დირექტორი - დათო კოდუა

 

     დაიბადა 1976 წლის 18 ივნისს ქ. ფოთში. 1993 წელს დაამთავრა ფოთის მე-9 საშუალო სკოლა. 1998 წელს დაამთავრა ქ. ფოთის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენების ფაკულტეტი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი.

     1983 წლიდან სწავლობდა ფოთის საჭადრაკო კლუბში, 1985-1993 წლებში იყო ფოთის მოსწავლეთა ნაკრები გუნდის ლიდერი, საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი მოსწავლეთა შორის, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მონაწილე, მრავალი რესპუბლიკური და საკავშირო ტურნირების გამარჯვებული, 1996-97 წლების ევროპის საკლუბო ჩემპიონატის მონაწილე, 1996 წლის საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული. ფიდეს რეიტინგი - 2277.

     1993 წლიდან მუშაობს ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო-საშაშო კლუბში მწვრთნელის ხოლო 1997 წლიდან უფროსი მწვრთნელის თანამდებობაზე. 1999 წელს დაინიშნა ნანა ალექსანდრიას სახელობის ჭადრაკის და შაშის კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორად. 2001 წელს აირჩიეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის გენერალურ მდივნად, ხოლო 2008 წელს კი ფოთის ჭადრაკის და შაშის ფედერაციის გენერალურ მდივნად.

   
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!
აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი! აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი ბანერი!