დებულება მონაწილენი, შედეგები, ცხრილი პარტიები ფოტოგალერეა სასტუმრო ფესტივალი-2007

"ნანა ალექსანდრიას თასი - 2008" დასრულდა

     17 ივლისს ქ. ფოთში დასრულდა საერთაშორისო ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი - 2008"  რომელშიც მონაწილეობდა 6 ქვეყნის 342 მოჭადრაკე. ფესტივალის საპრიზო ფონდი 15000 ლარს შეადგენდა. ფესტივალის საზეიმო დახურვაზე რომელიც კონცერტით გაიხსნა, ქალბატონმა ნანა ალექსანდრიამ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ, ფესტივალის ერთ-ერთმა სპონსორმა ლელა ებრალიძემ და სხვა საპატიო სტუმრებმა ჭადრაკის ფედერაციის დიპლომებით და ფოთის ადგილობრივი თვითმართველობის მიერ დაწესებული ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს ფესტივალის გამარჯვებულები და მათი მწვრთნელები.

საერთაშორისო ფესტივალმა სტარტი აიღო

     9 ივლისს სტარტი აიღო საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალმა რომელშიც მონაწილეობას იღებს ესტონეთის, ჰოლანდიის, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს 342! მოჭადრაკე. ფესტივალში მონაწილეთა რაოდენობა რეკორდულია, მსგავსი მასშტაბის ფესტივალი საქართველოში არასდროს ჩატარებულა. ფესტივალი ასევე გამოირჩევა ძლიერი შემადგენლობით.

ფოთი მზადაა საერთაშორისო ფესტივალის ჩასატარებლად(02.07.2008)

     დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის "ნანა ალექსანდრიას თასი-2008" მოსამზადებელი სამუშაოები. 2 ივლისისთვის ფესტივალში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა აზერბაიჯანის, სომხეთის, ჰოლანდიის, რუსეთის, უკრაინის და საქართველოს 200-მდე  მოჭადრაკემ. ფესტივალის მონაწილეებისათვის საჭადრაკო ტურნირის გარდა ჩატარდება სხვა კულტურული ღონისძიებები. ფესტივალის მსვლელობა: შედეგები, სატურნირო ცხრილი და 1-10 დაფაზე გათამაშებული პარტიები სრულად გაშუქდება ვებ-გვერდზე. სავარაუდოდ მონაწილეთა რაოდენობა 350-ს გადააჭარბებს.

ფესტივალში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა იზრდება(12.05.2008)

     საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალში "ნანა ალექსანდრიას თასი-2008" მონაწილე ქვეყნების რაოდენობა იზრდება. ფესტივალში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს ირანის, რუსეთის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის და სომხეთის მოჭადრაკეებმა.

მოკლე ისტორიული ექსკურსი ფოთის შესახებ

 

     ჩვენს ერამდე რამდენიმე საუკუნით ადრე რიონი შესართავთან მდებარეობდა მდიდარი აყვავებული ქალაქი ფაზისი. უძველესი დროის ისტორიკოსებმა და გეოგრაფებმა დაგვიტოვეს ცნობები იმის შესახებ, რომ ქალაქი აწარმოებდა კუსტარული ნაკეთობებით გაცხოველებულ ვაჭრობას დასაცლეთ საქართველოს მოსახლეობასთან და ჰქონდა სავაჭრო ურთიერთობა შავი ზღვისპირეთის ბერძნულ ქალაქებთან. იხ. გაგრძელება

         ფოთი.

აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!