნანა ალექსანდრია. ფედერაციის პრეზიდენტად კი ფოთის საკრებულოს უმრავლეობის ლიდერი - მიხეილ ფირცხალავა. ვიცე-პრეზიდენტებად არჩეულ იქნენ: ლევან შურღაია, ლელა ებრალიძე, ჯემალ თოფურია, თენგიზ სარიშვილი და შაშის მიმართულებით გოჩა კურდღელია. აღმასრულებელი მდივნად - დავით კოდუა. ასევე არჩეულ იქნენ გამგეობის წევრები: მიხეილ ფირცხალავა (თავჯდომარე), შურღაია ლევანი, კოდუა დათო, ებრალიძე ლელა, ხუხუნი ომარი, სვანიძე კახაბერი, ღვამიჩავა იკა, ბარამიძე თენგიზი, გეგენავა უშანგი, ასანიძე რევაზი, კუხალეიშვილი გერონტი, სალია გერმანე, გვაზავა თამაზი, ჩეჩელაშვილი გოგი, ტიბუა ზურაბი, სარიშვილი თენგიზი, თოფურია ჯემალი, კუჭუხიძე ზაალი.

          

ნინო ანაკიძე ლიდერობს.(12.02.08)

             8 თებერვალს ქ. თბილისში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა 16 წლამდე გოგონათა შორის. ჩემპიონატში 1-2 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ მსოფლიოსა (ვიეტნამი) და ევროპის (მონტენეგრო) ჩემპიონატების საგზურებს. 5 ტურის შემდეგ 4,5 ქულით პირველ ადგილზეა ფოთის ნანა ალექსანდრიას საჭადრაკო სკოლის მოსწავლე ნინო ანაკიძე (მწვრთ. გოჩა ჩაჩუა), ნინომ სხვა მოჭადრაკეებთან ერთად დაამარცხა მისი უმთავრესი კონკურენტი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი - მერი არაბიძე. დარჩენილ 4 ტურში ნინოს 3 ქულაც კი ყოფნის ჩემპიონობის მოსაპოვებლად. ასევე აღსანიშნავია რომ ანაკიძე ჯერ კიდევ 14 წლისაა და ის უფროსი ასაკის მოჭადრაკეთა შორის ასპარეზობს.

           ჩემპიონატში მონაწილეობს სკოლის მეორე მოსწავლეც, 10 წლის ადა ქაქუთია. მას 4 ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს. ის მოსამზადებელ ეტაპს გადის მის ასაკში წარმატების მისაღწევად.

 

საქართველოს ქალთა ჩემპიონატის 1-ლი ლიგა(15.01.08)

           10-18 იანვარს ქ. თბილისში ტარდება საქართველოს ჩემპიონატის 1-ლი ლიგა ქალთა შორის. ჩემპიონატში ასპარეზობს ნანა ალექსანდრიას სახელობის ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლე ნინო ანაკიძე, მას 6 ტურის შემდეგ 3,5 ქულა აქვს. ჩემპიონატს კი სოფიკო გურამიშვილი ლიდერობს. 1-6 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები საქართველოს უმაღლესი ლიგის საგზურს მოიპოვებენ.

 

აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!